,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.010.000.22.033.012.736
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №35
2009 წლის 29 იანვარი
ქ. თბილისი
,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხის, მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის წესისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) რეგისტრაციის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 2 აგვისტოს №669 ბრძანებით (სსმ III, 03.08.2005 წ., №91, მუხ.1035) დამტკიცებულ ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების (დოკუმენტების) ნუსხაში“ (დანართი №1) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
ა) მე-2 პუნქტის ,,ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჭ) ხე-ტყის წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტები;“;
ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს ,,ჰ.ქ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,ჰ.ქ1) იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა;“;
გ) მე-2 პუნქტის ,,ჰ.ჰ.კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ჰ.ჰ.კ) სახელობო, საბაზო საფეხურის ზოგადი, სრული ზოგადი, სრული ზოგადი ოქროს მედალოსნის, სრული ზოგადი ვერცხლის მედალოსნის, ექსტერნატის ფორმით მიღებული სრული ზოგადი, საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, ატესტატი, სერტიფიკატი;“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური