,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.080.150.22.033.012.746
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №49
2009 წლის 30 იანვარი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1755 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საბაჟო სამარ-თალდარღვევის საქმისწარმოების წესის თაობაზე ინს-ტრუქციაში“ (სსმ III, 22.12.06 წ., №172, მუხ. 2321) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მესამე – რჩება ოქმის შემდგენელთან, ხოლო მისი დამოწმებული ასლი ეგზავნება შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს.“.
2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვა
საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს აქვს ინდივი-დუალური ნომერი და წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის ფორმას. მათი გაცემა, დაბრუნება, გაუქმება აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის ფორმების აღრიცხვის ჟურნალში“ (დანართი №3), რომელიც უნდა იყოს დანომრილი, აკინძული, ბეჭედდასმული და რეგისტრირებული შემოსავლების სამსახურის ან შესაბამისი რეგიონალური ცენტრის კანცე-ლარიაში. ოქმის ფორმებს ჟურნალში აღრიცხავს და გასცემს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი შემოსავლების სამსხურის და მისი რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულებზე. სტრუქტურული ერთეულები ასევე ჟურნალში აღრიცხავენ მიღებულ, გამოყენებულ და დაბრუნებულ (გაუქმებულ ან დაზიანებულ) ოქმებს, რის შესახებაც ამზადებენ ყოველკვირეულ ანგარიშს.“.
3. მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საბაჟო სამართალდარღვევის ყველა საქმე შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიერ აღირიცხება „საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეების აღრიცხვის ჟურნალში“ (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი) №5 დანართით განსაზღვრული ფორმის შესაბამისად.“.
4. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საბაჟო სამართალდარღვევათა საქმეებისა და მათზე მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და რეგისტრაციის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/რეგიონალური ცენტ-რების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსებს, ხოლო აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე, შენახვასა და მასში შეტანილი მონაცემების უტყუარობაზე – შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) დებულებით ან საბაჟოს ორგანოების უფროსების ინდივიდუალური ადმინის-ტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს.“.
5. 21-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღრიცხვის ჟურნალები დამტკიცებული ფორმის (დანართი №5) შესაბამისად იხსნება ყოველი კალენდა-რული წლის დასაწყისში, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის/რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) მიხედვით.“.
6. 21-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. კალენდარული წლის ბოლოს აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევის ყველა ოქმის, საბაჟო შემოწმების აქტისა და საბაჟო შე-ტყობინების რეგისტრაციის შემდეგ შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს რეგისტრირებული საქმეების საერთო რაოდენობის შესახებ.“.
7. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. აღრიცხვის ჟურნალში საბაჟო სამართალდარღვევების საქმეთა რეგისტრაციას და მონაცემების შეტანას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის პასუხისმგებელი მუშაკი, რომელსაც უშუალოდ აქვს დაკისრებული აღრიცხვის ჟურნალში ჩანაწერების წარმოება.“.
8. 22-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი მისი შემდგენელი პირის მიერ მარეგისტრირებელ სტრუქტურულ ერთეულს უნდა წარედგინოს ოქმის შედგენის დღიდან არა უგვიანეს 48 საათისა. შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ერთეულების თანამდე-ბობის პირთა მიერ შედგენილი ოქმები და გამოცემული საბაჟო შეტყობინებები ექვემდებარება ჟურნალში აუცილებელ რეგისტრაციას სამი დღის ვადაში.
5. შემოსავლების სამსახურის/რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ადმინისტრაციული შენობის ადგილსამყოფელი ადმინისტრაციული პუნქტის ფარგლებს გარეთ მდებარე სტრუქტურული ერთეულების საჯარო მოხელეების მიერ შედგენილი ოქმების ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოწოდების შეუძლებლობისას, გამონაკლის შემთხვევაში, საქმეეების რეგისტრაცია დასაშვებია ფაქსით, ტელეფონით ან სხვა საშუალებებით მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ასეთ შემ-თხვევაში აღრიცხვის ჟურნალში ივსება, სულ ცოტა, პირველი – მე-4, მე-7, მე-8, მე-9, მე-11 გრაფები. მონაცემები სხვა გრაფებში შეიტანება საქმის წარმოე-ბისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ.“.
9. 22-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქმის სარეგისტრაციო ნომერი შედგება ერთმანეთისაგან დეფისებით გამოყოფილი სამი მაჩვენებლისაგან, რომელთაგან:
ა) პირველი აღნიშნავს იმ რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) ან მისი სტრუქტურული ერთეულის კოდს (საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის მიხედვით), სადაც დარეგისტრირდა ოქმი, ხოლო შემოსავლების სამსახურის შეთხვევაში – „შს“;
ბ) მეორე – რიგით ნომერს, აღრიცხვის ჟურნალის მიხედვით;
გ) მესამე – მიმდინარე კალენდარულ წელს.“.
10. 24-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“3. აუცილებელ შემთხვევაში, საბაჟო ორგანოს შესაბამისი სამსახური უფლებამოსილია დამოუკიდებლად აწარმოოს საბაჟო სამართალდარღვევის საქმე, აგრეთვე გამოითხოვოს ის შემოსავლების სამსახურიდან/რეგიონალური ცენტრიდან (საგადასახადო ინსპექციიდან) და დამოუკიდებლად აწარმოოს იგი.“.
მუხლი 2.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური