,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.765
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №71
2009 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებით (სსმ III, 04.11.08 წ., №159, მუხლი 1595) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-10 მუხლის მე-10 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. 47-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
3. 48-ე მუხლის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ი) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში სტაჟირების ორგანიზება და წარმართვა, პრაქტიკის პროცესების წარმართვა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში;“.
4. 48-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ჟ-უ“ ქვეპუნქტები:
,,ჟ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის განხორციელება და ამ პროცესში შეხვედრების, ინტერვიუების/გასაუბრებების ორგანიზება და შედეგების შეფასება;
რ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეებისათვის ტრენინგის საჭიროებათა ანალიზის საფუძველზე, აუცილებელი ტრენინგების განსაზღვრა;
ს) სამინისტროს ცენტრალური აპარატის და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების საჯარო მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ტრენინგების (გარდა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისათვის ჩასატარებელი ტრენინგებისა), სემინარების, კონფერენციების ორგანიზება, კოორდინაცია, მართვა და შესაბამისი მოწმობების, სერტიფიკატების გაცემა; სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – შემოსავლების სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისათვის კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით ტრენინგების ჩატარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის“ მეშვეობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე;
ტ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში მიმდინარე საერთაშორისო პროექტების/პროგრამების ტრენინგ-კომპონენტების, ტრენინგების სფეროში ტექნიკური დახმარებების, სასწავლო პროექტების კოორდინირება და აღნიშნულის მიზნით ტრენინგების, სემინარების, სამუშაო შეხვედრების, სასწავლო (ტრენინგების) ტურების ორგანიზება, კოორდინაცია და მართვა;
უ) საერთაშორისო და ადგილობრივ საუნივერსიტეტო და აკადემიურ წრეებთან, სხვა სასწავლო დაწესებულებებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება.“.
მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2009.
- როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““?
- „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 09.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.030.22.033.012.765.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 ოქტომბრის №824 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ““, №71, 09.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.765 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82204/