„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.033.012.766
საქართველოს ფინანსთა
მინისტრის ბრძანება №72
2009 წლის 9 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებაში ცვლილებების და დამატების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1.
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 10 ოქტომბრის №1131 ბრძანებით (სსმ III, 16.10.07 წ., №144, მუხლი 1602) დამტკიცებულ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟიორის განათლება უნდა შეესაბამებოდეს იმ დაწესებულების საჯარო მოსამსახურისათვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, სადაც მას სურს სტაჟირების გავლა.“.
2. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5.
კანდიდატების განცხადებები დაწესებულებაში სტაჟირების გავლის შესახებ სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს (შემდგომში – დეპარტამენტი) წარედგინება ყოველდღე 10 სთ-დან 18 სთ-მდე (გარდა დასვენებისა და საქართველოს შრომის კოდექსით გათვალისწინებული უქმე დღეებისა).“.
3. მე-6 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის მსურველმა დეპარტამენტს უნდა წარუდგინოს შემდეგი საბუთები:
ა) სტაჟიორის ანკეტა-რეზიუმე №1 დანართის შესაბამისად;
ბ) დიპლომის ასლი;
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
დ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ;
ე) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
ვ) ორი ფოტოსურათი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ანკეტა-რეზიუმეში კანდიდატმა უნდა მიუთითოს დაწესებულების ის სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, სადაც მას სურვილი აქვს გაიაროს სტაჟირება. ამასთან, კანდიდატს უფლება აქვს მიუთითოს დაწესებულების ერთზე მეტი სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, თუ მისი განათლება აკმაყოფილებს ამ წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს. ამასთან, კანდიდატმა ანკეტარეზიუმეში უნდა მიუთითოს პრიორიტეტული სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული.“.
4. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7.
1. სტაჟირებაზე პირის მიღება ხდება ტესტირების ან/და გასაუბრების წესით.
2. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით ტესტირებას ატარებს დეპარტამენტი ან სამინისტროს მიერ შერჩეული ორგანიზაცია, ხოლო გასაუბრებას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ სამინისტროს ცენტრალური აპარატის ან/და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მოსამსახურეთაგან სპეციალურად ამ მიზნით შექმნილი კომისია (შემდგომში – კომისია).
3. ტესტირებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებიც დეპარტამენტს წარუდგენენ ამ წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ საბუთებს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ ამ წესის მე-4 მუხლით და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.
4. ტესტირება ტარდება ზოგად უნარ-ჩვევებში. გასაუბრებაზე დაიშვებიან ის კანდიდატები, რომლებიც ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში დააგროვებენ დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით განსაზღვრულ გამსვლელ ქულას.“.
5. მე-8 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. იმ შემთხვევაში, როდესაც ტესტირებას ატარებს დეპარტამენტი, ტესტირების ჩატარების წესი განისაზღვრება ამ მუხლის შესაბამისად.
2. ტესტი შეიცავს დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ოდენობის საკითხებს. ტესტის პასუხიდან სწორია მხოლოდ ერთი. ტესტის ყოველ საკითხზე სწორი პასუხი ფასდება 1 (ერთი) ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 (ნული) ქულით.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. კანდიდატი, რომელიც სწორად უპასუხებს ტესტების საერთო რაოდენობის დადგენილ ზღვარს, უფლებამოსილია გაიაროს გასაუბრება.
5. ტესტური გამოცდის ჩასაბარებლად კანდიდატს ეძლევა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული დრო. დროის გადაცილების შემდეგ გადაცემული ნამუშევარი არ გასწორდება და კანდიდატს დაეწერება შეფასება 0 (ნული).“;
გ) მე-9–მე-11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. ტესტურ გამოცდაზე გამოცხადებული კანდიდატებისათვის საგამოცდო ტესტების დარიგების შემდეგ დეპარტამენტის წარმომადგენელი ითვლის დარჩენილი ტესტების რაოდენობას, ადგენს აქტს და ლუქავს ტესტებს სპეციალურ ყუთში.
10. საგამოცდო ტესტის კითხვებზე პასუხის გაცემამდე დეპარტამენტის წარმომადგენელი ვალდებულია ინსტრუქტაჟი ჩაუტაროს გამოსაცდელებს, აუხსნას მათ ტესტების ამოხსნის მეთოდიკა, პასუხების ფურცლის შევსების წესი და სხვა საკითხები, რომლებიც აუცილებელია გამოცდის ჩატარებისათვის.
11. დეპარტამენტის ნებართვის გარეშე (ნებართვა გაიცემა, თუ ტესტების შევსებისთვის აუცილებელია რაიმე ლიტერატურის გამოყენება) ტესტურ გამოცდაზე აკრძალულია ნორმატიული აქტების, კანონთა კომენტარების, სახელმძღვანელოების ან სხვა ანალოგიური მასალის შეტანა, ხოლო მობილური ტელეფონის, კალკულატორის, აუდიო ან სხვა ტექნიკური საშუალებების შეტანა დაუშვებელია.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ტესტური გამოცდის პასუხები მოწმდება დეპარტამენტის მიერ შერჩეული უფლებამოსილი პირების მიერ კომპიუტერის ან/და საამისოდ გამიზნული სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით.“.
6. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9.
1. კანდიდატი, რომელიც ვერ გაივლის ტესტირებას ან/და გასაუბრებას, ერთი წლის განმავლობაში მეორედ ტესტირებაზე ან გასაუბრებაზე არ დაიშვება.
2. დეპარტამენტში იქმნება მონაცემთა ბაზა, რომელშიც ხდება ტესტირებაში ან/და გასაუბრებაში წარმატებული კანდიდატების აღრიცხვა.
3. იმ კანდიდატთან დაკავშირებით, რომელიც ზოგადი უნარ-ჩვევების ტესტში დააგროვებს გამსვლელ ქულას ან წარმატებით გაივლის გასაუბრებას (თუ სტაჟიორად მიღება ხდება ტესტირებისა და გასაუბრების წესით – ტესტირებაში დააგროვებს გამსვლელ ქულას და წარმატებით გაივლის გასაუბრებას), დაწესებულების ხელმძღვანელი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს მისი სტაჟიორად დანიშვნის შესახებ. სტაჟიორად დანიშნული პირი ვალდებულია დანიშვნისთანავე გაეცნოს და ხელ-მოწერით დაადასტუროს ხელწერილი იმ საიდუმლო ინფორმაციის დაცვის ვალდებულების შესახებ, რაც მისთვის ცნობილი გახდა სტაჟირების პროცესში.
4. სტაჟიორი გაივლის სავალდებულო თეორიულ სწავლებას სამინისტროში ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობაში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში“ (შემდგომში – აკადემია) აკადემიასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებული, შესასრულებელი ფუნქცია-მოვალეობების სპეციფიკის შესაბამისი სასწავლო პროგრამით. აკადემიასთან ხელშეკრულების გაფორმების შეუძლებლობის შემთხვევაში, სტაჟიორი სავალდებულო თეორიულ სწავლებას გაივლის სამინისტროს მიერ შერჩეულ სხვა ორგანიზაციაში (შემდგომში – ორგანიზაცია) ამ ორგანიზაციასთან დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე.
5. სავალდებულო თეორიული სწავლების დასრულების შემდეგ სტაჟიორს უტარდება ტესტირება სასწავლო პროგრამის თემატიკის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი სავალდებულო თეორიულ სწავლებას გადის სამინისტროში, ტესტირების გამსვლელ ქულას ადგენს დეპარტამენტი დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ხოლო თუ სტაჟიორი სავალდებულო თეორიულ სწავლებას გადის აკადემიაში (ორგანიზაციაში), ტესტირების გამსვლელ ქულას ადგენს აკადემია (ორგანიზაცია) სამინისტროსთან შეთანხმებით. ის სტაჟიორები, რომლებიც წარმატებით გაივლიან ტესტირებას აკადემიაში (ორგანიზაციაში), მიიღებენ აკადემიის (ორგანიზაციის) სერტიფიკატს. სტაჟიორებს, რომლებიც ვერ გაივლიან ტესტირებას, დაწესებულების ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეუწყდებათ სტაჟირება.
6. ის სტაჟიორები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სავალდებულო თეორიულ სწავლებას, გაივლიან პრაქტიკულ სწავლებას შესაბამის დაწესებულებაში.
7. პრაქტიკული სწავლების პროცესში სტაჟიორს ხელმძღვანელს განუსაზღვრავს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის უფროსი.“.
7. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.
8. მე-11 მუხლის:
ა) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორი დეპარტამენტს წარმოუდგენს რეფერატს დაწესებუ-ლების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში, სტაჟიორს ეძლევა დანართ №2-ში მოცემული ფორმის სტაჟირების სერტიფიკატი (მოწმობა) და დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/სტრუქტურულ ერთეულში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია დანიშნოს იგი ვაკანტურ თანამდებობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
9. მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟიორს უფლება აქვს:
ა) დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება ოფიციალური დოკუმენტების გაცნობის კანონმდებლობით დადგენილ წესებს, ისარგებლოს სამინისტროს ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით;
ბ) ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებსა და შეხვედრებში;
გ) გაეცნოს დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება.
2. სტაჟიორი ხელმძღვანელის მითითებით ასრულებს კონკრეტულ დავალებებს, რომელიც შედის დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფის/სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციაში.“.
10. მე-13 მუხლის:
ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს სამინისტროს, დაწესებულების (სტრუქტურული ქვედანაყოფების) დებულებით;“;
ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება ხელმძღვანელის მიერ.“.
11. მე-16 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) სავალდებულო თეორიული სწავლების დროს არასაპატიო მიზეზით 6 აკადემიური საათის გაცდენა, თეორიული სწავლების კურსიდან გარიცხვა ან საბოლოო უარყოფითი შეფასების მიღება;
ბ) პრაქტიკული სწავლების პროცესში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაწესებულების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში/სტრუქტურულ ერთეულში გამოუცხადებლობა;“;
ბ) პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების ხელმძღვანელი სტაჟირების ხელმძღვანელის ან დეპარტამენტის უფროსის დასაბუთებული მოთხოვნის ან/და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობის საფუძველზე.“.
12. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:
„დ) სამხედრო სარეზერვო სამსახურში გაწვევა.“.
13. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18.
იმ შემთხვევაში, თუ სტაჟიორი დადგენილი წესით დაინიშნა დაწესებულებაში თანამდებობაზე, მას სტაჟირება ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი სერტიფიკატი.
მუხლი 19.
სტაჟირებას ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტი.“.
14. VII თავი ამოღებულ იქნეს.
15. დანართი №1-ის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული, რომელშიც თქვენ გსურთ გაიაროთ სტაჟირება:
12.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატი
საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
მინისტრის აპარატი
საბიუჯეტო დეპარტამენტი
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტი
ფინანსური პოლიტიკის დეპარტამენტი
ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი
საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი
დავების განხილვის სამსახური.
12.2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
სამსახურის უფროსის აპარატი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
იურიდიული დეპარტამენტი
მომსახურების დეპარტამენტი
მეთოდოლოგიის დეპარტამენტი
საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი
სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერტიზის დეპარტამენტი
ინფორმაციის დამუშავების და ანალიზის დეპარტამენტი.
12.3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის:
ტერიტორიული ორგანოები
დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო
გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო
იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო;
საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო
ადმინისტრაცია
საინფორმაციო–ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/საგადასახადო შემოწმებების სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))
საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება
საბაჟო გამშვები პუნქტი
საბაჟო საგუშაგო.
საგამოძიებო დეპარტამენტი
ადმინისტრაცია
განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო
თბილისის მთავარი სამმართველო
ქვემო ქართლის სამმართველო
კახეთის სამმართველო
მცხეთა-მთიანეთის სამმართველო
შიდა ქართლის სამმართველო
სამცხე-ჯავახეთის სამმართველო
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო
აჭარის სამმართველო.
აუდიტის დეპარტამენტი
ადმინისტრაცია
გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო
საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო
კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო.
12.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების დეპარტამენტი
აღრიცხვა-ანგარიშგების დეპარტამენტი
საოპერაციო დეპარტამენტი
საანგარიშსწორებო დეპარტამენტი
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
რისკების მართვისა და საერთაშორისო ფინანსური ბაზრების მონიტორინგის დეპარტამენტი
სახელმწიფო ვალის მართვის დეპარტამენტი.
12.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია
შემოწმებისა და ფინანსური მონიტორინგის სამმართველო
რისკების შესწავლისა და შიდა აუდიტის სამმართველო
სპეციალურ დავალებათა შესწავლის სამმართველო
საქმისწარმოებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო.“.
16. დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირების გავლის დამადასტურებელი
ს ე რ ტ ი ფ ი კ ა ტ ი
№ ______
ეს სერტიფიკატი ეძლევა _________________________________________
(სახელი, გვარი)
მასზედ, რომ მან 200 წლის „ “ ________ დან 200 წლის „ “ _______მდე
წარმატებით გაიარა სტაჟირების სრული კურსი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
_______________________________________________________________________________
(დაწესებულების სტრუქტურული ქვედანაყოფი/სტრუქტურული ერთეული)
უფლებამოსილი თანამდებობის პირის ხელმოწერა ___________________________ “
17. დანართი №3 ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი