,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.034.012.777
საქართველოს შინაგან საქმეთა
მინისტრის ბრძანება №182
2009 წლის 13 თებერვალი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის, 47-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება–საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 23 იანვრის №80 ბრძანების (სსმ III, 23.01.2009წ., №9, მუხ. 82) პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1 და დანართი №4 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2009 წლის 9 თებერვლიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
დანართი №1
სასაზღვრო პოლიციის ცენტრალური აპარატი
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე – დეპარტამენტის დირექტორი | 2680 |
| სამმართველოს უფროსი | 2040 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსი – გამომძიებელი
| 1570 |
| სამსახურის უფროსის მოადგილე, სამსახურის უფროსის მოადგილე – გამომძიებელი, განყოფილების უფროსი
| 1160 |
| განყოფილების უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორ-გამომძიებელი | 1080 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი | 900 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, გამომძიებელი, ინსპექტორ-გამომძიებელი | 830 |
| უმცროსი ინსპექტორი, სპეციალისტი | 710 |
დანართი №4
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრი ს დაცვის დეპარტამენტის რეგიონალური ქვედანაყოფები
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 1350 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე, | 1175 |
| განყოფილების უფროსი, განყოფილების უფროსი – გამომძიებელი, სექტორის უფროსი | 1070 |
| სექტორის უფროსის მოადგილე, ქვეგანყოფილების უფროსი, ქვეგანყოფილების უფროსი – გამომძიებელი | 795 |
| უფროსი ინსპექტორი, მთავარი სპეციალისტი, ოცეულის მეთაური, უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი | 745 |
| ინსპექტორი, წამყვანი სპეციალისტი, ოცეულის მეთაურის მოადგილე, ინსპექტორ-გამომძიებელი | 710 |
| სპეციალისტი, უმცროსი ინსპექტორი | 675 |