,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-31
სარეგისტრაციო კოდი
340.010.000.22.032.012.781
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 18, 17/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.012.781

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-31

2009 წლის 11 თებერვალი

ქ. თბილისი

,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის   12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებით (სსმ III, 21.07.2006, №96, მუხ. 1284) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობები

დეპარტამენტის ფუნქციები და მოვალეობებია:

ა) მემცენარეობის, მეცხოველეობის, მეთევზეობის, აგროქიმიისა და მექანიზაციის სფეროების ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა;

ბ) სოფლის მეურნეობისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის, ფერმერთა და აგრომეწარმეთა საკონსულტაციო მომსახურების სისტემის განვითარების ხელშეწყობა;

გ) სოფლის მეურნეობის ტექნიკური გადაიარაღების, მანქანათა გამოყენების ოპტიმალური ფორმების შემუშავება;

დ) აგროქიმიკატების ეფექტური და უსაფრთხო მოხმარების მეთოდიკისა და რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ე) დადგენილ ვადაში მოქალაქეთა განცხადებების განხილვა და სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მიერ კანონპროექტების ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივი აქტების, ინსტრუქციების, ბრძანებების, რეკომენდაციების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს უფლებამოსილებას განკუთვნილ საკითხთა განხილვაში მონაწილეობის მიღება;

თ) კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება.“;

ბ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ა.დ“ქვეპუნქტი;

გ) ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი.

2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბ. კვეზერელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 11.02.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 11.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №2-31. სარეგისტრაციო კოდი — 340.010.000.22.032.012.781.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 11.02.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის 2006 წლის 12 ივლისის №2-121 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №2-31, 11.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 340.010.000.22.032.012.781 (კონსოლიდირებული რედაქცია 11.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82282/