„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 16.02.2009
ძალის დაკარგვა 26.10.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №85
სარეგისტრაციო კოდი 430.210.000.22.022.012.787
გამოქვეყნების წყარო სსმ, 17, 16/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoDocumentMap, li.MsoDocumentMap, div.MsoDocumentMap {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';}
p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';}
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpFirst, li.MsoListParagraphCxSpFirst, div.MsoListParagraphCxSpFirst {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpMiddle, li.MsoListParagraphCxSpMiddle, div.MsoListParagraphCxSpMiddle {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.MsoListParagraphCxSpLast, li.MsoListParagraphCxSpLast, div.MsoListParagraphCxSpLast {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','sans-serif';}
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family-f:'Arial','sans-serif';}
span.DocumentMapChar { font-family-f:'Tahoma','sans-serif';}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; text-autospace:ideograph-numeric ideograph-other; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
ბრძანება №85
2009 წლის 16 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„
საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონ
ის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და „
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „
მ“ და „
ნ“ ქვეპუნქტების, 41 მუხლის მე-12 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გვარამია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
დეპარტამენტი არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფი და თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით, სამინისტროს დებულებით, წინამდებარე დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი II
დეპარტამენტის ფუნქციები
მუხლი 5🔗
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშავების კოორდინაცია;
ბ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავების კოორდინაცია და სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) სამინისტროს საშტატო ნუსხის შედგენაში მონაწილეობა;
დ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ წინადადებებისა და ბრძანებების პროექტების მომზადება;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა და წარმოება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზის შექმნა, მისი სრულყოფა და სისტემატიზაცია;
ვ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვის ორგანიზება, აგრეთვე სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიული მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული წინადადებების შემუშავება და ორგანიზაციული საკითხების უზრუნველყოფა;
თ) საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების მომზადება;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციების განხილვა;
კ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრება;
ლ) სამინისტროში ოფიციალურად შესული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია, სისტემატიზაცია და მისი ოპერატიული მიწოდება სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის;
მ) სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის, კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი;
ნ) საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა;
ო) საქმეთა შენახვის და ჩამოწერის ორგანიზება, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე კონტროლის განხორციელება;
პ) სამინისტროს მისაღების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვის გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობა;
რ) დოკუმენტების მიმოქცევის თანამედროვე ელექტრონული სისტემის დანერგვა;
ს) კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი III
დეპარტამენტის სტრუქტურა
მუხლი 6🔗
დეპარტამენტში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:
ა) საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) საქმისწარმოების სამმართველო.
მუხლი 7🔗
1. საკადრო უზრუნველყოფის სამმართველო:
ა) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის საქმიანობის ინსტრუქციების შემუშავებას;
ბ) მონაწილეობას იღებს სამინისტროს საშტატო ნუსხის შედგენაში;
გ) კოორდინაციას უწევს სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო აღწერილობის შემუშავებას და წარმოადგენს რეკომენდაციებსა და წინადადებებს სამინისტროს სისტემის საკადრო რესურსების მართვის მიზნით;
დ) ამზადებს ბრძანების პროექტებს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად დანიშვნის, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის, წახალისების, გათავისუფლების, შვებულების, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე სამინისტროში სტაჟიორად აყვანის შესახებ;
ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ადგენს და აწარმოებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პირად საქმეებს და ქმნის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა შესახებ მონაცემთა ბაზას;
ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით კონკურსისა და ატესტაციის გამართვას, აგრეთვე უზრუნველყოფს სტაჟირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე წინადადებების წარმოდგენას;
ზ) შეიმუშავებს წინადადებებს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებასთან დაკავშირებით და უზრუნველყოფს მომზადებისა და გადამზადების ორგანიზაციულ საკითხებს;
თ) ამზადებს და რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების ხელმძღვანელების სამინისტროში კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციისათვის წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ი) დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოთა, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა კორესპონდენციებს.
2. საქმისწარმოების სამმართველო:
ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს საქმისწარმოების ერთიანი წესების დამკვიდრებას;
ბ) რეგისტრაციაში ატარებს სამინისტროში ოფიციალურად შემოსულ და გასულ კორესპონდენციას, უზრუნველყოფს მის სისტემატიზაციას და სამინისტროს ხელმძღვანელობისა და შემსრულებლებისათვის ოპერატიულად მიწოდებას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს სამინისტროს კორესპონდენციის, მათ შორის კონტროლზე აყვანილ დავალებათა დადგენილ ვადებში შესრულებას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას და უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასა და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვას;
ე) ორგანიზებას უწევს საქმეთა შენახვასა და ჩამოწერას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს კონტროლს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ არქივისათვის გადასაცემი წარმოებადასრულებული საქმეების სათანადოდ გაფორმების სისწორესა და მათი არქივისათვის გადაცემაზე;
ვ) უზრუნველყოფს სამინისტროს მისაღების ფუნქციონირებას;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს საქმიანობაში თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას და ამ გზით სამინისტროს გამართული ფუნქციონირების ხელშეწყობას;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს უწყობს დოკუმენტების მიმოქცევის თანამედროვე ელექტრონული სისტემის დანერგვას.
თავი IV
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოხელეები
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 9🔗
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დეპარტამენტის მოხელეებს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) დეპარტამენტის მოხელეთა კომპეტენციის შესაბამისად, განსახილველად ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას და ახორციელებს მათი შესრულების მონიტორინგს;
დ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ თავიანთი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას;
ე) კურატორ მინისტრის მოადგილესთან შეთანხმებით მინისტრს წარუდგენს კანდიდატურებს დეპარტამენტის ვაკანტურ თანამდებობებზე დასანიშნად;
ვ) ხელს აწერს და ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის სტრუქტურისა და საშტატო განრიგის ოპტიმიზაციის მიზნით;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით წარუდგენს წინადადებებს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
კ) აკონტროლებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას;
ლ) პერიოდულად მოითხოვს და ისმენს დეპარტამენტის მოსამსახურეთა ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შუამდგომლობს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე;
ნ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის წინაშე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ო) ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
მუხლი 10🔗
1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ დოკუმენტაციას;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;
ე) აკონტროლებს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსის დავალებების შესრულებას;
ვ) ასრულებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
მუხლი 11🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) სამინისტროს მთავარი სპეციალისტები;
ბ) სამინისტროს უფროსი სპეციალისტები;
გ) სამინისტროს სპეციალისტები.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო განრიგით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.