⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.01.2012)
გაუქმებულია:

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.02.2009
ძალაში შესვლა 01.03.2009
ძალის დაკარგვა 27.01.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.012.802
გამოქვეყნების წყარო სსმ, 19, 19/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,534 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.02.2009 მიღება
01.03.2009 ძალაში შესვლა
27.01.2012 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar {mso-style-name:" Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar0, li.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar0, div.CarCharCarCharCarCharCarCharCarCharCarChar0 {mso-style-name:"Car Char Car Char Car Char Car Char Car Char Car Char"; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:8.0pt; margin-left:0in; line-height:12.0pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.19.012.012.802 საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის ბრძანება №1 2009 წლის 17 თებერვალი ქ. თბილისი „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ“ დებულება (დანართი №1); ბ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციის (გარიგების) ანგარიშგების ფორმა (დანართი №2); გ) საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა (დანართი №3). 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოში რეგისტრაციიდან ათი დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურს „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმა“ (დანართი №3). 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის აღრიცხვის ფორმის“ წარდგენიდან ორი თვის ვადაში უზრუნველყოს კლიენტებისა და სხვა შესაბამისი პირების საიდენტიფიკაციო მონაცემებისა და მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ მონაცემთა ელექტრონული ბაზისა და საეჭვო და დანაწევრების მიზნით განხორციელებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენისთვის შესაბამისი პროგრამული სისტემის დანერგვა და ამოქმედება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 მარტიდან. მ. როინიშვილი დანართი №1 დებულება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავებისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის გადაცემის წესის შესახებ     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ რეგისტრირებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით, ფინანსური მონიტორინგის განხორციელების პრინციპებსა და წესებს, კერძოდ, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების იდენტიფიკაციის, სათანადო ინფორმაციის მიღების, სისტემატიზაციის, დამუშავების, შენახვისა და საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურისთვის (შემდგომში – სამსახური) გადაცემის პირობებსა და წესებს. 2. დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, მათ წარმომადგენლებზე, წარმომადგენლობებსა და ფილიალებზე, აგრეთვე უწყებებზე, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებზე.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულების მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობები: ა) უკანონო შემოსავალი – პირის საკუთრებაში ან მფლობელობაში არსებული უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება; ბ) უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია – უკანონო შემოსავლისთვის კანონიერი სახის მიცემა (შეძენა, გამოყენება, გადაცემა ან სხვა მოქმედება), აგრეთვე მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა ან შენიღბვა ანდა ასეთი ქმედების ჩადენის მცდელობა; გ) ქონება – საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ქონება; დ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი – საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი (გარდა კომერციული ბანკისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა), რომელიც სხვადასხვა სისტემის მეშვეობით, ახორციელებს ფულადი გზავნილებით მომსახურებას; ე) საეჭვო გარიგება – გარიგება (ოპერაცია) (მიუხედავად მისი თანხის ოდენობისა და ოპერაციის სახეობისა), რომელზედაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ იგი დაიდო ან შესრულდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ან ტერორიზმის დაფინანსების მიზნით (ეჭვს იწვევს გარიგების მონაწილე პირი ან გარიგების თანხის წარმოშობა, ან არსებობს სხვა საფუძველი, რომლის გამოც იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს საეჭვოდ), ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტთა ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან, ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისათვის, ტერორისტული აქტისათვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ, ან რომ მისი მონაწილე რომელიმე პირის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ან საცხოვრებელი ადგილი არის არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ზონაში, ან რომ მისი თანხის გადარიცხვა ხდება ასეთ ზონაში ან ასეთი ზონიდან; ვ) მონიტორინგი – ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირების იდენტიფიკაცია, მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებების (ოპერაციების) შესახებ, აგრეთვე გარიგებების (ოპერაციების) მონაწილე პირების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, დამუშავება და სამსახურისთვის წარდგენა ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებითა და ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე მიღებული სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით; ზ) პირი – როგორც რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი ფიზიკური პირი; თ) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური პირი, რომელიც მიმართავს ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული მომსახურებისთვის; ი) პირის იდენტიფიკაცია – პირის შესახებ ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იძლევა პირის მოკვლევისა და მისი სხვა პირებისგან გამორჩევის საშუალებას; კ) არაკოოპერირებადი (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონა – სამსახურის წარდგინებით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი. აღნიშნული ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი არაკოოპერირებად (არამოთანამშრომლე) ან საყურადღებო ზონად მიიჩნევა კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით ან თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მითითებულ ზონაში მოქმედებს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმი; ლ) საეჭვო ზონა – ქვეყანა ან ქვეყნის ტერიტორიის ნაწილი, რომელიც მონიტორინგის განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე მიჩნეულია უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის სუსტი მაკონტროლებელი მექანიზმის მქონედ; მ) კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციები – ევროსაბჭო, ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფი (FATF) და სხვა ორგანიზაციები, რომლებიც ასეთად აღიარებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ.     მუხლი 3🔗. მონიტორინგს დაქვემდებარებული გარიგებები 1. ამ დებულების მიზნებისთვის მონიტორინგს ექვემდებარება პირის მიერ ფულადი გზავნილების ქსელის (სისტემის) გამოყენებით შესრულებული ოპერაცია/გარიგება, ანდა ოპერაციის/გარიგების დანაწევრების მიზნით შესრულებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობა, თუ არსებობს ერთ-ერთი ან ორივე შემდეგი პირობა: ა) გარიგების/ოპერაციის ან გარიგებათა/ოპერაციათა ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში; ბ) ეს ოპერაცია/გარიგება საეჭვოა ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლში მითითებული გარიგებების გარდა მონიტორინგს ექვემდებარება ნებისმიერი სახის ოპერაცია/გარიგება მიუხედავად თანხის ოდენობისა, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ოპერაცისთვის/გარიგებისთვის გამოყენებული ფულადი სახსრები, მიუხედავად იმისა კანონიერი თუ უკანონო გზით იქნა იგი მოპოვებული, შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლის მიერ. ტერორისტი და ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სია სამსახურის მიერ ქვეყნდება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 3. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული გარიგებების გარდა, მიუხედავად თანხის ოდენობისა, მონიტორინგს ექვემდებარება საყურადღებო ან საეჭვო ზონაში თანხის გადარიცხვა ან/და საყურადღებო ან საეჭვო ზონიდან თანხის მიღება. 4. მონიტორინგს ექვემდებარება აგრეთვე ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერაციის/გარიგების შესრულების მცდელობა და სხვა ფაქტი (გარემოება), რომელიც სამსახურის წერილობითი მითითების შესაბამისად შეიძლება უკავშირდებოდეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ან ტერორიზმის დაფინანსებას. 5. საეჭვო და დანაწევრებული გარიგებების (ოპერაციების) გამოვლენის მიზნით ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა ვალდებულია შექმნას მონაცემთა ელექტრონული ბაზა (სისტემა).     მუხლი 4🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტების (მათ შორის – ამ დებულების) შესრულებაზე კონტროლის განხორციელების წესი და პირობები განისაზღვრება ზემოაღნიშნული კანონის მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ მიღებული ნორმატიული აქტით. 2. კონტროლის განხორციელების ძირითად მიმართულებებად მიჩნეულია: ა) ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ ოპერაცია/გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია; ბ) იდენტიფიკაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაანალიზება და მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების გამოვლენა; გ) ინფორმაციის დოკუმენტურად დაფიქსირება, სისტემატიზაცია და შენახვა; დ) მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების შესახებ ინფორმაციის სამსახურისთვის წარდგენა ანგარიშგების შესაბამისი ფორმით. 3. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულებასა და ამისათვის სათანადო ზომების მიღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელ პირს (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია – აღნიშნულ ფიზიკურ პირს).     მუხლი 5🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებით ვალდებულია: ა) უზრუნველყოს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ დებულებით და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნებისა და სამსახურის მითითებების შესრულება და შექმნას ამისთვის აუცილებელი პირობები (მათ შორის, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი უნდა აღიჭურვოს შესაბამისი ტექნიკური და პროგრამული საშუალებებით, ინფორმაციისა და დოკუმენტების საიმედოდ შენახვის საშუალებებით და სხვ.); ბ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს მონიტორინგის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თანამშრომელი და დააკისროს მას შესაბამისი ფუნქციების შესრულება (მათ შორის, ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა, სისტემატიზაცია, ანგარიშგების სპეციალური ფორმის შედგენა და სამსახურისთვის წარდგენა) (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება); გ) სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით განსაზღვროს ფულადი გზავნილის განხორციელების ოპერაციის საეჭვოდ და/ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულად მიჩნევისა და სამსახურისთვის ანგარიშგების სპეციალური ფორმის წარდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, აგრეთვე ანგარიშგების ფორმებისა და მონიტორინგის პროცესთან დაკავშირებული სხვა მასალების ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების საკითხები; დ) უზრუნველყოს მონიტორინგის წარმართვა იმდაგვარად, რომ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტებისთვის (მათი წარმომადგენლებისთვის) არ გახდეს ცნობილი, რომ მათი ქმედებები წარმოადგენს მონიტორინგის ობიექტს (საეჭვო ან დანაწევრების მიზნით განხორციელებულ ოპერაციებთან მიმართებაში).     მუხლი 6🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი კლიენტების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მოახდინოს თავისი ძირითადი საქმიანობიდან გამომდინარე მასთან საქმიანი ურთიერთობით დაკავშირებული პირის (მისი წარმომადგენლისა და მარწმუნებლის, აგრეთვე მესამე პირის, თუ გარიგება იდება მესამე პირის სასარგებლოდ) იდენტიფიკაცია, როდესაც: ა) ფულადი გზავნილების ქსელის (სისტემის) გამოყენებით შესრულებული ოპერაციის/გარიგების თანხა აღემატება 1500 ლარს (ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში); ბ) ეს გარიგება არის საეჭვო გარიგება ამ დებულების მე-2 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერაციების შესრულებისას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები ასახოს ფულადი სახსრების გადარიცხვის განკარგულებაში (სწრაფი ფულადი გზავნილების განაცხადის ფორმაში). 3. ადგილობრივი და საერთაშორისო ფულადი გზავნილების შესრულებისას სავალდებულოა ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის შესახებ შემდეგი ინფორმაციის ასახვა: ა) დასახელება; ბ) ანგარიშის ნომერი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან პირის უნიკალური კოდი; გ) მისამართი (მისამართი შეიძლება შეიცვალოს პირადი ნომრით პირადობის მოწმობის/პასპორტის მიხედვით ან დაბადების თარიღითა და ადგილით, გადამხდელის საიდენტიფიკაციო კოდით). 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემები შეყვანილ უნდა იქნეს ფულადი გზავნილების შესაბამისი სისტემის ელექტრონულ საბუთშიც იმდაგვარად, რომ გადარიცხვის/ფულადი გზავნილის შესრულების შემდგომ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემულ იქნეს თანხის მიმღებ დაწესებულებამდე. 5. თუ ტექნიკურად შეუძლებელია ფულადი გზავნილების სისტემაში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული საიდენტიფიკაციო მონაცემების ელექტრონული სახით სრულად ასახვა, ფულადი გზავნილების განმახოციელებელი პირი ვალდებულია, თანხის მიმღები დაწესებულების მიერ მისი დამატებითი საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას, მიაწოდოს მას აღნიშნული ინფორმაცია. 6. დასაშვებია ადგილობრივი გადარიცხვების შესრულებისას მხოლოდ ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაციის ასახვა. ამ შემთხვევაში გადამხდელი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია თანხის მიმღები დაწესებულების მიერ გადამხდელის სრული საიდენტიფიკაციო მონაცემების მოთხოვნისას (ან კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში), მიაწოდოს აღნიშნული ინფორმაცია სამი სამუშაო დღის განმავლობაში. 7. ოპერაციის/გარიგების საეჭვოობის შესახებ ვარაუდის არსებობისა და ოპერაციის თანხის ოდენობის მიუხედავად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ახორციელებს კლიენტის მომსახურებას, გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტში მითითებული შემთხვევებისა. 8. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია უარი განაცხადოს კლიენტის მომსახურებაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტის და/ან მისი წარმომადგენლის იდენტიფიკაცია ვერ ხერხდება; ბ) თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის კლიენტი (მისი წარმომადგენელი) შეტანილია ტერორისტ ან ტერორიზმის ხელშემწყობ პირთა სიაში. 9. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული შემთხვევის საეჭვოდ მიჩნევისას და ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს სამსახურს ანგარიშგების შესაბამისი ფორმა შედგენილი ამ ბრძანების დანართ №2-ის მიხედვით და მასთან ერთად მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია (დოკუმენტი). 10. იდენტიფიკაციისთვის საჭირო დოკუმენტებია: ა) თუ ფიზიკური პირი საქართველოს მოქალაქეა – პირადობის მოწმობა ან პასპორტი, ან საქართველოს კანონმდებლობით მათთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს; ბ) თუ ფიზიკური პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა – შესაბამისი ქვეყნის სათანადო ორგანოს მიერ გაცემული პასპორტი ან საქართველოს კანონმდებლობით მასთან გათანაბრებული სხვა ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სათანადო მონაცემებს. 11. იდენტიფიკაციის შედეგად უნდა დადგინდეს შემდეგი მონაცემები: ა) სახელი და გვარი; ბ) მოქალაქეობა; გ) დაბადების თარიღი; დ) საცხოვრებელი ადგილი; ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ნომერი და მოქალაქის პირადი ნომერი პირადობის მოწმობის (პასპორტის) მიხედვით; ვ) თუ ფიზიკური პირი რეგისტრირებულია როგორც ინდივიდუალური მეწარმე – გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი. 12. ფულადი გზავნილის განმახორციელებელმა პირმა უნდა დააფიქსიროს პირის იდენტიფიკაციისათვის წარმოდგენილი დოკუმენტების გამცემი ქვეყანა, ორგანო, გაცემის თარიღი და მოქმედების ვადა. 13. თუ ფულადი გზავნილის განმახორციელებელ პირთან წარმოდგენილი ან არსებული დოკუმენტები (ინფორმაცია) იძლევა საშუალებას უნდა დაფიქსირდეს აგრეთვე კლიენტის საბანკო ანგარიშების რეკვიზიტები.     მუხლი 7🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი ოპერაციის/გარიგების შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვასთან დაკავშირებით 1. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აღრიცხოს ინფორმაცია (დოკუმენტები) ოპერაციის (გარიგების) შესახებ. 2. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა აღრიცხოს შემდეგი ინფორმაცია განხორციელებული ოპერაციის შესახებ: ა) ოპერაციის (გარიგების) შინაარსი; ბ) ოპერაციის განხორციელების (გარიგების დადების) თარიღი და ადგილი, აგრეთვე ოპერაციის (გარიგების) თანხის ოდენობა და ვალუტა, რომელშიც უნდა შესრულდეს ოპერაცია (გარიგება); გ) ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირის საიდენტიფიკაციო ინფორმაცია, რომელსაც შეიცავს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები; დ) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმეტები), რომლის დავალებითაც იდება ან სრულდება ოპერაცია (გარიგება); ე) იმ პირის იდენტიფიკაციისთვის საჭირო ინფორმაცია (დოკუმენტები), რომელიც მესამე პირის დავალებით ასრულებს ოპერაციას (გარიგებას). 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირების კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტები), ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უნდა აღირიცხოს როგორც ელექტრონული, ასევე დოკუმენტური ფორმით.     მუხლი 8🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი ოპერაციის (გარიგების) შესახებ ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვასთან დაკავშირებით 1. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია კლიენტების (მათი წარმომადგენლების) საიდენტიფიკაციო მონაცემები (დოკუმენტების ასლები), ასევე ინფორმაცია (დოკუმენტები) განხორციელებული ფულადი გზავნილის შესახებ შეინახოს შესაბამისი ოპერაციის შესრულების დღიდან არანაკლებ 6 წლის განმავლობაში, თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით ასეთი ინფორმაციის (დოკუმენტების) შენახვისთვის უფრო მეტი ვადა არ არის დაწესებული. ამასთან, ზემოაღნიშნული ვადით შენახვას ექვემდებარება როგორც ელექტრონული საშუალებებით დაფიქსირებული ინფორმაცია (მაგალითად, მონაცემთა ელექტრონული ბაზის სახით), ასევე ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან დოკუმენტების (მათი ასლების) სახით არსებული ინფორმაცია. ასლები უნდა იყოს დამოწმებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). ამ უკანასკნელი მოთხოვნის შესრულების უზრუნველსაყოფად ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელმა სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით უნდა განსაზღვროს თანამშრომელი, რომელსაც მიენიჭება ასლის დამოწმების უფლება. ასლი უნდა იყოს დამოწმებული იმგვარად, რომ ნათლად ჩანდეს, ვის მიერ არის იგი დამოწმებული და დამოწმების თარიღი. 2. აგრეთვე 6 წლის ვადით (თუ შესაბამისი საზედამხედველო ორგანოს მიერ არ არის მოთხოვნა უფრო მეტი ვადით შენახვაზე) შენახვას ექვემდებარება „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და ამ დებულების მე-9 მუხლის შესაბამისად სამსახურისათვის წარდგენილი ანგარიშგების ფორმები (ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით). ამასთან, ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან შენახული ნაბეჭდი ანგარიშგების ფორმები უნდა იყოს დამოწმებული იმ თანამშრომლის ხელმოწერით, რომელსაც ანგარიშგების ფორმების ხელმოწერის უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის გადაწყვეტილებით (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). 3. ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან შენახული ინფორმაცია (დოკუმენტები) სრულად უნდა ასახავდეს შესრულებულ ოპერაციას (გარიგებას) და მის მონაწილე პირებს. გარდა ამისა, იგი უნდა იყოს აღრიცხული, სისტემატიზებული და შენახული იმგვარად, რომ საჭიროების შემთხვევაში (მათ შორის, საზედამხედველო ორგანოებისთვის მათი ოპერატიულად წარდგენის, ასევე სისხლისსამართლებრივი დევნისას მტკიცებულებების სახით გამოყენების აუცილებლობის შემთხვევაში) შესაძლებელი იყოს მისი მოძიება და ამოღება უმოკლეს ვადაში. 4. ფულადი გზავნილების განმახორციელებელმა პირმა უნდა უზრუნველყოს შენახული ინფორმაციისა და დოკუმენტების კონფიდენციალობის დაცვა.     მუხლი 9🔗. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ვალდებულებანი მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ ანგარიშგების ფორმების წარდგენასთან დაკავშირებით 1. „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მიაწოდოს სამსახურს ცნობები ზემოაღნიშნული კანონის მე-5 და ამ დებულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგებათა (ოპერაციების) შესახებ. 2. სამსახურისთვის წარდგენილი ცნობები უნდა იყოს შედგენილი „მონიტორინგს დაქვემდებარებულ გარიგების (ოპერაციის) ანგარიშგების ფორმის“ (შემდგომში – ანგარიშგების ფორმა) სახით (დანართი №2). 3. ანგარიშგების ფორმები უნდა მიეწოდოს (შეივსოს და გაიგზავნოს) სამსახურს როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ფორმით. 4. ანგარიშგების ფორმების მიწოდება (შევსება და გაგზავნა) სამსახურისთვის უნდა განხორციელდეს შემდეგ ვადებში: ა) თუ ოპერაციის (გარიგების) ან ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის თანხა აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან (ან ასეთი გარიგების, ოპერაციათა (გარიგებათა) ერთობლიობის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან) არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა; ბ) თუ ოპერაცია (გარიგება) ან საიდენტიფიკაციო მონაცემები მიჩნეულია საეჭვოდ და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ოპერაცია (გარიგება) წარმოადგენს დანაწევრების მიზნით განხორციელებული ოპერაციების (გარიგებების) ერთობლიობის შემადგენელ ნაწილს – შესაბამისი ეჭვის ან ვარაუდის წარმოშობიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა; გ) თუ გარიგება წარმოადგენს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ გარიგებას (ოპერაციას) – ოპერაციის (გარიგების) შესრულებიდან ან გარიგების დადებიდან – არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა; დ) თუ ოპერაციის (გარიგების) მონაწილე რომელიმე პირი შეტანილია ტერორისტი ან ტერორიზმის ხელშემწყობი პირების სიაში ან/და შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მათთან ან/და მასში მონაწილე ფულადი სახსრები შესაძლებელია დაკავშირებული იყოს ან გამოყენებულ იქნეს ტერორიზმისთვის, ტერორისტული აქტისთვის ან ტერორისტების მიერ ან ტერორიზმის დამფინანსებლების მიერ – შესაბამისი ინფორმაციის მიღების დღესვე. ამასთან, ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ანგარიშგების ფორმასთან ერთად სამსახურს უნდა მიეწოდოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ყველა სათანადო მასალა და დოკუმენტი. 5. თუ ანგარიშგების ფორმის გაგზავნა ობიექტური მიზეზების გამო ვერ ხერხდება ამ მუხლის მე-4 პუნქტში მითითებულ ვადებში, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სამსახურს კომუნიკაციის არსებული საშუალებით (ტელეფონით, ფაქსით, ელექტრონული ფოსტით). ზემოაღნიშნული საშუალებით ინფორმაციის მიწოდების მიუხედავად, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია, ინფორმაციის მიწოდებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გაუგზავნოს სამსახურს სათანადოდ შევსებული ანგარიშგების ფორმა, რომელშიც უნდა აღინიშნოს ინფორმაციის მიწოდების საშუალება, ზუსტი დრო, გამგზავნი და მიმღები პირები, აგრეთვე, ანგარიშგების ფორმის დაგვიანებით წარდგენის მიზეზები. 6. ანგარიშგების ფორმის ნაბეჭდი სახით (აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში, თანდართული მასალების) სამსახურისათვის მიწოდება ხდება სათანადოდ დაბეჭდილი კონვერტით, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელმძღვანელის მიერ უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ან ფოსტის საშუალებით შეკვეთილი საფოსტო გზავნილის სახით. კონვერტზე უნდა აღინიშნოს მისი გამომგზავნი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის დასახელება და მისამართი, ადრესატი – „საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური“, მისი მისამართი – 0105, საქართველო, ქ. თბილისი, გ. ლეონიძის, ქ. №3/5 და გრიფი „კონფიდენციალური“. 7. ანგარიშგების ფორმის ელექტრონული ვერსიის, აგრეთვე, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ სხვა კონფიდენციალური ინფორმაციის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაგზავნა ხდება კოდირებული ფაილის სახით ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: „str@fms.gov.ge“. სამსახურისათვის ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარსადგენი კონფიდენციალური ინფორმაციის კოდირება ხდება სამსახურის მიერ შემუშავებული წესით. 8. ინფორმაცია მონიტორინგს დაქვემდებარებული ოპერაციების (გარიგებების) შესახებ უნდა მიეწოდოს სამსახურს ტელეფონისა და ფაქსის შემდეგ ნომრებზე: ტელეფონი/ფაქსი (+995 32) 31 27 03. 9. გადაწყვეტილებას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურისათვის წარდგენის შესახებ იღებს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ის თანამშრომელი, რომელსაც ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით მინიჭებული აქვს შესაბამისი უფლებამოსილება. ანგარიშგების ფორმების შევსების და ხელმოწერის უფლება აქვს მხოლოდ იმ თანამშრომელს, რომელსაც შესაბამისი უფლებამოსილება მინიჭებული აქვს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის სათანადოდ გაფორმებული გადაწყვეტილებით (თუ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფიზიკური პირია, მას შეუძლია თავად იკისროს ამ ფუნქციის შესრულება). 10. ანგარიშგების ფორმა ივსება ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ეგზავნება სამსახურს, ხოლო მეორე რჩება ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირთან და ექვემდებარება შენახვას ამ დებულების მე-8 მუხლით განსაზღვრული წესითა და ვადით. 11. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია აწარმოოს სამსახურისათვის გაგზავნილი ანგარიშგების ფორმების აღრიცხვა, რაც უნდა ითვალისწინებდეს ანგარიშგების თითოეული ფორმისათვის ინდივიდუალური ნომრის მინიჭებას. ანგარიშგების ფორმების ნუმერაცია უნდა იყოს თანმიმდევრული ყოველი კალენდარული წლის განმავლობაში და უნდა აისახებოდეს სპეციალურ ჟურნალში, რომლის გვერდები უნდა იყოს დანომრილი. ანგარიშგების ფორმის გამომგზავნი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ფორმის შესაბამის გრაფებში მიუთითებს როგორც ფორმის ნომერს, ისე სამსახურის მიერ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისათვის მინიჭებულ ინდივიდუალურ სააღრიცხვო კოდს. 12. ანგარიშგების ფორმა ივსება სრულად. თუ ფორმით გათვალისწინებული რომელიმე მონაცემი ფულადი გზავნილების განმახორციელებელ პირს არ გააჩნია, შესაბამის გრაფაში უნდა ჩაიწეროს: „ინფორმაცია არ გაგვაჩნია“, ხოლო თუ კონკრეტული გარიგების თავისებურებებიდან გამომდინარე, ფორმის რომელიმე გრაფის შევსება არ არის საჭირო, შესაბამისი გრაფა უნდა შეივსოს „——“ სიმბოლოთი. 13. თუ ანგარიშგების ფორმის რომელიმე გრაფაში არ არის საკმარისი ადგილი ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის ხელთ არსებული ინფორმაციის სრულად ჩასაწერად, ფორმას უნდა დაერთოს დამატებითი ფურცელი (ფურცლები), რომელშიც დაწვრილებით აისახება საჭირო ინფორმაცია. თითოეული დამატებითი ფურცლის თავში უნდა მიეთითოს იმ ფორმის და გრაფის ნომრები, რომლის დანართსაც იგი წარმოადგენს. თითოეული დამატებითი ფურცელი უნდა იყოს დამოწმებული ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერით. 14. კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ ორგანიზაციული წარმონაქმნების შესახებ, რომლებიც არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს, ივსება ფორმის ის გრაფები, რომლებიც განკუთვნილია იურიდიული პირებისთვის. 15. ,,უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამსახურს უფლება აქვს მოითხოვოს ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირისგან დამატებითი ინფორმაცია და მის ხელთ არსებული დოკუმენტები (კონფიდენციალურის ჩათვლით) ნებისმიერ გარიგებასთან და მასში მონაწილე პირებთან დაკავშირებით, მათ შორის, იმ ოპერაციების (გარიგებების) თაობაზე, რომელთა შესახებაც ანგარიშგების ფორმა არ იყო წარდგენილი სამსახურში. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია სამსახურს მიაწოდოს მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია (დოკუმენტები), მოთხოვნის მიღებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში. 16. თუ ანგარიშგების ფორმის წარდგენის შემდეგ ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი შეიტყობს შესაბამის ოპერაციასთან ან მის მონაწილე პირებთან დაკავშირებულ რაიმე დამატებით ინფორმაციას, ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს ეს ინფორმაცია სამსახურს. ამასთან, დამატებით ინფორმაციაზე უნდა აღინიშნოს იმ ანგარიშგების ფორმის ნომერი და გაგზავნის თარიღი, რომლის დამატებასაც იგი წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმის სახით. 17. ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირი ვალდებულია მკაცრად დაიცვას ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ოპერაციის (გარიგების) ან მისი მონაწილე პირის საეჭვოდ მიჩნევის და ანგარიშგების ფორმის შევსებისა და სამსახურში წარდგენის შესახებ ინფორმაცია არ შეიძლება ეცნობოს ოპერაციის (გარიგების) მონაწილე პირებს, მათ წარმომადგენლებსა და მარწმუნებლებს, ან ნებისმიერ სხვა პირს.     მუხლი 10🔗. მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა ზედამხედველობას ფულადი გზავნილების განმახორციელებელი პირის მიერ „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით დადგენილი ნორმებისა და მოთხოვნების დაცვაზე ახორციელებს საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო.