საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 23.02.2009
ძალის დაკარგვა 01.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №104
სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.817
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): 1. 2. 3 | საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): 1. 2. 3. |
| საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №- დან №- მდე; | საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №- დან №- მდე; |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt 63.0pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.817
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №104
2009 წლის 23 თებერვალი
ქ. თბილისი
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობანა-გებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს საბაჟო კოდექსის 83-ე მუხლის მე-7 ნაწილისა და „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესი“ თანდართულ დანართებთან ერთად (დანართი: №1, №2, №3, №4, №5).
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კ. ბაინდურაშვილი
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის
წესი
მუხლი 1🔗
1. „საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების), მათი დადებისა და მოხსნის/მოცილების, ნიშანდადებულ შენობა-ნაგებობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან მოპყრობის წესი“ (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს), მათი დადების (გამოყენების) წესსა და შემთხვევებს, მათი მოხსნის/მოცილების, აღრიცხვისა და განადგურების, აგრეთვე ნიშანდადებულ შენობანა-გებობებთან ან/და სატრანსპორტო საშუალებებთან ან/და მათში მოთავსებულ საქონელთან მოპყრობის წესებს.
2. ამ წესით განსაზღვრული ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო კონტროლის ნებისმიერ ეტაპზე, როდესაც არსებობს საქონლის ნიშანდების აუცილებლობა მისი შემდგომი იდენტიფიკაციისათვის ან/და საჭიროა საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 2🔗.
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს საქართველოს საბაჟო კოდექსით განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა ამ მუხლით განსაზღვრული ტერმინებისა:
ა) შენობა-ნაგებობები – საბაჟო საწყობი, დროებითი შენახვის სხვა ადგილი, სათავსი ან/და ნებისმიერი დანიშნულების შენობა-ნაგებობა, სადაც განთავსდება ან განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი;
ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის ტრანსპორტირების საშუალებები – ტრანსპორტირების სისტემა (ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან), გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;
გ) ობიექტები – მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის ტრანსპორტირების საშუალებებში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ;
დ) შენახვის სხვა ადგილები – აღნიშნული ტერმინი გამოიყენება „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით განსაზღვრული მნიშვნელობით;
ე) რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო;
ვ) საბაჟო საგუშაგო (საბაჟო გამშვები პუნქტი) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს – რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფი;
ზ) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანოს – რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 3🔗
1. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) შტამპი, ბეჭედი და ნიშანდების სხვა საშუალებები, რომლებსაც საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადებს საქონელს, სატრანსპორტო საშუალებას ან შენობა-ნაგებობას მათი ხელშეუხებლობის ან საქონლის შემდგომი იდენტიფიკაციის უზრუნველყოფის მიზნით.
2. ასევე, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) – პლომბი, ლუქი, მწებავი ლენტი, ტომრები, შესაფუთი მასალები, ზონარი. აგრეთვე, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ვიდეო და ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა და საქონლის მონიშვნა ციფრული ან მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრების მარკირებით ან აღწერით.
3. საქონლის, სატრანსპორტო საშუალებებისა და შენობა-ნაგებობების სახეობების მიხედვით საბაჟო ორგანოს მიერ გამოსაყენებელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), გამოყენების სპეციფიკიდან გამომდინარე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
ა) უნდა იყოს მყარი და გამძლე დაზიანების მიმართ;
ბ) შესაძლებელი უნდა იყოს მათი დადება მარტივად და სწრაფად;
გ) შესაძლებელი უნდა იყოს მათი შემოწმება და იდენტიფიკაცია;
დ) შეუძლებელი უნდა იყოს მათი მოხსნა ან მოცილება დაზიანების, გატეხვის (თვალნათლივი ნიშნების) გარეშე;
ე) უნდა იყოს ერთჯერადი (გარდა მრავალჯერადი გამოყენების ლუქებისა) და გააჩნდეს უნიკალური ნომერი (მრავალჯერადი გამოყენების ლუქებს შესაძლებელია არ გააჩნდეს უნიკალური ნომერი);
ვ) უნდა იყოს იმგვარად კონსტრუირებული, რომ შეუძლებელი იყოს მათი კოპირება, გაყალბება ან მეორადი გამოყენება, მათზე ქარხნული წესით უნდა იყოს აღნიშნული რეგისტრაციის უნიკალური ნომერი, სერია და ინიციალები: „საქართველოს საბაჟო“, ქართულად და ინგლისურად.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული მოთხოვნები არ ვრცელდება ისეთ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებზე (ნიშნებზე), რომლითაც არ ხდება უშუალოდ საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ნიშანდება.
მუხლი 4🔗
1. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადება (შემდგომში – საბაჟო ნიშანდება) წარმოადგენს საბაჟო პროცედურას, რომლის მიზანია:
ა) საქონლის შემდგომი იდენტიფიკაცია;
ბ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობების ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.
2. საბაჟო ნიშანდება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ.
3. საბაჟო ნიშანდება ამ წესით განსაზღვრულ შემთხვევებში, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ხორციელდება:
ა) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ საქონელზე;
ბ) საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სატრანსპორტო საშუალებებზე;
გ) შენობა-ნაგებობებზე.
4. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობების საბაჟო ნიშანდება ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობის დაწყებისას ან/და საბაჟო პროცედურების განხორციელებისას.
მუხლი 5🔗
საბაჟო ორგანო ახორციელებს საქონლის ნიშანდებას, თუ:
ა) მისი შემდგომი იდენტიფიკაცია აუცილებელია საბაჟო რეჟიმის გამოყენებისას გათვალისწინებული მოთხოვნების შესასრულებლად;
ბ) საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებულია საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;
გ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე შემოსულია საქონელი, რომელზეც საბაჟო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);
დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი საქონელი, რომლის შემოტანაც იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;
ე) საბაჟო ზედამხედველობის დაწყებისას ან/და საბაჟო პროცედურების განხორციელებისას საჭიროა საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველყოფა.
მუხლი 6🔗
1. საბაჟო ნიშანდებას შესაძლებელია დაექვემდებაროს ის შენობა-ნაგებობები, სადაც იმყოფება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება ან/და ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქმიანობა, მათ შორის, საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის ტრანსპორტირების საშუალებები და ობიექტები „საქართველოს საბაჟო საზღვარზე მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო პროცედურების განხორციელების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1756 ბრძანების შესაბამისად.
2. სავალდებულო საბაჟო ნიშანდებას ექვემდებარება სასაზღვრო საბაჟო ორგანოს განთავსების ადგილზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მფლობელობაში არსებული, საბაჟო საწყობებში საქონლის შესანახად განკუთვნილი შენობა-ნაგებობები.
3. საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმში მოქცეული საქონლისათვის განკუთვნილი საბაჟო საწყობების, დროებითი დასაწყობებისა და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენახვის სხვა ადგილების შენობა-ნაგებობები საბაჟო ნიშანდებას შეიძლება დაექვემდებაროს:
ა) საქონლის დათვალიერების და სინჯის ან/და ნიმუშის აღების დროს;
ბ) სამართალდარღვევის საქმისწარმოების უზრუნველყოფის ან/და საბაჟო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელებისას, აგრეთვე საბაჟო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას ჩამორთმეული პირადი ნივთების ან/და საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალებებისა და დოკუმენტების, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების შენობა-ნაგებობაში განთავსების შემთხვევაში;
გ) საქონლის დათვალიერებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების წარმოებისას დათვალიერებული საქონლის დასათვალიერებელი საქონლისაგან განცალკევებულად შენობა-ნაგებობაში შენახვისას;
დ) საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილე პირის შენობა-ნაგებობაში განთავსებული საქონლის მიმართ ამ პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებში ასახული საბაჟო ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელებისას.
მუხლი 7🔗
1. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება (გარდა რკინიგზით გადაადგილებული ტვირთის გადასაზიდად განკუთვნილი უნივერსალური ან სპეციალური ვაგონისა, საჰაერო და საზღვაო სატრანსპორტო საშუალებისა), რომლითაც ხორციელდება საქონლის შემოტანა, ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას სასაზღვრო საბაჟო ორგანოში, ხოლო თუ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული საბაჟო კონტროლი ხორციელდება არასასაზღვრო საბაჟო ორგანოში, საბაჟო ნიშანდება ხორციელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ (შემდგომში – მოწმობა) გამომწერ გამგზავნ საბაჟო ორგანოში.
2. საქართველოს საბაჟო საზღვრის გადამკვეთი სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც ხორციელდება საქონლის გატანა, ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ, მოწმობის გამოწერასთან ერთად.
3. საბაჟო კონტროლის ზონებში, ასევე საბაჟო საწყობებში და საქონლის დროებითი დასაწყობებისათვის განკუთვნილი საქონლის შენახვის სხვა ადგილებში განთავსებული საქონლის გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებები ექვემდებარება ხელახალ საბაჟო ნიშანდებას, თუ სატრანსპორტო საშუალებაზე არსებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) მოცილებულია (დარღვეულია) და არ ხდება საქონლის ჩამოტვირთვა, სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან/და შენობა-ნაგებობაში შესანახად განთავსება.
4. დასაშვებია საბაჟო ნიშანდების გარეშე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მხოლოდ ნაყარი ტვირთების, ჯართის, ცოცხალი ცხოველების, მცენარეების, საქონლის სახით შემოტანილი/გასატანი ავტოტრანსპორტის სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილება, აგრეთვე ისეთი მსხვილგაბარიტიანი ტვირთების გადაადგილება, რომლებიც არ ექვემდებარება დაშლა-დანაწილებას/გადანაწილებას.
5. თუ აღმოჩნდება, რომ სატრანსპორტო საშუალება არ არის ნიშანდებული ან დარღვეულია საბაჟო ნიშანდება ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები განსხვავდება გადამაადგილებელი პირის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში მითითებული რეკვიზიტებისაგან, საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული საქონლის დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება შეუძლებელია, მაშინ სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას და მოწმობით გადაადგილდება უახლოეს ან საბაჟო მოხელის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების ან საქონლის შენახვის სხვა ადგილამდე.
6. თუ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო ნიშანდება შეუძლებელია, ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაში მოთავსებული საქონლის საბაჟო ნიშანდება და საქონელი წარედგინება დანიშნულების საბაჟო ორგანოს.
მუხლი 8🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია აღიაროს უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) რომლებიც ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).
2. უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღიარება ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. იმ შემთხვევაში, როცა საქართველოს საბაჟო ორგანოების მიერ აღიარებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ცვლის საქართველოში დადგენილ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს), მათ შეცვლაზე, მოხსნაზე/მოცილებაზე, განადგურებაზე, დაზიანებაზე ვრცელდება ეს წესი.
4. გამგზავნი საბაჟო ორგანო საქონლის სატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის სატრანსპორტო საშუალებით საზღვაო ნავსადგურიდან 10 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების დამატებით სავალდებულო საბაჟო ნიშანდებას ქვეყნის ტერიტორიაზე გადაადგილებული, საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის მიმართ კონტროლის გაძლიერების მიზნით. იმ შემთხვევაში, როცა სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) უზრუნველყოფს საქონლის ხელშეუხებლობას ან დამატებითი საბაჟო ნიშანდების შედეგად შესაძლებელია არსებითად გაუარესდეს უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) ხარისხი ან მდგომარეობა, დამატებითი ნიშანდება არ ხორციელდება. ასეთ შემთხვევაში მოწმობაში მიეთითება უკვე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რეკვიზიტები ამ წესის შესაბამისად.
5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოყენებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) მოცილებულია ან/და დაზიანებულია ან/და თუ საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარა საბაჟო დათვალიერებას, შესაძლებელია განხორციელდეს დამატებითი ან ხელახალი საბაჟო ნიშანდება.
6. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებებით შემოტანილი საქონლის დაუთვალიერებლობისას დამატებითი საბაჟო ნიშანდება უცხო ქვეყნის საბაჟო ორგანოს ან სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საბაჟო ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების საფუძველზე შევსებული მოწმობის ან „საქონლის დროებითი დასაწყობებისა და საბაჟო საწყობში საქონლის შენახვის საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1759 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ქვეშ დროებითი შენახვის განაცხადში“ (შემდგომში – განაცხადი) ასახული მონაცემების ფაქტობრივ მონაცემებთან შეუსაბამობის აღმოჩენისას.
მუხლი 9🔗
1. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ვალდებულია საბაჟო ნიშანდების შესახებ მონაცემები დააფიქსიროს ელექტრონულად შევსებულ მოწმობაში, ასევე TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR-წიგნაკის საქართველოს ტერიტორიაზე გამოსაყენებელ მოსახევ ფურცელსა და ყუაზე.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გატანის დროს, ასევე ტრანზიტისას საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების სასაზღვრო საბაჟო ორგანოში გამოცხადებისას, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი საქონლის თანმხლებ დოკუმენტებთან ერთად ამოწმებს სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მთლიანობას. თანმხლები დოკუმენტების მიხედვით ახდენს დათვალიერებას, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილების ან/და განადგურების შემთხვევაში ადგენს საბაჟო სამართალდარღვევის ოქმს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ საქონლის დათვალიერების შედეგად, საქონლის დანაკლისი არ გამოვლინდა, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ახდენს ხელახალ საბაჟო ნიშანდებას და აკეთებს აღნიშვნას თავის მიერ დადებული საბაჟო ნიშანდების შესახებ საქონლის თანმხლებ დოკუმენტებში, ასევე TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევაში – TIR-წიგნაკის შესაბამის მოსახევ ფურცელსა და ყუაზე. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაზღვრო საბაჟო ორგანოში შეუძლებელია საქონლის დათვალიერება, საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება საბაჟო ნიშანდებას და მოწმობით გადაადგილდება საბაჟო მოხელის მიერ შერჩეულ საბაჟო დამუშავების ოპერაციის განხორციელების ადგილამდე ან საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების ან საქონლის შენახვის სხვა ადგილამდე, სადაც განხორციელდება საქონლის დათვალიერება.
მუხლი 10🔗
1. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) ისე უნდა იქნეს დადებული, რომ გამოირიცხოს დაუზიანებლად მისი მოხსნა/მოცილება და შეუძლებელი იყოს საქონელთან მისვლა ან კვალის დატოვების გარეშე სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში უკანონო შეღწევა.
2. საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებაზე ან/და შენობა-ნაგებობაზე შესაძლებელია ერთი ან რამოდენიმე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დადება.
მუხლი 11🔗
1. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საბაჟო ორგანოს მიერ ნიშანდებულ საქონელზე ან/და სატრანსპორტო საშუალებებზე ან/და შენობა-ნაგებობაზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-2-მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
2. აკრძალულია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს საბაჟო კოდექსის 233-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ავარიისა და დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოშობილი აუცილებლობისას სატრანსპორტო საშუალებაში ან/და შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის უზრუნველსაყოფად.
3. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის გაშვება ხდება დათვალიერების გარეშე (რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, შესაბამისი დერეფნის მეშვეობით), საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ; საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე – საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ; საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილე პირის მიერ შემოტანილი საქონლის გამარტივებული საბაჟო პროცედურების დამთავრებისას – საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილე პირის მიერ.
4. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის დროებითი დასაწყობების მიზნით საბაჟო ორგანოში წარდგენილია და დადგენილი წესით კონტროლზეა აყვანილი განაცხადი, საქონელსა ან/და სატრანსპორტო საშუალებებზე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ხორციელდება საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ, ხოლო შენახვის სხვა ადგილზე განთავსებული საქონლის შემთხვევაში საქონლის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის მიერ.
5. ამ მუხლის პირველი-მე-4 პუნქტების გათვალისწინებით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება ან/და განადგურება გამოიწვევს საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის შესაბამის პასუხისმგებლობას.
6. საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებით (ნიშნებით) ნიშანდებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ხელშეუხებლობასა და საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე პასუხისმგებელია – საწყობის უფლებამოსილი პირი; სხვა ტერიტორიაზე – საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ან უფლებამოსილი პირი.
7. საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საბაჟო ორგანოს დაზიანებული ან მოცილებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) თაობაზე ან ნიშანდებული საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის გატეხვის კვალის ან სხვა რაიმე დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში.
8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი შეტყობინების მიღების, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის დათვალიერების, ხოლო საჭიროების შემთხვევაში საქონლის შემოწმების შემდეგ (საბაჟო ორგანოს უფლება აქვს, მოითხოვოს დაინტერესებული პირის დასწრება) ვალდებულია განახორციელოს ხელახალი საბაჟო ნიშანდება.
9. ნიშანდებული შენობა-ნაგებობის მფლობელი კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, აგრეთვე, დემონტაჟის განხორციელებამდე წერილობით, წინასწარ ატყობინებს საბაჟო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი ხსნის შენობა-ნაგებობაზე არსებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს), ხოლო სამუშაოების დასრულების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ მასში განთავსდება ან განთავსებულია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი, ახდენს ხელახალ საბაჟო ნიშანდებას.
მუხლი 12🔗
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს) გასცემს რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსების ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) პასუხისმგებელ პირებზე გასავლის ზედდებულით, საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) რაოდენობის, სერიებისა და ნომრების დაფიქსირებით.
2. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) პასუხისმგებელი პირის მიერ მიღებული საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) აღირიცხება ,,საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალში“ (შემდგომში - ჟურნალი) (დანართი №1) და ინახება დაცულ ადგილას.
3. რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) პასუხისმგებელი პირების მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) გაცემა ხდება საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) პასუხისმგებელ პირზე ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფ საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის უფროსზე, რომლებიც საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მიღებაზე პასუხისმგებელნი არიან რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) უფროსების მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
4. საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) პასუხისმგებელი პირი მიღებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს) აღრიცხავს ჟურნალში და საჭირო რაოდენობას გადასცემს ცვლის უფროსებს, ხოლო საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის უფროსი, ასევე, მიღებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს) აღრიცხავს ჟურნალში და პასუხისმგებელია მიღებულ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებზე (ნიშნებზე).
5. საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ცვლის უფროსი ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის უფროსი წარუდგენს რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექციას) მათ მიერ ნიშანდებული, დაზიანებული და გამოუყენებელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად დანართი №2-ის სახით, ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს საანგარიშო თვის დამთავრებიდან მომდევნო თვის 10 რიცხვამდე.
6. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილება, შეცვლა საბაჟო ორგანოს მიერ ხორციელდება აქტის საფუძველზე, დანართი №3-ის სახით, ხოლო არასაბაჟო ორგანოს ტერიტორიაზე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილე პირის მიერ მოხსნა/მოცილება, შეცვლა ან ჩაბარება ხორციელდება დანართი №4-ის სახით, აქტის საფუძველზე.
7. მოხსნილი/მოცილებული, დაზიანებული ან უვარგისი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები) უნდა ჩაბარდეს:
ა) საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს პასუხისმგებელ პირს, რომელიც ხსნის მოწმობას კონტროლიდან საქონლის მფლობელის, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის პროცესში მონაწილე პირის მიერ მოწმობის მოხსნის დღიდან მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე;
ბ) პასუხისმგებელ პირს, რომელიც ახორციელებს კონტროლს საწყობის სანებართვო პირობების შესრულებაზე საბაჟო საწყობის უფლებამოსილი პირის მიერ ყოველი კვირის ბოლო სამუშაო დღეს.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს პასუხისმგებელი პირი ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) პასუხისმგებელ პირს მიღება-ჩაბარების აქტით გადასცემს მოხსნილ/მოცილებულ, დაზიანებულ ან უვარგის საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებს (ნიშნებს).
9. რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) პასუხისმგებელი პირის მიერ უვარგისი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურება ხორციელდება კვარტალში ერთხელ, რომლის შედეგი აისახება დანართ №5-ში.
დანართი №1
-------------------------------------------------------------------- რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
----------------------------------------------------------------------------- საბაჟო საგუშაგო (საბაჟო გამშვები პუნქტი)
------------------------------- საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფი
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების)
აღრიცხვისა და გაცემის ჟურნალი
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მიღების თარიღი: ----------------------------------------
მიღებულია-----------------------------------------------
(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის), საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის დასახელება)
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) გაცემის თარიღი-----------------------------------------
გაცემულია-----------------------------------------------
(რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის), საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ან/და საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის დასახელება)
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):
1.
2.
3
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები
(ნიშნები):
1.
2.
3.
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №- დან №- მდე;
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დიაპაზონი რიგითი №- დან №- მდე;
პასუხისმგებელი პირის (პირების):
---------------------------------------------------------
(სახელი, გვარი და ხელმოწერა)
პასუხისმგებელი პირის (პირების):
----------------------------------------------------------
(სახელი, გვარი და ხელმოწერა)
დანართი №2
ინფორმაცია
რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) საბაჟო საგუშაგოს (საბაჟო გამშვები პუნქტის) ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის მიერ 20-- წლის ––––––––– თვეში საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) გამოყენების შესახებ
საბაჟო ორგანოს კოდი –––––––––––––––– ინფორმაციის შედგენის თარიღი –––––––––––––––––
მიღებულია საანგარიშო პერიოდში საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები)
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): ----------------------------------------------------
დიაპაზონით № –––––––––––––– დან № ––––––––––––––– მდე
1. ნიშანდებულია
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):-----------------------------------------------------
დიაპაზონით № –––––––––––––– დან № ––––––––––––––– მდე
2. დაზიანებულია
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):-----------------------------------------------------
დიაპაზონით № –––––––––––––– დან № ––––––––––––––– მდე
3. გამოუყენებელია
საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები):-----------------------------------------------------
დიაპაზონით № –––––––––––––– დან № ––––––––––––––– მდე
------------------------------------------------- რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის)
------------------------------- (საბაჟო საგუშაგოს ან საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველოს დაქვემდებარებაში მყოფი საბაჟო დამუშავების ოპერაციის ჯგუფის)
პასუხისმგებელი პირი: -------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დანართი №3
აქტი
საბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილების, შეცვლის შესახებ
საბაჟო ორგანოს კოდი –––––––––––––
1. აქტის შედგენის თარიღი ,, --------“ --------------- 200 წ.
2. აქტის შედგენის ადგილი: --------------------------------------------------------------------------------
(საქონლის, სატრანსპორტო საშუალების, შენობა-ნაგებობის ადგილსამყოფელი – მისამართი)
3. აქტი შეადგინა: --------------------------------------------------------------------------------------------
(საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი, პირადნომრიანი ბეჭდის ნომერი)
4. აქტი შედგენილია მასზე, რომ: ---------------------------------------------------------------------------
(აღინიშნოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილების, შეცვლის კონკრეტული მიზეზი)
5. მოწმობის, სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, სატრანსპორტო საშუალების ნომერი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალება (ნიშანი) განახლდა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიეთითოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), რაოდენობა, თითოეულის ნომერი)
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი: -------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში))
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელი ან/და უფლებამოსილი პირი: -----------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დანართი №4
აქტი
არასაბაჟო ორგანოს მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილების, შეცვლის ან ჩაბარების შესახებ
გადასახადის გადამხდელის დასახელება ან/და სადენტიფიკაციო ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
1. აქტის შედგენის თარიღი ,,---------“ -------------------- 200 წ.
2. აქტის შედგენის ადგილი: ---------------------------------------------------------------------------------
(საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის ადგილსამყოფელი – მისამართი)
3. აქტი შეადგინა: ---------------------------------------------------------------------------------------------
(საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა-ნაგებობის მფლობელის ან უფლებამოსილი პირის სახელი, გვარი)
4. აქტი შედგენილია მასზე, რომ: ---------------------------------------------------------------------------
(აღინიშნოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) მოხსნა/მოცილების, შეცვლის ან ჩაბარების კონკრეტული მიზეზი)
5. მოწმობის, სატვირთო საბაჟო დეკლარაციის, სატრანსპორტო საშუალების ნომერი: -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. თუ იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განახლების საჭიროება არსებობს, მიეთითოს აღნიშნულის თაობაზე: ------------------------------------------------------------------------------------------
7. განახლებული იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) შესახებ გაკეთებულია აღნიშვნა: ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიეთითოს დოკუმენტები)
8. საბაჟო ორგანოს უფლებამოსილ პირს გადაეცა მოხსნილი/მოცილებული, შეცვლილი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები), რაოდენობისა და ნომრების მითითებით: ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი: -------------------------------------------------------------------
(სახელი გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში))
საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ან/და შენობა/ნაგებობის მფლობელი ან/და უფლებამოსილი პირი ----------------------------------------------------
სახელი, გვარი, ხელმოწერა)
დანართი №5
აქტი
რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექციის) მიერ საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურების შესახებ
1. განადგურების თარიღი და ადგილი: --------------------------------------------------------------------
2. აქტი შეადგინა ----------------------------------------------------------------------------------------------
(საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი, გვარი)
3. განადგურებელია საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებები (ნიშნები): -----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(მიეთითოს, თუ რომელი საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებებია (ნიშნებია) განადგურებული, რაოდენობა, ნომრები)
4. განადგურებულია: -----------------------------------------------------------------------------------------
(მიეთითოს საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) განადგურების საშუალება)
საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი (პირები): --------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, ხელმოწერა, პირადნომრიანი ბეჭედი (არსებობის შემთხვევაში))