,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის №4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი
010.220.020.16.009.012.818
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება№2
2009წლის19თებერვალი ქ. ქუთაისი
,,საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 4 თებერვლის№4 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვადგენთ:
1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. კომისიის იურიდიული მისამართია: ქ. ქუთაისი, ო. ჩეჩელაშვილის ქუჩა№26, ელ. ფოსტა: mail@gnerc.org, ვებ-გვერდი: www.gnerc.org.“
2. მე-4 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ-ციით:
,,1. კომისია შედგება 5 წევრისაგან. კომისიის წევრებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრეზიდენტი. კომისიის ერთ-ერთ წევრს საქართველოს პრეზიდენტი ნიშნავს კომისიის თავმჯდომარედ. კომისიის წევრი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ინიშნება ექვსი წლით. კომისიის წევრი შეიძლება ხელახლა დაინიშნოს ექვსწლიანი ვადით. თუ კომისიის წევრის თანამდებობა ვადაზე ადრე თავისუფლდება, საქართველოს პრეზიდენტი კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს ახალ წევრს დარჩენილი ვადით.“.
ბ) მე-4_მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,4. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებისას კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
5. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვა შესაძლებელია, თუ მას ესწრება კომისიის სამი წევრი მაინც.
6. განსახილველ საკითხზე გადაწყვეტილება მიღე-ბულად ჩაითვლება, თუ მას ხმა მისცა კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კომისიის წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს გადაწყვეტილების მიღების დროს. კომისიის წევრის განსხვავებული პოზიცია საკითხის მიმართ ფიქსირდება კომისიის სხდომის ოქმში.“.
3. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. კომისიის სტრუქტურაში შედიან კომისიის მთავარი მრჩეველი, კომისიის მრჩევლები და თავმჯდომარის მრჩევლები.“.
მუხლი 2. ეს დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
წევრები: ზ. გაბელია
ი. ქავთარაძე
მ. ნადირაძე