,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.012.824
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 21, 25/02/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.824

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №49

2009 წლის 25 თებერვალი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

მე-8 მუხლის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8.

ადმინისტრაციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო;

ბ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო;

გ) კანცელარია (სამმართველო).“.

2. მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9

1. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „ა“–„ი“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.    

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „პ“–„რ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.    

3. კანცელარია უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „კ“–„ო“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

4. კანცელარიას აქვს მრგვალი ბეჭედი, სამინისტროს ფერადი გერბიანი ბეჭედი და შტამპი.“.

2. მე-13 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. ორგანიზაციული უზრუნველყოფის სამმართველოს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 2 მარტიდან.

ზ. ადეიშვილი

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.02.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 25.02.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.020.22.027.012.824.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.02.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №70 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №49, 25.02.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.824 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.02.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82438/