⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (23.05.2011)
გაუქმებულია:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 25.02.2009
ძალის დაკარგვა 23.05.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №57
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.038.012.831
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,321 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.02.2009 მიღება
23.05.2011 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in .75in .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.038.012.831 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება №57 2009 წლის 25 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და �საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №8 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის �მ� ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანდართული დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულება თავი I ზოგადი დებულება ��� მუხლი 1🔗 1. არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახური (შემდგომში � პრობაციის ეროვნული სამსახური) შექმნილია �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის საფუძველზე და წარმოადგენს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. პრობაციის ეროვნული სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების და ამ დებულების საფუძველზე. 3. პრობაციის ეროვნულ სამსახურს აქვს დებულება, ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 4. პრობაციის ეროვნული სამსახური ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 5. პრობაციის ეროვნული სამსახურის იურიდიული მისამართია: თბილისი, ნატო ვაჩნაძის ქუჩა №9. თავი II არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის მიზანი და უფლებამოსილებანი ��� მუხლი 2🔗 პრობაციის ეროვნული სამსახურის მიზანია არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, ორგანიზაციული და მეთოდური ხელმძღვანელობა, სასჯელის მიზნების განხორციელება, მსჯავრდებულთა გამოსწორება და რესოციალიზაცია, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის კადრების შერჩევა, მათი სწავლების ორგანიზება, სათანადო ღონისძიებების განხორციელება პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით. ��� მუხლი 3🔗 1. პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობა ემყარება კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების დაცვის, სოციალური სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობის, სამსახურის სისტემის ერთიანობისა და მისი ცენტრალიზებული მართვის პრინციპებს. 2. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელი ვალდებულია პატივი სცეს და დაიცვას პიროვნების უფლებები და ძირითადი თავისუფლებები, მიუხედავად მისი რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა, წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა. 3. პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლის შრომითი უფლებები დაცულია კანონით. ��� მუხლი 4🔗 პრობაციის ეროვნული სამსახური უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროების (შემდგომში � პრობაციის ბიურო) მიერ ,,არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებების და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებას; ბ) შეიმუშაოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტები; გ) შეიმუშაოს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სახის სამუშაო დოკუმენტები და სტანდარტები; დ) ორგანიზება გაუკეთოს პრობაციის ოფიცერთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ სემინარებს და ტრენინგებს; ე) შეიმუშაოს მსჯავრდებულთა გამოსწორებისა და რესოციალიზაციისათვის საჭირო პროგრამები და მოახდინოს მათი პრაქტიკაში დანერგვა; ვ) განახორციელოს პრობაციის ოფიცერთა საქმიანობის რევიზია და კონტროლი; ზ) გამოითხოვოს პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტები; თ) განიხილოს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა მიმართ შემოსული საჩივრები და განცხადებები; ი) აწარმოოს სტატისტიკა და განახორციელოს საქმიანობის ანალიზი; კ) დაამყაროს საქმიანი სამართლებრივი ურთიერთობები საჯარო ხელისუფლების სხვა სტრუქტურებთან, ითანამშრომლოს არასამთავრობო სექტორთან, საერთაშორისო, საზოგადოებრივ და რელიგიურ ორგანიზაციებთან; ლ) დადოს ხელშეკრულება ორგანიზაციებთან, სოციალურ დაწესებულებასთან ან ცალკეულ პირებთან; მ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. თავი III პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელობა და მართვა ��� მუხლი 5🔗 1. პრობაციის ეროვნული სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში � სამსახურის უფროსი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. 2. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობას, ანაწილებს მოვალეობებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; ბ) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურულ ერთეულებს და ზედამხედველობას უწევს ტერიტორიულ ორგანოებს � არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებს; გ) იღებს გადაწყვეტილებებს პრობაციის ეროვნული სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ზედამხედველობს პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მიერ მოვალეობების შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას; ე) პრობაციის ეროვნული სამსახურის სახელით კომპეტენციის ფარგლებში დებს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას, ნომენკლატურის ფარგლებში უმცროს და საშუალო სპეციალური წოდებების მინიჭებას, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, დადგენილი წესით აღძრავს შუამდგომლობას განსაკუთრებით წარჩინებული თანამშრომლების სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენის თაობაზე და დადგენილი ნიმუშის მიხედვით გასცემს სამსახურებრივ მოწმობებს; ზ) პასუხისმგებელია პრობაციის ეროვნული სამსახურისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; თ) პრობაციის ეროვნული სამსახურის საშტატო განრიგს წარუდგენს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს დასამტკიცებლად; ი) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; კ) ამტკიცებს პრობაციის ეროვნული სამსახურის შინაგანაწესს, საქმისწარმოებისა და სტატისტიკური ანგარიშის ფორმებს. 3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება �საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ� საქართველოს კანონით. 4. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის და სამსახურის თანამშრომლების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება �საჯარო სამსახურის შესახებ� საქართველოს კანონით. 5. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსს ჰყავს თანაშემწე. ��� მუხლი 6🔗 1. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. 2. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილეებს შორის უფლებამოსილებებს ანაწილებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსი. 3. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) ხელმძღვანელობს პრობაციის ეროვნული სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს; ბ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისაგან და ბიუროს უფროსებისგან პერიოდულად მოითხოვს ანგარიშს მიმდინარე და გაწეული მუშაობის შესახებ; გ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აკონტროლებს პრობაციის ბიუროების საქმიანობას და მათი მუშაობის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობას; დ) პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით აწარმოებს სტატისტიკას და ანალიზს; ე) უზრუნველყოფს პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას სამსახურის მიერ განსახორციელებელი თუ განხორციელებული საქმიანობის შესახებ; ვ) ასრულებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს; ზ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. 4. პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის არყოფნისას მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. თავი IV პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილებანი ��� მუხლი 7🔗 1. პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურა შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისგან � პრობაციის ბიუროებისაგან, რომელთა მეშვეობით სამსახური უზრუნველყოფს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას. 2. პრობაციის ეროვნული სამსახურის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) ეკონომიკური სამმართველო; გ) აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველო. 3. პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანოებია: ა) თბილისის პრობაციის ბიურო; ბ) იმერეთის პრობაციის ბიურო; გ) ქვემო ქართლის პრობაციის ბიურო; დ) შიდა ქართლის პრობაციის ბიურო; ე) კახეთის პრობაციის ბიურო; ვ) გურიის პრობაციის ბიურო; ზ) სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიურო; თ) მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიურო; ი) სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიურო; კ) რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიურო; ლ) აჭარის პრობაციის ბიურო. ��� მუხლი 8🔗 1. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ასრულებს პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსისა და მოადგილის დავალებებსა და მითითებებს; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს პრობაციის ეროვნული-სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; გ) პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით; დ) პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსს წარუდგენს რეკომენდაციებს პრობაციის ეროვნული სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებას. ��� მუხლი 9🔗 1. ადმინისტრაციული სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) პრობაციის ეროვნული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან; სამსახურის კანონიერი ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. ადმინისტრაციულ სამმართველოს აქვს ბეჭედი წარწერით: პრობაციის ეროვნული სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველო; ბ) სამსახურის საკადრო საკითხების დარეგულირება, ნომენკლატურის ფარგლებში თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაყვანის, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ მასალების განხილვა, მომზადება და სამსახურის უფროსისათვის წარდგენა, სამსახურში მუშაობის დამადასტურებელი ცნობის გაცემა, წინადადებების შემუშავება თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე, ასევე უფლებამოსილების ფარგლებში პრობაციის ეროვნული სამსახურისა და მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების მომზადება; გ) პრობაციონერთა პირადი საქმეების დადგენილ ნომენკლატურასთან შესაბამისობაში მოყვანის და დასრულებული საქმეების არქივში შენახვის უზრუნველყოფა; დ) პრობაციის ბიუროებიდან საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოთხოვა; ე) პრობაციის ეროვნული სამსახურის სახელით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან ურთიერთობა, საჭიროებისამებრ მათი ინფორმირება მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით; ვ) თანამედროვე საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების უზრუნველყოფა, სხვადასხვა კომპიუტრული ბაზების, მათთან მუშაობის წესებისა და ნორმების შემუშავება; ზ) სამსახურში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვა, დამუშავება და განაწილების უზრუნველყოფა; თ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 2. ეკონომიკური სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშგების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; გ) პრობაციის ეროვნული სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; დ) პრობაციის ეროვნული სამსახურის ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ე) პრობაციის ეროვნული სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა. ვ) კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობის განხორციელება. 3. აღსრულების კონტროლის, სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება: ა) შეამოწმოს პრობაციის ოფიცრების მიერ მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოების მიმდინარეობა და კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა; ბ) მოითხოვოს სტატისტიკური ანგარიში და მოახდინოს სტატისტიკური მონაცემების შეჯამება და სისტემაში მოყვანა; გ) შეაგროვოს პრობაციის ბიუროების საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, მოახდინოს შესაბამისი ანალიზი და კონტროლი; დ) შეიმუშაოს სტატისტიკური ფორმები; ე) განახორციელოს კანონით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. ��� მუხლი 10🔗 პრობაციის ბიუროს აქვს ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და წარწერით �პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიული ორგანო � პრობაციის ბიურო�. ��� მუხლი 11🔗 პრობაციის ბიუროს მიზანია �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულება და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ��� მუხლი 12🔗 პრობაციის ბიურო უფლებამოსილია: ა) თავის სამოქმედო ტერიტორიაზე ორგანიზაცია გაუკეთოს �არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ� საქართველოს კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აქტების აღსრულებას; ბ) აწარმოოს სააღსრულებო წარმოებათა აღრიცხვა, სტატისტიკა და ანალიზი; გ) განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. ��� მუხლი 13🔗 პრობაციის ბიუროს ხელმძღვანელობს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროს უფროსი (შემდგომში � პრობაციის ბიუროს უფროსი). ��� მუხლი 14🔗 1. პრობაციის ბიუროს უფროსი: ა) სამართლებრივ აქტს აღსასრულებლად გადასცემს პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილისა და პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიის მიხედვით; ბ) ახორციელებს პრობაციის ბიუროს წარმოებაში არსებული სამართლებრივი აქტების აღსრულებასა და პრობაციის ბიუროსთვის დაკისრებულ სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებაზე კონტროლს და პასუხისმგებელია მათ აღსრულებაზე; გ) პერიოდულად მოახსენებს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სამსახურს სამოქმედო ტერიტორიაზე სააღსრულებო წარმოების მიმდინარეობისა და აღსრულების მდგომარეობის შესახებ; დ) ახორციელებს ადმინისტრაციულ და ორგანიზაციულ ფუნქციებს; ე) პასუხისმგებელია პრობაციის ოფიცრის მიერ კანონის, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებების, პრობაციის ეროვნული სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე. 2. თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსს ჰყავს მოადგილე, რომლის უფლებამოსილებას განსაზღვრავს თბილისის პრობაციის ბიუროს უფროსი. 3. პრობაციის ბიუროს უფროსის არყოფნის შემთხვევაში პრობაციის ბიუროს უფროსი თავის უფლებამოსილებას დროებით ანიჭებს ერთ-ერთ პრობაციის ოფიცერს. ��� მუხლი 15🔗 1. თბილისის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ქ. თბილისი. 2. იმერეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, სამტრედიის, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ხარაგაულის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონისა და ვანის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 3. ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრი წყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 4. შიდა ქართლის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს გორის, კასპის, ქარელის და ხაშურის მუნიციპალიტეტები, აგრეთვე ,,დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის შექმნის შესახებ� საქართველოს პარლამენტის 2007 წლის 8 მაისის №4735 დადგენილებით შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ტერიტორია. 5. კახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თელავის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის, ახმეტის, სიღნაღის, ყვარლისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 6. გურიის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 7. სამეგრელოსა და ზემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ფოთი, ზუგდიდის, სენაკის, მესტიის, მარტვილის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, აბაშისა და ხობის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 8. მცხეთა-მთიანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს მცხეთის, თიანეთის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 9. სამცხე-ჯავახეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ადიგენის, ბორჯომისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 10. რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. 11. აჭარის პრობაციის ბიუროს სამოქმედო ტერიტორიად განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის, ხულოს და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორიები. ��� მუხლი 16🔗 პრობაციის ოფიცერს აქვს ბეჭედი, რომელზეც გამოსახულია ბეჭდის ნომერი და პრობაციის ბიუროს ადგილმდებარეობა. ��� მუხლი 17🔗 1. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პრობაციის ოფიცერი არის ხელისუფლების წარმომადგენელი და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებული მისი კანონიერი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა. 2. პრობაციის ოფიცრის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას კანონით დადგენილი წესით. ��� მუხლი 18🔗 1. პრობაციის ეროვნული სამსახურის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 2. პრობაციის ეროვნული სამსახურის ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. 3. პრობაციის ეროვნული სამსახურის ფუნქციონირების განხორციელების პროცესში კანონით დადგენილი მოსაკრებლისა და ჯარიმებისგან მიღებული სახსრები ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. პრობაციის ეროვნული სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს. თავი V დასკვნითი დებულებანი ��� მუხლი 19🔗 არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის რეორგანიზაცია ან/და ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ��� მუხლი 20🔗 არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანებით.