„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 25.02.2009
ძალის დაკარგვა 15.11.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №60
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.038.012.834
გამოქვეყნების წყარო სსმ, 22, 27/02/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 21.09.2012
- საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.11.2010
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 17.12.2012
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt 67.5pt .75in .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.038.012.834
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა
მინისტრის ბრძანება №60
2009 წლის 25 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ა. სეფერთელაძე
დანართი
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
ეს დებულება აწესრიგებს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის სტატუსი
1. დეპარტამენტი წარმოადგენს სასჯელაღსრულების ორგანოს, რომელიც შედის სამინისტროს სისტემაში როგორც სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება.
2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „პატიმრობის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებითა და სხვა ნორმატიული აქტებით.
3. დეპარტამენტის დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე. დეპარტამენტის ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სამინისტროს ხარჯთაღრიცხვის ნაწილს.
4. დეპარტამენტს გააჩნია ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და დეპარტამენტის აღნიშვნით.
5. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, საჯაროობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპებით.
6. დეპარტამენტის დებულებას და ხარჯთაღრიცხვას ამტკიცებს მინისტრი.
7. დეპარტამენტის მოსამსახურეების საშტატო ნუსხას ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
1. დეპარტამენტის ძირითად ამოცანებს განეკუთვნება:
ა) თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმის განსაზღვრა ან მისი შეცვლა;
ბ) მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით სასამართლოს მიერ დადგენილი სასჯელის აღსრულება, აგრეთვე დაპატიმრების სახით აღკვეთის ღონისძიების აღსრულება;
გ) სასჯელაღსრულების დაწესებულებების, მსჯავრდებულთა და მოსამსახურეთა დაცვის, მსჯავრდებულთა ბადრაგირების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელაღსრულების დაწესებულებათა უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების წარმოება, აგრეთვე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში დანაშაულების წინასწარი გამოძიება;
ე) მსჯავრდებულთათვის დადგენილი საყოფაცხოვრებო, კომუნალური, სანიტარიულ-ჰიგიენური, სამედიცინო და სხვა პირობების უზრუნველყოფა;
ვ) კანონმდებლობით დაკისრებული სხვა ამოცანები.
2. დაკისრებული ამოცანების შესრულების მიზნით დეპარტამენტი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საქმიანობას, განსაზღვრავს მათი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, დასმული ამოცანების გადაჭრისათვის შეიმუშავებს შესაბამის მეთოდებსა და ღონისძიებებს, უზრუნველყოფს საკონსულტაციო, მეთოდურ და პრაქტიკულ დახმარებას;
ბ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების სისტემაში შესაბამისი ნორმატიული აქტების შესრულებას, განაზოგადებს მათი გამოყენების პრაქტიკას, შეიმუშავებს წინადადებებს კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე, ამზადებს ნორმატიული აქტების პროექტებს;
გ) შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს სასჯელაღსრულების ორგანოებში სამართალდარღვევების გამოვლენისა და თავიდან აცილების მიზნით;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
ე) სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა და პატიმართა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და დაწესებულებათა მოსამსახურეების გადაყვანას განსაკუთრებულ რეჟიმზე;
ვ) აყალიბებს და განაგებს საინფორმაციო ბანკს, აწარმოებს სტატისტიკას და შესაბამის ანალიზს, ახდენს მსჯავრდებულების და პატიმრების რეგისტრაციას;
ზ) ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა მიერ დადგენილი წესებისა და სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე კონტროლს;
თ) ამყარებს ურთიერთობებს და უზრუნველყოფს ინფორმაციის გაცვლას სხვა სახელმწიფოთა სასჯელაღსრულების ორგანოებთან;
ი) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. თავმჯდომარე:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანების შესრულებას, წარმართავს და კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის სისტემაში შემავალი დაწესებულებების საქმიანობას, ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას, შეიმუშავებს წინადადებებს მისი გაუმჯობესების მიზნით;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს დაქვემდებარებულ მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს;
გ) აკონტროლებს მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს და ახორციელებს ღონისძიებებს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების თავიდან აცილების მიზნით;
დ) წარმოადგენს დეპარტამენტს საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;
ე) ხელს აწერს ან ვიზას ადებს დეპარტამენტში მომზადებულ და დეპარტამენტში შემოსულ დოკუმენტებს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში დებს ხელშეკრულებებს;
ვ) დეპარტამენტის ინტერესებიდან გამომდინარე, შიდა საკითხების განხილვის და სათანადო დასკვნის მომზადების მიზნით შეუძლია შექმნას კომისიები;
ზ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტთან ან სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან შეუძლია შექმნას გაძლიერებული დაცვის ჯგუფები მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) განსაზღვრავს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის რეჟიმს. დაწესებულების დირექტორის წარდგინებით მსჯავრდებულს უცვლის რეჟიმს;
ი) განსაზღვრავს იმ სასჯელაღსრულების დაწესებულებას, სადაც უნდა გაიგზავნოს მსჯავრდებული;
კ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს, ამოწმებს მათ შესრულებას;
ლ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურისა და შტატების შესახებ;
მ) ამტკიცებს მოსამხურეების საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით;
ნ) მინისტრის წინაშე შუამდგომლობს იმ სახსრების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების გადასაწყეტად, პასუხისმგებელია ბიუჯეტის შესრულებასა და დამტკიცებული ასიგნებების მიზნობრივ გამოყენებაზე;
ო) ზედამხედველობს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და დაქვემდებარებულ დაწესებულებათა საქმიანობას;
პ) ძალადაკარგულად ცნობს სასჯელაღსრულების დაწესებულებების ხელმძღვანელი პირების მიერ გამოცემულ აქტებს, რომლებიც არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, კანონებს, პრეზიდენტის ბრძანებულებას, სხვა ნორმატიულ აქტებს ან დეპარტამენტის უფროსის ბრძანებებს;
ჟ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა სამსახურში მიღებას, თანამდებობაზე დანიშვნას, გათავისუფლებას, სხვა სამუშაოზე გადაყვანას, სამსახურში აღდგენას, მათ წახალისებას, პრემირებას და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, გასცემს დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივ მოწმობებს;
რ) კანონმდებლობის შესაბამისად, ახორციელებს დეპარტამენტის წვევამდელთა ჩარიცხვას, წოდების მინიჭებას, გადაადგილებას და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნას;
ს) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორებს მინისტრთან შეთანხმებით;
ტ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის მოადგილეებსა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორის წარდგინებით;
უ) სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეებს ანიჭებს უმცროს და მორიგ საშუალო სპეციალურ წოდებებს, თავისი ნომენკლატურის ფარგლებში;
ფ) დადგენილი წესით წარადგენს განსაკუთრებით წარჩინებულ თანამშრომლებს სახელმწიფო ჯილდოზე;
ქ) კვირაში ერთხელ ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების უფროსების ანგარშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე;
ღ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების საფუძველზე მინიჭებულ სხვა უფლებამოვალეობებს;
ყ) დაკისრებული ფუნქციების განხორციელებისათვის პასუხს აგებს მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. წელიწადში ორჯერ მაინც მინისტრს წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ.
3. დეპარტამენტის ხელმძღვანელობას თავმჯდომარესთან ერთად შეადგენენ თავმჯდომარის მოადგილეები. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით, ხოლო თანამდებობიდან ათავისუფლებს დეპარტამენტის თავმჯდომარე მინისტრთან შეთანხმებით ან მინისტრი.
4. დეპარტამენტის თავმჯდომარეს ჰყავს სამი მოადგილე და თანაშემწე:
ა) თავმჯდომარის პირველი მოადგილე – ოპერატიული საქმიანობის, რეჟიმის, დაცვისა და ბადრაგირების დარგში;
ბ) თავმჯდომარის მოადგილე – პატიმართა უფლებების დაცვის და სოციალურ საკითხთა დარგში;
გ) თავმჯდომარის მოადგილე – ფინანსურ დარგში;
დ) თავმჯდომარის თანაშემწე – უშუალოდ ემორჩილება დეპარტამენტის თავმჯდომარეს. თანაშემწე თანამდებობაზე ინიშნება თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადით. ასრულებს თავმჯდომარის მიერ დაკისრებულ ფუნქციებს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
5. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეები დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის პასუხს აგებენ დეპარტამენტის თავმჯდომარის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
6. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში თავმჯდომარის მოვალეობებს ასრულებს მისი პირველი მოადგილე.
მუხლი 5🔗. უფლებამოსილებათა განაწილება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს შორის
1. დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს უსაფრთხოების, სპეციალური აღრიცხვის, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის და საბადრაგო სამსახურებს და მათში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში უსაფრთხოებისა და რეჟიმის მოთხოვნათა განხორციელებას, ექსტრემალური სიტუაციების შემთხვევაში ხელმძღვანელობს სათანადო ოპერატიულ-სარეჟიმო ღონისძიებების გატარებას, წარმართავს სწრაფი რეაგირების სპეციალური სამსახურის მუშაობას.
2. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე პატიმართა უფლებების დაცვისა და სოციალურ საკითხთა დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სოციალურ სამსახურსა და მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას, ახორციელებს სასჯელაღსრულების ორგანოების მოსამსახურეთა, მსჯავრდებულთა და პატიმართა უფლებების, პატივისა და ღირსების დაცვის ღონისძიებებს; უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას მსჯავრდებულთა საჩივრებზე; წარმართავს მუშაობას სასჯელაღსრულების დაწესებულებების კომისიებთან, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფინანსურ დარგში ხელმძღვანელობას და კონტროლს უწევს სახელმწიფო შესყიდვების განყოფილების, საფინანსო განყოფილებისა და ბუღალტერიის საქმიანობას.
მუხლი 6🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურაში შედის შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფები:
ა) შტაბი;
ბ) საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება;
გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) პრესსამსახური;
ე) უსაფრთხოების სამსახური;
ვ) სპეციალური აღრიცხვის სამსახური;
ზ) სოციალური სამსახური;
თ) სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური;
ი) გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური;
კ) საბადრაგო სამსახური;
ლ) სამედიცინო სამსახური;
მ) სპეციალური მომზადების სამსახური;
ნ) მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური;
ო) სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება;
პ) საფინანსო განყოფილება;
ჟ) ბუღალტერია;
რ) საზოგადოებრივი მისაღები;
ს) კანცელარია.
მუხლი 7🔗. შტაბი
1. შტაბი ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განსხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. შტაბის შემადგენლობაშია:
ა) სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება;
ბ) სამორიგეო.
3. შტაბი:
ა) აკონტროლებს დეპარტამენტის სისტემაში ნორმატიული აქტების, მინისტრის, დეპარტამენტის თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების შესრულების მიმდინარეობას;
ბ) აწარმოებს სასჯელაღსრულების სისტემის ქვედანაყოფების ინსპექტირებას, აანალიზებს მათ გაწეულ საქმიანობას, ამზადებს დეპარტამენტის სამოქმედო გეგმებს;
გ) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის თავმჯდომარესთან ოპერატიული თათბირების მომზადებასა და ჩატარებას, ახორციელებს კონტროლს თათბირზე მიღებული გადაწყვეტილებების შესრულებაზე.
4. სამსახურებრივი კონტროლის განყოფილება:
ა) აკონტროლებს სასჯელაღსრულების სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების კანონმდებლობით გათვალისწინებული სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
ბ) აანალიზებს სამსახურებრივი დისციპლინის მდგომარეობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს და იღებს ზომებს გამოვლენილი დარღვევებისა და ხარვეზების თავიდან ასაცილებლად;
გ) აწარმოებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების დადასტურების შიდა რეესტრს და ბეჭდის დასმას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
5. სამორიგეო:
ა) იღებს, ამუშავებს, სრულყოფს, აანალიზებს და ხელმძღანელობას მოახსენებს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიღებულ ინფორმაციას;
ბ) პერსონალურად აგებს პასუხს სადღეღამისო კრებსებში შესატანი ინფორმაციის მიღება-დამუშავებაზე;
გ) დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებით მოქმედებაში მოჰყავს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმები, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს პირადი შემადგენლობის „განგაშის“ სქემით გამოძახებას;
დ) აკონტროლებს სამორიგეოს პირადი შემადგენლობის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ხელმძღვანელობს მორიგე განწესების სადღეღამისო მუშაობას.
მუხლი 8🔗. საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება
1. საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. საკადრო უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ატარებს დეპარტამენტში ერთიან საკადრო პოლიტიკას, განსაზღვრავს მისი რეალიზაციის ეფექტურ ფორმებსა და მეთოდებს;
ბ) ნომენკლატურის ფარგლებში განიხილავს, ამზადებს და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს მასალებს თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების, სპეციალური წოდებების მინიჭების, მოსამსახურეთა წახალისებისა და დაჯილდოების შესახებ;
გ) აწარმოებს მოსამსახურეთა პირად საქმეებს (ნომენკლატურის ფარგლებში) და საკადრო-სტატისტიკურ აღრიცხვიანობას;
დ) უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის და მის დაქვემდებარებაში მყოფი დაწესებულებების თანამშრომლებზე დადგენილი ნიმუშის სამსახურებრივი პირადობის მოწმობების გაცემას;
ე) აწარმოებს დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა პირად საქმეებს, ამზადებს მასალებს მათი სამსახურში ჩარიცხვის, წოდების მინიჭების, გადაადგილების, დათხოვნის შესახებ;
ვ) განიხილავს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ წერილებსა და განცხადებებს;
ზ) ნომენკლატურის ფარგლებში ამზადებს მოსამსახურეთა საპენსიო უზრუნველყოფის მასალებს;
თ) ამზადებს საკადრო საკითხებთან დაკავშირებულ ანგარიშებს სამინისტროსათვის წარსადგენად;
ი) კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საკადრო ქვედანაყოფების საქმიანობას;
კ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ლ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
3. საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება საკადრო უზრუნველყოფის განყოფილების დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 9🔗. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება
1. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) შეიმუშავებს წინადადებებს სასჯელაღსრულების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის თაობაზე და ამზადებს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს, ახორციელებს დეპარტამენტის საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
ბ) სასჯელაღსრულების დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, ამზადებს დასკვნას;
გ) ადებს ვიზას დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებების, დეპარტამენტში მომზადებული სამართლებრივი ხასიათის დასკვნების და წინადადებების პროექტებს;
დ) ამოწმებს დაწესებულების თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების იურიდიულ მხარეს; შემოწმების შედეგებზე აკეთებს შესაბამის დასკვნებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
3. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 10🔗. პრეს-სამსახური
1. პრეს-სამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. პრეს-სამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის ხელმძღვანელობის მიერ გამართულ საჯარო შეხვედრათა მსვლელობის გაშუქების და ამ შეხვედრებზე დამსწრე მასობრივი ინფორმაციის სხვადასხვა საშუალებების წარმომადგენელთა აკრედიტაციას;
ბ) დეპარტამენტის ხელმძღვანელობის სახელით ამზადებს მიმართვებსა და განცხადებებს, აგრეთვე სხვა საჭირო ინფორმაციას, ორგანიზებას უწევს მათ გავრცელებას მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
მუხლი 11🔗. უსაფრთხოების სამსახური
1. უსაფრთხოების სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სარეჟიმო განყოფილება;
ბ) ოპერატიული განყოფილება;
გ) ანალიტიკური განყოფილება;
დ) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება.
2. უსაფრთხოების სამსახურის ამოცანები და ფუნქციები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 12🔗. სპეციალური აღრიცხვის სამსახური
1. სპეციალური აღრიცხვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა და განსასჯელთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
2. სპეციალური აღრიცხვის სამსახური:
ა) ხელმძღვანელობს და კონტროლს უწევს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა სპეციალური ნაწილების საქმიანობას, მსჯავრდებულთა პირადი საქმისწარმოებას და აღრიცხვას;
ბ) ახორციელებს მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ მასალების მომზადებასა და გაგზავნას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულთა მიმართ რეჟიმის განსაზღრის მასალებს და წარუდგენს დეპარტამენტის თავმჯდომარეს;
დ) წარუდგენს დეპარტამენტის მუდმივმოქმედ კომისიას სასჯელის მოხდისაგან მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების ან მისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სასჯელით შეცვლის თაობაზე მასალებს;
ე) ორგანიზებას უკეთებს საქართველოს პრეზიდენტის შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ვ) აწარმოებს მსჯავრდებულთა ერთიან რეესტრს და ქმნის მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკს;
ზ) წარადგენს მსჯავრდებულთა სიას მსჯავრდებულთა განაწილების კომისიის წინაშე;
თ) ამზადებს მასალებს მსჯავრდებულის იმავე რეჟიმის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე;
ი) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
კ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 13🔗. სოციალური სამსახური
1. სოციალური სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) განათლებისა და რეაბილიტაციის განყოფილება.
2. სოციალური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სოციალურ უფლებათა განხორციელებას;
ბ) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სოციალური ადაპტაციის ჯგუფების, სარეაბილიტაციო ცენტრების, მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული მომზადების სამსახურის საქმიანობას. აღნიშნული ფუნქციების განხორციელების მიზნით თანამშრომლობს შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
გ) ახორციელებს მსჯავრდებულთა მართლშეგნების ამაღლების, საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ურთიერთობის ხელშეწყობის ღონისძიებებს;
დ) ახდენს მსჯავრდებულისა და პატიმრის მდგომარეობის შესწავლას, ახორციელებს კონკრეტულ ღონისძიებებს მათი უფლებისა და თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად;
ე) მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში მსჯავრდებულის შესახებ აგზავნის ინფორმაციას ზედამხედველობის განხორციელებაზე უფლებამოსილ ორგანოში;
ვ) გეგმავს ღონისძიებებს მსჯავრდებულთა შრომით საქმიანობაში ჩასაბმელად და ამ მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს წარმოების განვითარებისა და მატერიალური ბაზის სრულყოფისათვის;
ზ) ორგანიზებას და კონტროლს უწევს საწარმოო უბნების საქმიანობას;
თ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა შრომით რეაბილიტაციას;
ი) შეისწავლის და შეიმუშავებს მსჯავრდებულთა კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და განათლების მიღების პირობებს, შეხვედრების განხორციელების, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრების, ამანათების და გზავნილების მიღების პრაქტიკას, მის შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
კ) გამოცდილების გაზიარებისა და შემდგომი თანამშრომლობის მიზნით, ურთიერთობებს ამყარებს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში დასაქმებულ საერთაშორისო და ადგილობრივ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
ლ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში.
მ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.
მუხლი 14🔗. სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახური
სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულების სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 15🔗. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური
1. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახური ახორციელებს სასჯელაღსრულებითი დაწესებულებისა და მსჯავრდებულების დაცვას.
2. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო სტატუსის მქონე პირი და მასზე ვრცელდება ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს სამხედრო წვევამდელი, რომელიც არის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის მოსამსახურე და ახორციელებს დაწესებულებების დაცვას, მსჯავრდებულებისა და პატიმრების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, კანონით გათვალისწინებულ სხვა ადგილებში და ბადრაგირებისას.
3. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სპეციალური დაცვის განყოფილება;
გ) დეპარტამენტის გამშვები საგუშაგო;
დ) გარე დაცვის №1 განყოფილება;
ე) გარე დაცვის №2 განყოფილება;
ვ) გარე დაცვის №3 განყოფილება;
ზ) გარე დაცვის №4 განყოფილება;
თ) გარე დაცვის №5 განყოფილება;
ი) გარე დაცვის №6 განყოფილება;
კ) გარე დაცვის №7 განყოფილება;
ლ) გარე დაცვის №8 განყოფილება;
მ) გარე დაცვის №9 განყოფილება;
ნ) გარე დაცვის №10 განყოფილება;
ო) გარე დაცვის №11 განყოფილება;
პ) გარე დაცვის №12 განყოფილება;
ჟ) გარე დაცვის №13 განყოფილება;
რ) გარე დაცვის №14 განყოფილება;
ს) გარე დაცვის №15 განყოფილება;
ტ) გარე დაცვის №16 განყოფილება.
4. გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურის ამოცანები და ფუნქციები, წვევამდელთა ჩარიცხვისა და სამხედრო ვალდებულების მოხდის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 16🔗. საბადრაგო სამსახური
1. საბადრაგო სამსახური უზრუნველყოფს პატიმართა და მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესებზე, საგამოძიებო ღონისძიებებზე, მოკლევადიან გასვლებზე, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილ სხვა შემთხვევებში ბადრაგირებას.
2. საბადრაგო სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) საბადრაგო სამსახურის შტაბი;
ბ) საბადრაგო სამსახურის სამორიგეო;
გ) საბადრაგო სამსახურის კანცელარია;
დ) ექსტრადაციის განყოფილება;
ე) საბადრაგო სამსახურის თბილისის I განყოფილება;
ვ) საბადრაგო სამსახურის თბილისის II განყოფილება;
ზ) საბადრაგო სამსახურის ქუთაისის განყოფილება;
თ) საბადრაგო სამსახურის ზუგდიდის განყოფილება;
ი) საბადრაგო სამსახურის ბათუმის განყოფილება.
მუხლი 17🔗. სამედიცინო სამსახური
1. სამედიცინო სამსახური ახორციელებს კონტროლსა და ზედამხედველობას პატიმართა და მსჯავრდებულთა, აგრეთვე დეპარტამენტის სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სამედიცინო სამსახურის დებულებას ამტკიცებს მინისტრი დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით.
2. სამედიცინო სამსახურის ფუნქციები და ამოცანები განისაზღვრება სამედიცინო სამსახურის დებულებით, რომელსაც ბრძანებით ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 18🔗. სპეციალური მომზადების სამსახური
1. სპეციალური მომზადების სამსახური უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სპეციალური მომზადების სამსახურის ძირითადი ამოცანაა მოამზადოს დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სპეციალური დანიშნულებისა და გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურების მოსამსახურეები, მათ შორის, სავალდებულო სამხედრო სამსახურს დაქვემდებარებული პირები, ჩაუტაროს მათ სპეციალური თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები, შეარჩიოს დეპარტამენტში ჩასარიცხი წვევამდელები და შეამოწმოს მათი ვარგისიანობა შესასრულებელი სამუშაოსათვის.
3. დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, სპეციალური მომზადების სამსახურში შესაძლებელია სხვადასხვა სასწავლო კურსი გაიარონ სასჯელაღსრულების ორგანოთა სისტემის სხვა მოსამსახურეებმაც.
მუხლი 19🔗. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური
1. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის შემადგენლობაშია:
ა) მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) მშენებლობისა და რეაბილიტაციის განყოფილება.
3. მომარაგებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური:
ა) წარმოადგენს წინადადებებს სასჯელაღსრულების ორგანოთა და მსჯავრდებულთა კვების პროდუქტებით, ინვენტარით, სამშენებლო-ტექნიკური, ელექტრომასალებითა და მოწყობილობებით, ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, იარაღითა და სპეციალური დანიშნულების ქონებით უზრუნველყოფის თაობაზე და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემის მატერიალურ-ტექნიკურ მომარაგებას;
ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებების მოწყობილობების, საინჟინრო ქსელების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მექანიზმების სისტემის ტექნიკურად გამართულ მუშაობას და ახორციელებს კონტროლს მათ სწორ ექსპლუატაციაზე;
გ) კონტროლს აწესებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების და შეიარაღების აღრიცხვიანობაზე და აწესრიგებს მას;
დ) შესაბამის სამსახურებთან ერთად ახორციელებს დადებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების ინსპექტირებას, შედეგების აღრიცხვასა და რეაგირებას;
ე) ახორციელებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკურ კონტროლს, მშენებლობებისა და კაპიტალური სარემონტო სამუშაოების დაგეგმარებას, შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებას;
ვ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 20🔗. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება
1. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. სახელმწიფო შესყიდვების განყოფილება:
ა) განსაზღვრავს წლის განმავლობაში მოთხოვნების საფუძველზე შესასყიდ მომსახურებასა და საქონელს, ადგენს შესყიდვების გეგმას და წარადგენს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვებს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარადგენს ანგარიშებს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ვადებში;
გ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინირებულად ახორციელებს ტენდერებისა და ფასთა კოტირების ჩატარების ტექნიკურ ორგანიზაციას და უზრუნველყოფას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 21🔗. საფინანსო განყოფილება
1. საფინანსო განყოფილება უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივ უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საფინანსო განყოფილება:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს საფინანსო საქმიანობას საჯელაღსრულების დაწესებულებათა შესაბამის ქვედანაყოფებში;
გ) საქმიანობის პროცესში ასრულებს დეპარტამენტის ხელმძღვანელობისა და სამინისტროს მითითებებს ფინანსური და მატერიალური რესურსების ეკონომიური ხარჯვის თაობაზე და ატარებს ამ მიმართულებით პრაქტიკულ ღონისძიებებს;
დ) ახორციელებს წინა და მიმდინარე პერიოდის მონაცემების სტატისტიკურ დამუშავებასა და ანალიზს, დეპარტამენტის საფინანსო საქმიანობის სრულფასოვან პროგნოზს;
ე) ადგენს მომავალი წლის საბიუჯეტო პროექტს;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სასჯელაღსრულების დეპარტამენტსა და სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო ხაზინასა და სამინისტროსთან ურთიერთობებში;
ზ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
თ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 22🔗. ბუღალტერია
1. ბუღალტერია უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეს ფინანსურ დარგში და სამსახურებრივი უფლება-მოვალეობათა განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. ბუღალტერია:
ა) უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს საბუღალტრო საქმიანობას;
ბ) აკონტროლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებათა საბუღალტრო საქმიანობას;
გ) ახორციელებს სასჯელაღსრულების სისტემაზე რიცხული მატერიალურ-ტექნიკური ფასეულობების, შეიარაღების, სასჯელაღსრულების სისტემისათვის განხორციელებული მომსახურების ხარჯებისა და ანგარიშგების აღრიცხვიანობას;
დ) იღებს ან/და ადგენს დეპარტამენტის, სასჯელაღსრულების დაწესებულებების ბუღალტრულ ანგარიშებს და, შესაბამისად, ადგენს ნაერთ ბუღალტრულ ანგარიშებს;
ე) ახორციელებს ანგარიშსწორებას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ;
ვ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ზ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 23🔗. საზოგადოებრივი მისაღები
1. საზოგადოებრივი მისაღები უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას ანგარიშვალდებულია მის წინაშე.
2. საზოგადოებრივი მისაღები:
ა) ორგანიზებას უწევს, აწესრიგებს დეპარტამენტში პატიმართა და მსჯავრდებულთა ახლობლების, ადვოკატების, სხვა დაინტერესებული პირების და მათი განცხადება-საჩივრების მიღებას; დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლებთან მათ შეხვედრას;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ადვოკატთა, მოქალაქეთა განცხადება-საჩივრებზე დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების რეაგირების შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და დეპარტამენტის შესაბამისი ქვედანაყოფისათვის მიწოდებას;
გ) ახორციელებს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მუხლი 24🔗. კანცელარია
1. კანცელარია ექვემდებარება უშუალოდ დეპარტამენტის თავმჯდომარეს და თავისი ამოცანების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის თავმჯდომარის წინაშე.
2. კანცელარია:
ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციების აღრიცხვას, დამუშავებას, განაწილებას, საიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) კონტროლს აწესებს დოკუმენტაციის დროულად შესრულებასა და ჩამოწერაზე, ახორციელებს დოკუმენტაციის საარქივო დამუშავებას;
გ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
დ) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.