⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.01.2011)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 27.02.2009
ძალის დაკარგვა 31.01.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს იუსტიციის მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.027.012.842
გამოქვეყნების წყარო სსმ, 23, 04/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 886 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.02.2009 მიღება
31.01.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:63.0pt .75in 45.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.220.020.22.027.012.842 საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება №52 2009 წლის 27 თებერვალი ქ. თბილისი მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მოქალაქეობის საკითხებზე განცხადების და წარდგინების განხილვის წესის თაობაზე დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 30 იანვრის №34 ბრძანებულების მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. განისაზღვროს მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ზაზა სუხიშვილი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე – კომისიის თავმჯდომარე; ბ) ლაშა გურგენიძე – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამმართველოს უფროსი – კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) ანა ძაძამია – ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი – კომისის წევრი; დ) ჯუმბერ კოპალიანი – არქეოლოგიური კვლევის ცენტრი – კომისიის წევრი; ე) ვახტანგ გურული – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი – კომისიის წევრი; ვ) ნინო შარაშენიძე – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ასისტენტ პროფესორი – კომისიის წევრი. 2. დამტკიცდეს მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის თანდართული დებულება. 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული მოქალაქეობის საკითხა მუდმივმოქმედი კომისიის შემადგენლობისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №15 ბრძანება. 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ეს დებულება განსაზღვრავს მოქალაქეობის საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნისა და საქმიანობის წესს და მის უფლებამოსილებას. 2. კომისია შექმნილია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 26-ე, 28-ე და 29-ე მუხლების შესაბამისად საქართველოს მოქალაქედ მიღებისა და საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შესამოწმებლად. 3. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 3 წევრით. კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.     მუხლი 2🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზება 1. კომისიის სხდომებს იწვევს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თავმჯდომარეს ჰყავს მოადგილე, რომელიც ასრულებს თავმჯდომარის უფლებამოსილებას მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის სხდომები მოიწვევა პერიოდულად. კომისიის სხდომების მოწვევისა და მუშაობის ორგანიზებას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამოქალაქო რეესტრის სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). 4. კომისიის სხდომის დროსა და სხდომის დღის წესრიგს სააგენტოს წარდგინებით ამტკიცებს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის სხდომის დრო და სხდომის დღის წესრიგი წინასწარ ეცნობებათ კომისიის წევრებს. 5. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის საქმისწარმოებას უზრუნველყოფს კომისიის სხდომის მდივანი, რომელიც არ არის კომისიის წევრი. 7. კომისიის სხდომა ფორმდება კომისიის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და მდივანი. 8. კომისიის გადაწყვეტლებაში აღინიშნება მისი მიღების თარიღი, რიგითი ნომერი და საფუძვლები. კომისიის გადაწყვეტილებას ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.     მუხლი 3🔗. კომისიის კომპეტენცია კომისიის უფლებამოსილებას განეკუთვნება: ა) საქართველოს მოქალაქედ მისაღებად/მოქალაქეობის აღსადგენად სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის საჭირო მოთხოვნების შემუშავება; ბ) სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შესამოწმებლად ტესტების შედგენა, განხილვა და დამტკიცება; გ) საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის დონის შემოწმება და შეფასება.     მუხლი 4🔗. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვების მსურველ პირთა ცოდნის დონის შემოწმების წესი 1. კომისიის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველ პირთა სახელმწიფო ენის, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების დადგენილ ფარგლებში ცოდნის შემოწმება ხდება კომისიის მიერ შემუშავებული წესის შესაბამისად. 2. საქართველოს მოქალაქეობის მიღების/აღდგენის მსურველი პირის ცოდნის დონის შემოწმების შედეგად კომისია იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს; ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს. 3. კომისიის დასკვნა ტესტირების შედეგებთან ერთად დაერთვება პირის პირად საქმეს.     მუხლი 5🔗. დასკვნითი დებულებანი 1. კომისიის სხდომის ოქმები, გადაწყვეტილებები და საქმისწარმოების სხვა მასალები ინახება სააგენტოში კანონმდებლობის შესაბამისად. 2. ამ დებულებასა და კომისიის შემადგენლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.