„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.845
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №282
2009 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 47-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.2007წ., №186, მუხ.2092) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. 41 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 41
სამინისტროს სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს ყოველთვიურად დაუწესდეთ ფულად სარგოზე შემდეგი ოდენობის დანამატი:
ა) 25 ლარი – სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს და სამინის-ტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) საბრძოლო მომზადების ცენტრის (სამმართველო) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს;
ბ) 9 ლარი – სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებს, გარდა საბრძოლო მომზადების ცენტრის (სამმართველო) სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეებისა.“.
2. პირველი მუხლით დამტკიცებული №7 დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2009 წლის 1 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
ი. მერაბიშვილი
დანართი№7
საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის სამმართველო
| თანამდებობა | თანამდებობრივი სარგოს განაკვეთი (ლარი) |
| სამმართველოს უფროსი | 2460 |
| სამმართველოს უფროსის მოადგილე | 2410 |
| განყოფილების უფროსი | 2370 |
| განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა ინსპექტორი | 2220 |
| უფროსი ინსპექტორი | 900 |
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 02.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №282. სარეგისტრაციო კოდი — 140.130.000.22.034.012.845.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ფულადი სარგოს (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და დანამატის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1634 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №282, 02.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.012.845 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82534/