,,საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№55
სარეგისტრაციო კოდი
110.030.000.22.027.012.847
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 24, 05/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 110.030.000.22.027.012.847

საქართველოს იუსტიციის

მინისტრის ბრძანება №55

2009 წლის 5 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებაში დამატების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს მთავარი პროკურატურის სამსახურებრივი ინსპექტირების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 27 ნოემბრის №279 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 61მუხლი:

     „მუხლი 61. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე

1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მთავარი პროკურორი.

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ეცნობა დეპარტამენტის მუშაკთა მიერ წარმოდგენილ დასკვნებს და საჭიროების შემთხვევაში წინადადებებს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს;

გ) ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის და მთავარი პროკურორის წინაშე.

4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის ან მის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი