⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.04.2010)
გაუქმებულია:

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 01.04.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №124
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.848
გამოქვეყნების წყარო სსმ, 24, 05/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,634 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
01.04.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.9pt 1.0in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.012.848 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №124 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის VIII თავის და „საქართველოს ფინანსთა სამინის-ტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება“. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. ბაინდურაშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება თავი I. ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო დებულება ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) ცენტრალური აპარატის, ტერიტორიული ორგანოების და განსაკუთრებული ნიშნით შექმნილი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოხელეებზე (გარდა იმ მოხელეებისა, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ფინანსთა მინისტრი) და განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის წესს.  თავი II. საკონკურსო-საატესტაციო კომისია     მუხლი 2🔗. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზნები და ფუნქციები 1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია: ა) შემოსავლების სამსახურის ცენტრალურ აპარატში, ტერიტორიულ ორგანოებსა და განსაკუთრებული ნიშნით შექმნილ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების გამოვლენა; ბ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების შესახებ გადაწყვეტილების მიღება. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) კონკურსანტის/ატესტანტის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება; ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შესახებ გადაწყვეტილების წარდგენა.     მუხლი 3🔗. კომისიის შემადგენლობა 1. მოხელეებისათვის/კანდიდატებისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ საკითხებს განსაზღვრავს კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი შემოსავლების სამსახურის უფროსის წარდგინებით, ხოლო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ახორციელებს თავმჯდომარის უფლებამოსილებებს მისი არყოფნის შემთხვევაში. 3. კომისიის წევრთა რაოდენობას და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ დამოუკიდებელი სპეციალისტები.     მუხლი 4🔗. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა 1. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა. 2. კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს კომისიის თავმჯდომარე. 3. ამ მუხლის შესაბამისად შექმნილი კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა, კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისას, ხელმძღვანელობს ამ ბრძანებით გათვალისწინებული დებულებებით.     მუხლი 5🔗. კომისიის რეგლამენტი 1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად, გარდა ამ დებულების მე-16 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც კეთდება აღნიშვნა. თავი III. კონკურსი     მუხლი 6🔗. კონკურსის მიზანი კონკურსის მიზანია მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნ პირთა შერჩევა.     მუხლი 7🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსს მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად აცხადებს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი ამ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის წინადადებით. 2. კონკურსი ცხადდება ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში. 3. კომისიის სხდომა ტარდება კონკურსის შესახებ შეტყობინების გამოქვეყნების დღიდან არა უადრეს სამი კვირისა.     მუხლი 8🔗. კომისიის სამდივნო 1. კონკურსის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო). სამდივნოს ხელმძღვანელობს სამდივნოს უფროსი, რომელიც სამდივნოს წევრებთან ერთად ინიშნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. 2. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად ყველა აუცილებელი ორგანიზაციული საკითხის გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და დოკუმენტების კომისიისათვის წარდგენა. 3. კონკურსის დამთავრებისა და მისი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სამდივნო წყვეტს არსებობას.     მუხლი 9🔗. მოთხოვნები, რომლებიც წაეყენება მოხელის კანდიდატს კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელსაც აქვს კონკურსით დასაკავებელი თანამდებობის შესაბამისი უმაღლესი განათლება და გამოცდილება, მიაღწია 21 წლის ასაკს, ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას და აკმაყოფილებს შემოსავლების სამსახურის მიერ განსაზღვრულ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.     მუხლი 10🔗. კონკურსისათვის წარსადგენი საბუთები კონკურსში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატმა კომისიის სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება კომისიის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს: ა.ა) კანდიდატის სახელს და გვარს; ა.ბ) დასაკავებელ თანამდებობას; ა.გ) კანდიდატის ხელმოწერას. ბ) ავტობიოგრაფია; გ) განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა; დ) შრომის წიგნაკი (არსებობის შემთხვევაში); ე) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.     მუხლი 11🔗. კანდიდატის უფლება, შეცვალოს განცხადებაში მითითებული საკონკურსო ადგილი კანდიდატს რეგისტრაციის ვადის განმავლობაში უფლება აქვს გამოიტანოს განცხადება ან შეცვალოს საკონკურსო ადგილი შესაბამისი განცხადებით.     მუხლი 12🔗. კონკურსის პირობები 1. კონკურსი შეიძლება ჩატარდეს გასაუბრების ან/და ტესტირების ფორმით. 2. გასაუბრების ან/და ტესტირების თემატიკის შესახებ კანდიდატები კონკურსამდე ერთი კვირით ადრე მაინც უნდა იყვნენ ინფორმირებული.     მუხლი 13🔗. ტესტირება 1. ტესტირება ტარდება წერილობითი ფორმით. ტესტირების თემატიკას და პროგრამას საჯარო მოხელეთა მიერ დასაკავებელი თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს კომისია. 2. ტესტირების პროგრამა ექვემდებარება გამოქვეყნებას.     მუხლი 14🔗. გასაუბრება კანდიდატის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასება შესაძლებელია ზეპირი გასაუბრების გზით.     მუხლი 15🔗. კომისიის მიერ კანდიდატურების განხილვა კომისია ტესტირების და გასაუბრების შედეგებს განიხილავს კანდიდატების დაუსწრებლად.     მუხლი 16🔗. კენჭისყრის წესი და გადაწყვეტილების მიღება 1. გადაწყვეტილების მისაღებად კომისია თავის სხდომაზე ატარებს ღია კენჭისყრას. 2. ყოველ ვაკანტურ ადგილზე კონკურსში მონაწილე თითოეულ კანდიდატს კენჭი ეყრება ცალ-ცალკე. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით, დამსწრე წევრთა საერთო რიცხვიდან. 4. იმ კანდიდატების მიმართ, რომლებმაც თანაბარი ხმები მიიღეს, ხელახლა ეწყობა კენჭისყრა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრისას, კანდიდატების მიერ ხმების თანაბარი რაოდენობის მიღების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატს, ვისაც აქვს სამეცნიერო ხარისხი ან სპეციალობით მუშაობის მეტი სტაჟი, ამავე დროს ყურადღება ექცევა კანდიდატის საქმიან რეპუტაციას და კომუნიკაბელურობას. 6. კონკურსში გამარჯვებულ კანდიდატზე იწერება მოტივირებული დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები.     მუხლი 17🔗. კონკურსის შედეგები 1. ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კომისია წამოაყენებს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წამოყენებაზე. 2. კომისიის თავმჯდომარე, მისი არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი წევრი, გადაწყვეტილების გამოტანიდან არა უგვიანეს 5 დღისა წერილობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს კი – კომისიის მიერ კანდიდატის წამოყენების ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის თქმის შესახებ. 3. შემოსავლების სამსახურის უფროსს, საჭიროების შემთხვევაში მინისტრს, კონკურსის შედეგების შესახებ მოხსენდება კონკურსის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 4. კანდიდატის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირი, კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის თაობაზე.     მუხლი 18🔗. ჩაშლილი კონკურსი კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკონკურსო- საატესტაციო კომისია უარს განაცხადებს თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე. თავი IV. მოხელის ატესტაცია     მუხლი 19🔗. ატესტაციას დაქვემდებარებული პირი 1. ატესტაციას ექვემდებარება: ა) შემოსავლების სამსახურის მოხელე 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) შემოსავლების სამსახურის მოხელე, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) კანდიდატი მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავონ. 2. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) შემოსავლების სამსახურის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი; ბ) შემოსავლების სამსახურის მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით.     მუხლი 20🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს მის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე მაინც.     მუხლი 21🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე 2 კვირით ადრე დგება დახასიათება მოხელის უშუალო ხელმძღვანელის მიერ, რომელიც მოიცავს პირის ყოველმხრივ შეფასებას, მის ინდივიდუალურ თვისებებს. 2. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაცია ტარდება გასაუბრებით და/ან ტესტირებით. ტესტირების თემატიკას მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი. 4. კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ეცნობა მასზე წარმოდგენილ დახასიათებას, ხოლო ტესტირების ჩატარების შემთხვევაში ასევე ამოწმებს ტესტირების შედეგებს. 5. მოხელის არასაპატიო მიზეზით ატესტაციაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი განიხილება მის დაუსწრებლად.     მუხლი 22🔗. მოხელის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების წესი განისაზღვრება ამ დებულების მე-16 მუხლის შესაბამისად. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) შეეფერება დაკავებულ თანამდებობას; გ) ნაწილობრივ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას) და ერთი წლის შემდეგ გაივლის ხელახალ ატესტაციას; დ) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროა მისი ჩამოქვეითება; ე) არ შეეფერება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 3. კომისია იღებს მოტივირებულ გადაწყვეტილებას მოხელის შეფასების თაობაზე, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის დამსწრე წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ მოხელეს ეცნობება გადაწყვეტილების მიღებიდან ორი დღის ვადაში.     მუხლი 23🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგები შემოსავლების სამსახურის უფროსს მოხსენდება ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. შემოსავლების სამსახურის უფროსი კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას მიღწეული მაღალი მაჩვენებლებისათვის მოხელის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი V. დავების გადაწყვეტა     მუხლი 24🔗. ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტა 1. დავები, რომლებიც წარმოიშობა ატესტაციასთან/კონკურსთან დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით შეიძლება შეიქმნას საპრეტენზიო კომისია, რომლის მუშაობის წესს განსაზღვრავს შემოსავლების სამსახურის უფროსი.