,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№45
სარეგისტრაციო კოდი
480.010.000.22.030.012.852
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.012.852

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის

ბრძანება №45

2009 წლის 2 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების” მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებით (სსმ III, 19.06.2007 წ., №84, მუხ. 908) დამტკიცებულ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულებაში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-2 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) არსებულ საქართველოს წარმომადგენლობებთან და მისიებთან, აგრეთვე, საქართველოში აკრედიტებულ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან მჭიდრო თანამშრომლობა, სათანადო ინსტრუქციების შემუშავება და ინფორმაციის გაცვლა.“;

ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან (გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო) თანამშრომლობის გზით.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფის საქმიანობას;

ბ) კურირებს საქართველოში არსებული კონფლიქტების მოგვარების ხელშესაწყობად დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელებულ მუშაობას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომლთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში;

ე) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა უფლება-მოვალეობებს;

ვ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.“.

3. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

,,6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.“.

4. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა გაეროსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;“.

5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) საქართველოში არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი მეთოდებით მოგვარების ხელშეწყობა ეუთოსთან და საქართველოს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის გზით;“.

6. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

,,3. ევროპის საბჭოს სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:

ა) ევროპის საბჭოსთან საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის მიმართულებით მუშაობა და ამ მხრივ სამინისტროს ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა სათანადო ინფორმაციითა და რეკომენდაციებით შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში ევროპის საბჭოსა და საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება;

გ) ევროპის საბჭოს წინაშე საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ზედამხედველობა;

დ) ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფალთა კონგრესში საქართველოს დელეგაციებთან თანამშრომლობა;

ე) ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელსა და ევროპის საბჭოს თბილისის საინფორმაციო ბიუროსთან თანამშრომლობა;

ვ) საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ პროექტებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა;

ზ) ოფიციალური ვიზიტებისა და შეხვედრებისათვის კომპეტენციის ფარგლებში სასაუბროების მომზადება და შეხვედრებში მონაწილეობის მიღება;

თ) ევროპის საბჭოს კომიტეტებში, კონფერენციებსა და სხვადასხვა ღონისძიებებში ქართველი ექსპერტების მიერ გაწეული საქმიანობის მონიტორინგი;

ი) ევროპის საბჭოს სტრუქტურებში განსახილველ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს პოზიციის შემუშავებაში მონაწილეობა;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ევროსაბჭოში საქართველოს მიერ საწევრო შენატანების კონტროლის განხორციელება;

ლ) ევროპის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლად წარდგენასთან დაკავშირებული საქმიანობის საერთო კოორდინაცია.“.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გ. ვაშაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.03.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
„,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 02.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №45. სარეგისტრაციო კოდი — 480.010.000.22.030.012.852.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 14 ივნისის №109 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““, №45, 02.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 480.010.000.22.030.012.852 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82570/