„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 29.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №52
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.857
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.03.2010
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 31.01.2006
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.857
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის
ბრძანება №52
2009 წლის 2 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრს დებულების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №52 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“ და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №36 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე“.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ვაშაძე
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს სისტემის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. აგრეთვე საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვასა და გამოყენებას.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საქართველოს პარლამენტის მიერ განსაზღვრული და საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმართული საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური კურსის შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმება, კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით, დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსურ ვალდებულებათა დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს საფინანსო სისტემის სრულყოფასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
დ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამინისტროს მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების განაკვეთებს, მონაწილეობას ღებულობს საშტატო ნუსხის პროექტის მომზადებაში, განიხილავს და ითანხმებს პრემიებისა და დახმარების ფინანსური უზრუნველყოფის საკითხებს;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემავალი წერილების მიღება და გაგზავნა;
ვ) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ზ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფებში, ამ ქვედანაყოფების ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით, საფინანსო-საბუღალტრო საქმიანობაზე პასუხისმგებელ პირთა დანიშვნისა ან/და გათავისუფლების შესახებ წარდგინებების მომზადება;
თ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საფინანსო საქმიანობის ანალიზი, საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებათა (ბალანსების) მიღება-გადამოწმება (კამერალური წესით), ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
ი) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური დაწესებულებებისა და საკონსულო წარმომადგენლობების საბუღალტრო ანგარიშგების ანალიზისა და კონტროლის განხორციელება და ამ დაწესებულებათა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მდგომარეობის პერიოდული შესწავლა;
კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ წარმომადგენლობებში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
ლ) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში სახელმწიფო შესყიდვების გეგმის პროექტის შემუშავება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების მოთხოვნათა სრული დაცვით;
მ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
ნ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული განცხადებების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;
ო) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღების უზრუნველყოფა;
პ) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოპერატიული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
ჟ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და მეთოდური ლიტერატურითა და ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
რ) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ წარმოდგენილი განაცხადების განხილვისა და შესწავლის საფუძველზე სამინისტროს ბიუჯეტის პროექტის მომზადება და დაგეგმვა;
ს) საქართველოს პარლამენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების შემდგომ, მინისტრის მიერ დასახული პრიორიტეტების მიხედვით და ამოცანების შესაბამისად, სამინისტროს ცენტრალური აპარატისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ბიუჯეტების ფორმირება, განაწილება და დაყვანა საბიუჯეტო ერთეულებამდე;
ტ) სამინისტროს სისტემის სტრუქტურული ქვედანაყოფების დამტკიცებული ბიუჯეტის შესაბამისად, ფინანსური უზრუნველყოფა, საფინანსო საქმიანობის საერთო კოორდინაცია და ხელმძღვანელობა;
უ) სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების უზრუნველსაყოფად, საზღვარგარეთ საქართველოს ქვედანაყოფების ფინანსური მდგომარეობის შესწავლა და შესაბამისი მეთოდური დახმარების გაწევა;
ფ) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად წარმართვის უზრუნველყოფა;
ქ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და შესასრულებელ სამუშაოთა შესყიდვის უზრუნველყოფა;
ღ) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება, განაწილება (შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება) და მისი დაცვის კონტროლი;
ყ) სამინისტროს სისტემის შენობა-ნაგებობების დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
შ) შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
ჩ) სამინისტროს სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება;
ც) მინისტრის მიერ მთავრობის სამოქმედო გეგმის მიხედვით დასახული პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფა;
ძ) საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში საფინანსო პოლიტიკის სრულყოფის შესახებ წინადადებების შემუშავება.
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
3. სამსახურის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის მიერ თავისი ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ბ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თავის მოადგილეებსა და სამმართველოს უფროსებს შორის;
დ) მონაწილეობს სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ მოწვეულ თათბირებში;
ე) სამინისტროს ხელმძღვანელობას მოახსენებს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც განეკუთვნება სამსახურის კომპეტენციას;
ვ) პასუხისმგებელია სამსახურის კადრების შერჩევასა და მათ შორის ფუნქციათა განაწილებაზე;
ზ) განიხილავს და შეითანხმებს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა საზღვარგარეთ მივლინებაში გაგზავნის ფინანსური უზრუნველყოფის თაობაზე;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების ან დაწინაურების შესახებ;
ი) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების თაობაზე;
კ) შეითანხმებს სამსახურის თანამშრომელთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს;
ლ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე.
6. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს მასზე დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად;
ბ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით ხელს აწერს სამსახურის დოკუმენტაციას;
გ) წარუდგენს სამსახურის უფროსს კანდიდატურებს დასანიშნად, დასაწინაურებლად და წასახალისებლად;
დ) სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ხელმძღვანელობს სამსახურის მიმდინარე საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის წინაშე თავისი ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ე) შეიმუშავებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს თანამშრომელთა შვებულებით სარგებლობის გრაფიკს;
ვ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამსახურის უფროსის დავალებათა შესაბამისად.
მუხლი 4🔗. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები
1. ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მინისტრის მიერ დასახულ კონკრეტულ მიმართულებათა მიხედვით, სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად, სამინისტროს ბიუჯეტის ფორმირება და დაყვანა საბიუჯეტო ერთეულებამდე;
ბ) დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში, სამინისტროს ცენტრალური აპარატის, საზღვარგარეთის ქვეყნებში არსებული საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ფინანსური ვალდებულებების შესრულებისათვის ბიუჯეტების დაგეგმვა და დაფინანსების უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს ბიუჯეტის დაგეგმვის სრულყოფასთან დაკავშირებული საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების, ინსტრუქციებისა და მეთოდური მითითებების პროექტების მომზადება და წინადადებების შემუშავება;
დ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
2. აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სისტემაში ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმართვის ხელშეწყობა, მათ მიერ წარმოდგენილ ანგარიშგებათა (ბალანსების) მიღება-გადამოწმება (კამერალური წესით), ნაერთი ანგარიშგების შედგენა და დადგენილ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარდგენა;
გ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების საბუღალტრო ანგარიშგების ანალიზისა და კონტროლის განხორციელება და ამ დაწესებულებათა საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების მდგომარეობის პერიოდული შესწავლა;
დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ცენტრალურ აპარატში და დიპლომატიურ დაწესებულებებში არსებულ ძირითად საშუალებათა ბალანსიდან ჩამოწერისათვის შესაბამისი დოკუმენტაციისა და წინადადებების მომზადება;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
3. სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სამინისტროს საჭიროებისათვის საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოთა შესყიდვების დაგეგმვა, ორგანიზაცია და განხორციელება;
ბ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებასთან დაკავშირებული განცხადებების, დოკუმენტაციისა და შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების პროექტების შემუშავება;
დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგი, საქონლის, მომსახურებისა და შესრულებულ სამუშაოთა მიღების უზრუნველყოფა;
ე) კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, ოპერატიული, ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წარსადგენად;
ვ) საზღვარგარეთ სამინისტროს ქვედანაყოფების მიერ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი და მეთოდური ლიტერატურითა და ინსტრუქციებით უზრუნველყოფა;
ზ) სამსახურის ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.
4. საინფორმაციო-ტექნოლოგიების უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების თანამედროვე, აპრობირებული კომპიუტერული სისტემებით უზრუნველყოფა;
ბ) სამინისტროს სისტემაში არსებული მონაცემთა ბაზების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება, დანერგვა და გამოყენება;
გ) კომპიუტერული სისტემების გამართული და ეფექტური მომსახურებისათვის, ინფორმაციის დაცვის საიმედო, თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენების უზრუნველყოფა;
დ) სამინისტროში არსებული ლოკალური კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, კომპიუტერული ტექნიკის პროგრამული და სისტემური მომსახურება;
ე) სამინისტროს საერთაშორისო კომპიუტერული ქსელით (ინტერნეტი) უწყვეტად სარგებლობის ორგანიზება და სამინისტროს ოფიციალური ელექტრონული გვერდის (ვებგვერდი) ადმინისტრირება;
ვ) სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში ელექტრონული კავშირის სისტემის გამართული ფუნქციონირების ორგანიზება და ამ მიზნით სათანადო წინადადებების შემუშავება;
ზ) სამინისტროში მომხმარებლებთან მუშაობა, კომპიუტერულ და პროგრამულ პაკეტებზე მუშაობის წესების ახსნა, მომხმარებელთათვის წამოჭრილი პრობლემების გადაწყვეტა, პერიოდული სწავლების მოწყობა, შესაბამისი პროგრამული რესურსების რაციონალური განაწილება;
თ) სამინისტროს სპეციფიკიდან გამომდინარე, კონკრეტული დანიშნულების პროგრამების მოძიება, შეგროვება, ახლის შექმნა და დაინტერესებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მათი დანერგვა;
ი) საცნობარო, საძიებო, ანალიტიკური და ექსპერტული კომპიუტერული სისტემების შემუშავება;
კ) სამინისტროს პროგრამული და ადმინისტრაციული მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მათთან დაკავშირებით საზღვარგარეთის ქვეყნებთან და დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ტექნიკური დახმარებისა და თანამშრომლობის პროექტების შემუშავება.
5. მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) სამინისტროს უძრავი და მოძრავი ქონების აღრიცხვა და მისი დაცვის კონტროლი;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, დაპროექტების, მშენებლობის, კაპიტალური შეკეთებისა და სარეკონსტრუქციო სამუშაოთა ორგანიზება და მათი ტექნიკური ზედამხედველობა;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, შენობა-ნაგებობების, საინჟინრო სისტემების და კომუნიკაციების ტექნიკური მომსახურება, მათი ექსპლუატაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვის ორგანიზება;
დ) სამინისტროს შიდა სატელევიზიო ქსელით უზრუნველყოფა, ბალანსზე რიცხული კომპიუტერული და ორგტექნიკის მიმდინარე და კაპიტალური შეკეთება, მათი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, შიდა სატელეფონო და საერთაშორისო კავშირების ორგანიზება;
ე) მატერიალურ-ტექნიკური რესურსების საჭიროებაზე სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ანალიზი;
ვ) დიპლომატიური წარმომადგენლობების კუთვნილი და იჯარით აღებული შენობების ნორმალური საექსპლუატაციო დონის უზრუნველყოფაზე კონტროლი; საწარმოო საშუალებების აღნუსხვის, მოვლის და ჩამოწერის პროცედურების ორგანიზება;
ზ) სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტისა და უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობებისა და პასპორტების, სხვადასხვა სამოქალაქო აქტების ჩანაწერებისა და მკაცრი აღრიცხვის ბლანკების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და დადგენილი წესით შესაბამის დაწესებულებებზე განაწილებისა და გაგზავნის ორგანიზება;
თ) სამინისტროს მიერ შესყიდული მატერიალური ფასეულობების მიღება, აღრიცხვა და დასაწყობება, სამინისტროს თანამშრომლების მოთხოვნით მატერიალურ ფასეულობათა დროულად მიწოდება, შესაბამისი მოთხოვნა-მიწოდების დოკუმენტაციის წარმოება;
ი) სხვადასხვა დელეგაციებისა და მაღალი რანგის სტუმრებისათვის შეძენილი სამახსოვრო სუვენირების მიღება, აღრიცხვა, დასაწყობება და დანიშნულების შესაბამისად მიწოდება;
კ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული შენობა-ნაგებობების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. სამშენებლო სარემონტო სამუშაოების ტექნიკური დოკუმენტაციით უზრუნველყოფა და მათი ზედამხედველობა;
ლ) ადმინისტრაციული შენობების უწყვეტი ელექტროენერგიით, გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფა. ავტონომიური გათბობისა და საგენერატორო სისტემების, აგრეთვე სხვადასხვა საინჟინრო-კომუნიკაციების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
მ) სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომელთა სამუშაო ოთახების ტექნიკური მდგომარეობის ზედამხედველობა. შენობის სველი წერტილების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და შენობის სანიტარიული მდგომარეობის სათანადო დონის შენარჩუნება;
ნ) კომუნალური და სხვა გადასახადების დროულად გადახდის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის დროულად წარდგენა;
ო) წლის განმავლობაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოთხოვნილი მატერიალური ფასეულობის ანალიზი და მომდევნო წლის შესყიდვების გეგმაში მათი ასახვის მიზნით სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ინფორმაციის მიწოდება;
პ) საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ადმინისტრაციული შენობების მშენებლობისათვის ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადების ორგანიზება და მშენებლობის ზედამხედველობა;
ჟ) საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობისათვის ადმინისტრაციული შენობის შეძენისას მათი ტექნიკური მდგომარეობის შესწავლა და ობიექტთა შეძენის მიზანშეწონილობის დასაბუთება დადგენილი წესით;
რ) სამინისტროს ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ს) საქართველოში დიპლომატიური მისიით ჩამოსული მაღალი რანგის სტუმრების ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურება;
ტ) სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფა.
მუხლი 5🔗. სამსახურში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა
1. სამსახურში სამმართველოს სახით შემავალ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი, კომპეტენციის ფარგლებში:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე სამმართველოს ამოცანებისა და ფუნქციების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე;
ბ) სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში იძლევა მითითებებს სამმართველოზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განსახორციელებლად;
გ) ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის;
დ) მონაწილეობს სამსახურის უფროსის მიერ მოწვეულ თათბირებში;
ე) სამსახურის ხელმძღვანელობას მოახსენებს იმ საკითხების შესახებ, რომლებიც განეკუთვნება სამმართველოს კომპეტენციას;
ვ) სამსახურის ხელმძღვანელობას წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს თანამშრომლების დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების ან წახალისების შესახებ;
ზ) ასრულებს სხვა ფუნქციებს სამსახურის ხელმძღვანელობის დავალებათა შესაბამისად.