საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 26.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.858
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 930 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
26.04.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:44.95pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.858 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №53 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №39 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) შიდა აუდიტის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი, სამინისტროს სისტემის ფარგლებში მონიტორინგისა და აუდიტორული მუშაობის განხორციელება, აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება, ასევე სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. შიდა აუდიტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გაწეული ხარჯების კანონიერებისა და მიზნობრიობის კონტროლი; ბ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვა და შესაბამისი რეაგირებების გატარება; გ) მინისტრის ბრძანებით სამინისტროს სისტემაში მონიტორინგისა და აუდიტური მუშაობის განხორციელება და აღნიშნულის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და აქტების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემაში ხარვეზების აღმოფხვრისა და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვის და მატერიალურ ფასეულობათა დანიშნულებისამებრ გამოყენების, ასევე საკონსულო საქმიანობის შესწავლა და ანალიზი; ვ) ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება.     მუხლი 3🔗. სამსახურის დამოუკიდებლობა 1. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულებისას სამსახური დამოუკიდებელია. 2. დაუშვებელია სამსახურის და სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა. 3. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე.     მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებამოსილება 1. დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად სამსახური უფლებამოსილია: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ჩაატაროს შესაბამისი საფინასო-სამეურნეო და საკონსულო საქმიანობის, სამსახურებრივი, თემატური, დოკუმენტური და კომპლექსური შემოწმებები; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში გამოვლენილი დარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ადგილზე გაეცნოს და გამოითხოვოს სრული ინფორმაცია და დოკუმენტაცია როგორც სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფიდან, ასევე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირებისაგან; დ) მიიღოს წერილები, განცხადებები, საჩივრები და სხვა სახის ინფორმაცია დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებულ მოსამსახურეთა ქმედებაზე; ე) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებთან დაკავშირებით შემოსული განცხადებებისა და საჩივრების განხილვის შემდგომ, დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, რეკომენდაციებით მიმართოს სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომ შესაბამისი ინფორმაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნილ იქნეს გამოძიების მიზნით შესაბამის ორგანოებში; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, წერილობითი ან ზეპირი ახსნა-განმარტება მიიღოს დიპლომატიურ სამსახურში დასაქმებული მოსამსახურისაგან. 2. სამსახური შესაბამისი შემოწმების შედეგების თაობაზე ადგენს დასკვნებს და აქტებს, რომლებშიც უნდა აღინიშნოს გამოვლენილი დარღვევები და რეკომენდაციები პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დაკისრების შესახებ. 3. სამსახურის მოთხოვნა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, დიპლომატიური წარმომადგენლობის და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მოსამსახურეებმა უნდა შეასრულონ მოთხოვნაში მითითებულ ვადებში.     მუხლი 5🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი: ა) პასუხისმგებელია ამ დებულების მოთხოვნათა შესრულებაზე; ბ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა რაოდენობის განსაზღვრის, მათი დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშავებს სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ ინსტრუქციებს, მეთოდოლოგიას და რეკომენდაციებს; ე) წარუდგენს მინისტრს აუდიტორული შემოწმების მასალებიდან გამომდინარე დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის თაობაზე; ზ) ანაწილებს მოვალეობებს სამსახურის უფროსის მოადგილესა და სამსახურის სხვა თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს. 3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც, სამსახურის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მინისტრის და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 6. სამსახურის სხვა თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.