⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (25.05.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 25.05.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.859
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,647 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
25.05.2018 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.030.012.859 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №54 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №45 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; კონცეპტუალურ-სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ახალ საფრთხეებთან და გამოწვევებთან დაკავშირებულ გარემოებათა ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; უსაფრთხოების სფეროში უცხოეთის ქვეყნებთან მრავალმხრივ საფუძველზე თანამშრომლობა; კომპეტენციის ფარგლებში განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები, ამოცანები და უფლებამოსილებანი 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) ინტეგრაციის პროცესის წარმართვა; ბ) ნატოში საქართველოს მისიასთან, საქართველოში ნატოს ოფისთან, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატოს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებში;  გ) თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ორგანიზაციებთან არსებულ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და მისიებთან თანამშრომლობა და საქართველოს სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; დ) საქართველოში აკრედიტებულ თავდაცვის, უსაფრთხოების და შეიარაღებაზე კონტროლის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობებთან და მისიებთან აქტიური თანამშრომლობა და სხვა სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; ე) ახალ საფრთხეებთან – ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკოტრეფიკინგთან, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგი), გლობალურ კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; აღნიშნულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით უცხოეთის ქვეყნებთან თანამშრომლობა და საქართველოს სახელმწიფო უწყებათა თანამშრომლობის კოორდინაცია; ვ) განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის სფეროში საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების კოორდინაცია; ზ) თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებათა შემუშავების პროცესში მონაწილეობის მიღება, ასევე მათი რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ შესაბამის უწყებებთან კონსულტაციის საფუძველზე რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; თ) უცხოელ პარტნიორებთან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრებისათვის სასაუბროების მომზადებისას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი საკითხების ასახვის უზრუნველყოფა. 2. დაკისრებული ფუნქციების და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებთან, აგრეთვე კომპეტენციის ფარგლებში უცხოეთის ქვეყნებთან ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობისა და ურთიერთობათა კოორდინაციის თაობაზე; დ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; ე) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები იმ საკითხთა შესახებ, რომლებიც მიეკუთვნება დეპარტამენტის ფუნქციებსა და ამოცანებს.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ შესაბამის დოკუმენტაციას; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; კ) მინისტრს აბარებს ანგარიშს დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ; ლ) ასრულებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. ნატო-ს სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა; ბ) ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის პრიორიტეტული სფეროების განსაზღვრისათვის წინადადებების შემუშავება; გ) ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; დ) ნატო-ში მიმდინარე პროცესების ანალიზი; ე) ნატო-ში საქართველოს მისიასთან ერთად ნატო-საქართველოს კომისიის ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის გათვალისწინებით ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამების შემუშავებისა და იმპლემენტაციის კოორდინაცია; ზ) ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან საქართველოს შესაბამისი სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის კოორდინაცია; თ) ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში ჩართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად კოორდინირებულად მუშაობა; ი) პროგრამაში „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ და საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის განხორციელებაში მონაწილე შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების ნატო-სთან ურთიერთობათა კოორდინაცია; კ) ნატო-ში საქართველოს მისიასთან ერთად კოორდინირებული და შეთანხმებული მუშაობა; ლ) სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ნატო-ს მეკავშირე ოფიცერთან თანამშრომლობა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩამოყალიბების მიზნით; მ) ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის დაარსების შემდგომ, მის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია, ასევე სამინისტროსა და სამეკავშირეო ოფისს შორის აქტიური თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ნ) საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოსთან და საქართველოში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან აქტიური თანამშრომლობა; ო) კომპეტენციის ფარგლებში ნატოსთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; პ) სამინისტროში ნატო-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირება; ჟ) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კორდინაცია ნატო-ს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილე უცხო ქვეყნის სამხედრო, როგორც საზღვაო, ასევე საჰაერო საშუალებებისათვის; რ) საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო-საჰაერო საშუალებების მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია. 2. ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და რეჟიმებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. საქართველოს მიერ შესაბამის სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულების და მონიტორინგის უზრუნველყოფა; ბ) ტერორიზმთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და სამინისტროს საერთაშორისოსამმართლებრივ და საკონსულო დეპარტამენტებთან ერთად, ადამიანით ვაჭრობასთან (ტრეფიკინგთან) დაკავშირებულ შესაბამის საკითხებზე მუშაობა; გ) კომპეტენციის ფარგლებში მუშაობა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან შეიარაღებული ძალების გაყვანის საკითხებზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამის საერთაშორისო სტრუქტურებთან სამინისტროს თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ვადაგასული და გამოსაყენებლად უვარგისი საბრძოლო მასალების საუტილიზაციო პროექტების განხორციელების მიმართულებით; ე) კომპეტენტურ საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა საქართველოს შესაბამისი დაწესებულებების საჭირო მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (ლაბორატორიული ინვენტარი, სპეციალური მოწყობილობები და ა.შ.) აღჭურვის პროექტების განხორციელების მიზნით; ვ) ეუთოს საინფორმაციო ქსელის ფუნქციონირების უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც ხდება ინფორმაციის გაცვლა „ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ“ ვენის 1999 წლის დოკუმენტის, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების და ღია ცის ხელშეკრულებების შესაბამისად; ზ) საქართველოს მიერ შესაბამისი რეჟიმებით ნაკისრი ვალდებულებებიდან გამომდინარე ინფორმაციის მომზადება და დანიშნულებისამებრ გავრცელება; თ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვაში მონაწილეობის მიღება; ი) დეპარტამენტის ერთიანი სასაუბროების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ) კომპეტენციის ფარგლებში, სამხედროპოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსაციის შესახებ წინადადებათა მომზადება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების მომზადება, შესაბამისი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების გატარების უზრუნველყოფა, მათი იმპლემენტაციისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი საკანონმდებლო აქტების მომზადება; მ) რიგი სახელმწიფო უწყებების მხრიდან, საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და შესაბამისი შეთანხმებების განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებების გატარების პროცესის კოორდინირება კომპეტენციის ფარგლებში; ნ) შესაბამისი პროფილის საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამინისტროს თანამშრომლობის უზრუნველყოფა; ო) საზღვრის დაცვის სფეროსთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა; პ) შავი ზღვის სამხედრო საზღვაო თანამშრომლობის ჯგუფის დაარსების შესახებ შეთანხმების საკითხებზე მუშაობა და სათანადო საექსპერტო ჯგუფებში საქმიანობა; ჟ) სპეციალური დიპლომატიური ნებართვის გაცემის კოორდინაცია უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის; რ) როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო საზღვაო საშუალებებისთვის მრავალეროვნულ სწავლებებსა და ვარჯიშებში მონაწილეობისათვის საჭირო შესაბამისი ნებართვებით უზრუნველყოფის კოორდინაცია.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში სამმართველოს სახით შემავალ ქვედანაყოფებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს სამმართველოს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის მითითებით ახორციელებენ ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.