საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 01.03.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №48
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.861
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,169 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
01.03.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:Geo_Times;} @font-face {font-family:GeoDumba;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:28.0pt; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:18.75pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:31.5pt; font-size:14.0pt; font-family:GeoDumba; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფოსარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.861 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №48 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2007 წლის 2 თებერვლის №19 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა ორმხრივი მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება; დიპლომატიურ საშუალებათა გამოყენება უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვის, სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით; საქართველოს სერთაშორისო კულტურული თანამშრომლობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში ქვეყნის საზღვრებს გარეთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობისათვის ზრუნვა და ქართულ დიასპორასთან კავშირურთიერთობის გაღრმავება; საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანები 1. დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია: ა) საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების საერთაშორისო ეკონომიკური საქმიანობისა და კავშირურთიერთობის კოორდინაცია და მათი შეთანხმებული ურთიერთმოქმედების ხელშეწყობა უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში ერთიანი პოლიტიკური კურსის გატარებისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების მიზნით; ბ) ორმხრივი, მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; გ) დიპლომატიური საშუალებათა გამოყენება პოტენციურ სავაჭრო პარტნიორების შესაბამისი სავაჭრო-ეკონომიკური ინფორმაციის მოძიება-მოპოვებისათვის, ასევე უცხოური საინვესტიციო კაპიტალისა და ტექნიკური დახმარების მოზიდვისათვის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საერთაშორისო, რეგიონალური საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისა და ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით; დ) დადგენილი წესით ეკონომიკური ხასიათის საერთაშორისო ხელშეკრულებების დადების, შესრულების, შეწყვეტისა და მოქმედების შეჩერების შესახებ წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ე) საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ- საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა; ვ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება; ზ) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა; საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა; თ) იუნესკოსთან თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბ- ბინასა და იუნესკოს მუდმივ წარმომადგენლობასთან თანამშრომლობა; ი) დადგენილი წესით კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება; იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) საქართველოს საელჩოებიდან და დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან გამოითხოვოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; გ) მოამზადოს ანგარიში დეპარტამენტის საქმიანობის სფეროში გამართული შეხვედრების შედეგების შესახებ; დ) საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს დაუგზავნოს ინსტრუქციები და რეკომენდაციები მრავალმხრივი და რეგიონალური საგარეოეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის თაობაზე.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) ანაწილებს მოვალეობებს მოადგილეებსა და დეპარტამენტის სხვა მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; დ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ე) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს, თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) წარადგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ზ) ორგანიზებას უკეთებს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; თ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების დანიშვნის, გათავისუფლების, დაწინაურების, წახალისების, ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ი) შუამდგომლობს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია დეპარტამენტის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად; კ) დეპარტამენტის სახელით იძლევა დასკვნებს კომპეტენციის ფარგლებში; ლ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; მ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ნ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და სხვა შესაბამისი აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ანაწილებს და საქმიანობის სფეროებს განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. 6. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი ერთ-ერთი მოადგილე. 7. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი ცალკეული ქვედანაყოფების საქმიანობას; ბ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს დეპარტამენტში შემოსული მასალების განაწილებაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოხელეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის დავალებებით ახორციელებს სხვა უფლება- მოვალეობებს.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები: 1. მრავალმხრივი და რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) რეგიონალური საგარეოეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა და ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე უცხოეთის სახელმწიფოებსა და საერთაშორისო რეგიონალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის საკითხებზე წინადადებათა და რეკომენდაციათა შემუშავება, ასევე რეგიონალური საერთაშორისო ეკონომიკური ხელშეკრულებების დადების, რატიფიცირებისა და დენონსირების შესახებ წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, ქვეყნის, როგორც რეგიონალური სატრანზიტო ცენტრის პოზიციების დამკვიდრებისა და განმტკიცების მიზნით საქმიანობის ხელშეწყობა; გ) ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტული მიმართულებების (ტრანსპორტი, ენერგეტიკა, სატრანზიტო ინფრასტრუქტურა, კომუნიკაციები და სხვ.) ანალიზი რეგიონალურ ჭრილში. შესაბამისი რეკომენდაციების საფუძველზე ოფიციალური ვიზიტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; დ) კომპეტენციის ფარგლებში სუამისა და დსთ-ის ფარგლებში ეკონომიკური პრობლემატიკის დამუშავება, თანამშრომლობის ახალი მიმართულებების შესახებ წინადადებების მომზადება და მათი შემდგომი რეალიზაციის ხელშეწყობა; ე) შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში (BSEC) თანამშრომლობის კოორდინაცია. მის ფარგლებში რეგიონალური პროექტების შემუშავების და რეალიზაციის ხელშეწყობა; ვ) აქტიური მუშაობა პროექტების განვითარების ფონდის (PDF) ფარგლებში; ზ) აქტიური თანამშრომლობა შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკთან (BSTDB) და მჭიდრო ურთიერთობების განმტკიცება BSEC-სა და BSTDBB-ს შორის; თ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს საერთაშორისო სატრანსპორტო და ენერგეტიკულ ქსელებში სრულყოფილი ჩართვის ხელშეწყობა. TRACECA-ს და INOGATE-ს რეგიონალური პროგრამების, NATO-ს ეკონომიკური დირექტორატის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება და ამ მიზნით საქართველოს შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობით ახალი წინადადებების შემუშავება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელების დიპლომატიური უზრუნველყოფა; კ) კასპიის მდიდარი ენერგორესურსების დასავლეთის ბაზრებზე ტრანსპორტირების მიზნით მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებში საქართველოს სრულყოფილი მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებთან, მათ შორის, გაეროს ქვედანაყოფებთან, განყოფილებებთან და სპეციალიზირებულ სააგენტოებთან (ECOSOC, UNECE, UNESCAP, UNDP, WB, IMF, IFC, ICAO, FAO, WFP, UNCTAD, UPO, ILO და სხვ.), ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD), ეუთოსთან და ნატოსთან (ეკონომიკური განზომილება) თანამშრომლობის კოორდინაცია; მ) კომპეტენციის ფარგლებში, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO) ურთიერთობის ხელშეწყობა; ნ) თანამშრომლობის გააქტიურება ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან (WIPO), მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციასთან (WCO) და სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ISO); ო) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში დასამტკიცებელი კანონპროექტების, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ წინადადებების მომზადება საერთაშორისო ორგანიზაციებსა და კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების მოთხოვნათა გათვალისწინებით; პ) ძირითად ეკონომიკურ პარტნიორ ქვეყნებთან, ასევე საერთაშორისო ეკონომიკურ და საფინანსო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა პრობლემატიკის, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტებისა და რეალიზაციის გზების მიმართულებით ანალიტიკური მასალების მომზადება; ჟ) საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების მიმართ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგი და მათ შესრულებაზე კონტროლის დაწესება; რ) კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების შემუშავება საგარეო-სავაჭრო პოლიტიკის ძირითადი პრინციპების და მიმართულებების ჩამოყალიბებაზე; ს) საქართველოს შეჯერებული პოზიციის ჩამოყალიბება მრავალმხრივი სავაჭრო სისტემის სრულყოფის მიზნით მიმდინარე მრავალმხრივი მოლაპარაკებებისათვის და ამ სისტემაში ჩართვის მსურველ ქვეყნებთან ორმხრივი მოლაპარაკებებისათვის; ტ) სატრანსპორტო – სატრანზიტო სექტორში არსებული საქართველოს შედარებითი უპირატესობების სრული ათვისების ხელშეწყობა; უ) პრიორიტეტების მიხედვით რეგიონალურ და საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს კონტრიბუციების სათანადო და კომპლექსური უზრუნველყოფა; ფ) ურთიერთობების გააქტიურება დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფთან (G11); ქ) ღვინით ვაჭრობის მსოფლიო ჯგუფში (WWTG) საქართველოს გაწევრიანებისა და კომპეტენციის ფარგლებში შემდგომი კოოპერირების დიპლომატიური უზრუნველყოფა; ღ) კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს მიმზიდველ საერთაშორისო საფინანსო ცენტრად ჩამოყალიბების ხელშეწყობა. 2. უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორ ტის ხელშეწყობის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო არენაზე საქართველოს ეკონომიკისა და ინვესტიციებისათვის მიმზიდველი სექტორების წარმოჩენა; ბ) კომპეტენციის ფარგლებში ტრადიციულ ბაზრებზე საქართველოს ექსპორტის პოზიციების გამტკიცება და ახალი ბაზრების მოძიების ხელშეწყობა, ამ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის, დამკვიდრებისა და წინსვლის მიზნით; გ) სხვადასხვა ქვეყნებთან არსებული ორმხრივი სამთავრობათაშორისო სავაჭრო-ეკონომიკური კომისიების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა სათანადო შესრულება;  დ) კომპეტენციის ფარგლებში ინტენსიური მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირთან; ე) დსთ-ის სივრცეში არსებული მრავალმხრივი თავისუფალი სავაჭრო რეჟიმის გადატანა ორმხრივ ფორმატში; ვ) საზღვარგარეთის ქვეყნებთან დადებული ორმხრივი ჩარჩო სავაჭრო-ეკონომიკური, ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და ინვესტიციების წახალისების შესახებ შეთანხმებების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში უცხოურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის გეოგრაფიულ დასახელებათა და წარმოშობის ნიშნების დაცვის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; თ) ინვესტიციების მოზიდვის მიზნით, პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა საქართველოში მიმდინარე საბაზრო ეკნომიკური რეფორმების წარმოჩენისათვის; ი) უცხოური ბაზრების კონკრეტულ სეგმენტებზე/სექტორებზე ქართული საექსპორტო პროდუქციის დამკვიდრების მიზნით, სამარკეტინგო – სარეკლამო ღონისძიებების ხელშეწყობა; კ) საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ საერთაშორისო ბიზნეს-ფორუმებში, გამოფენებში, ბაზრობებსა და სხვა მსგავს ღონისძიებებში ქართველი ბიზნესმენების მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) ქართული საქმიანი წრეების მუდმივი ინფორმირება სხვადასხვა უცხოურ ბაზრებზე არსებული სავაჭრო რეჟიმების შესახებ; მ) ქართველ და უცხოელ ბიზნესმენებსა და ბიზნეს-გაერთიანებებს შორის პირდაპირი კავშირების დამყარების ხელშეწყობა; ნ) პარტნიორი ქვეყნების სხვადასხვა სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით სუბრეგიონალურ, რეგიონალურ და გლობალურ ორგანიზაციებთან კონსულტაციების გამართვა ერთიანი პოზიციის შემუშავების მიზნით; ო) ქართული საბანკო და საინვესტიციო სექტორისათვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისათვის და საქართველოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონების პოტენციალის სრულად რეალიზების ხელშეწყობა; პ) საქართველოს, როგორც ეკონომიკურად და ინვესტიციების წახალისების კუთხით მიმზიდველ ქვეყნად ჩამოყალიბების მიზნით, სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ და ეკონომიკურ ორგანიზაციებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვა, რომლებიც ქვეყნებს ანიჭებენ განვითარებისა და საინვესტიციო რეიტინგებს; ჟ) საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენის მიზნით, მჭიდრო თანამშრომლობა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციასთან (WTO). 3. საერთაშორისო კულტურული თანამშრომლობისა და იუნესკოს საქმეთა სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) საერთაშორისო კულტურული, სამეცნიერო და საგანმანათლებლო თანამშრომლობაში საქართველოს მაქსიმალურად ჩართვისა და კულტურულ- საგანმანათლებლო გაცვლების ხელშეწყობა; ბ) ქართული კულტურის წარმოჩენის მიზნით, საზღვარგარეთის ქვეყნებში გამართულ შესაბამის საერთაშორისო ღონისძიებებში საქართველოს სათანადო მონაწილეობის ხელშეწყობა; გ) საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა; დ) კომპეტენციის ფარგლებში, საზღვარგარეთ არსებული საქართველოს კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და დიასპორებთან კავშირების სფეროებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობათა განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების მომზადება და შესრულება; ე) საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან, ქართულ სათვისტომოებთან, აგრეთვე სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ საქართველოსთან მეგობრობის საზოგადოებებთან და ჯგუფებთან ურთიერთკავშირი და თანამშრომლობა, საზღვარგარეთ არსებული ქართველოლოგიური და ქართული კულტურის ცენტრების ჩამოყალიბებისა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა, კომპეტენციის ფარგლებში საზღვარგარეთ ქართული ენის მხარდაჭერა; ვ) გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცასთან (UNESCO) თანამშრომლობის კოორდინაცია, იუნესკოს ეროვნული კომისიის სამდივნოს ფუნქციების განხორცილება და მისი საქმიანობის დიპლომატიური უზრუნველყოფა; იუნესკოს შტაბ- ბინასთან აქტიური თანამშრომლობა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში სხვა საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ორგანიზაციებთან (კულტურის ძეგლთა კონსერვაციისა და რესტავრაციის საერთაშორისო ცენტრთან – ICCROM, ძეგლებისა და ღირშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოსთან – ICOMOS, საერთაშორისო სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრთან და სხვა) საქართველოს თანამშრომლობის განვითარება, ბოლონიის პროცესის ფარგლებში განათლების ერთიან ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი ჩართვის ხელშეწყობა; თ) დადგენილი წესით კულტურის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში საერთაშორისო ხელშეკრულებების და სხვა შესაბამისი დოკუმენტების პროექტების შესრულების თაობაზე წინადადებათა მომზადება; ი) იუნესკოს კომპეტენციის სფეროებში საერთაშორისო კონვენციებთან საქართველოს მიერთების პროცესის კოორდინაციის ხელშეწყობა.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების  ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობას და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს; გ) ახორციელებს ზედამხედველობას სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ანგარიშს წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის თაობაზე; ე) სამმართველოს სახელით იძლევა დასკვნებს; ვ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორისა და დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.