„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 29.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №56
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.863
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,017 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
29.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:Geo_Times;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoTitle, li.MsoTitle, div.MsoTitle {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:16.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.863 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №56 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის №206 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი                        1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა და საქართველოს პარლამენტთან და საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობის კოორდინაცია. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და საქართველოს საგარეო საქმეთა მი­ნისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი კანონპროექტებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება; გ) დიპლომატიური ურთიერთობების სფეროში მოქმედი კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ანალიზის საფუძველზე დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად წინადადებების მომზადება, აღნიშნულ ნორმატიულ აქტებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, მათი გაუქმების ან ახალი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების შესახებ; დ) სამინისტროში მომზადებული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით შესაბამის უწყებებში წარდგენის პროცედურების კოორდინაცია; ე) სამინისტროში სხვა სახელმწიფო დაწესებულებებიდან შემოსული, აგრეთვე სამინისტროს სისტემაში შემუშავებული კანონებისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; ვ) სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შედგენისა და გეგმით გათვალისწინებული კანონპროექტების დადგენილ ვადებში მომზადებასა და წარდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან სათანადო მასალების გამოთხოვა; ზ) სამინისტროს საპარლამენტო მდივნისათვის „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ხელშეწყობა და საქართველოს პარლამენტთან სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია; თ) სამინისტროს კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებული საკანონმდებლო აქტებისა და სარატიფიკაციოდ წარდგენილი საქართველოს საერთაშორისო სამართლებრივი აქტების საქართველოს პარლამენტში განხილვასთან დაკავშირებული ღონისძიებების კოორდინაცია; ი) სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ წარმოდგენილი, რატიფიკაციას დაქვემდებარებული საერთაშორისო სამართლებრივი აქტების და მათთან დაკავშირებული სათანადო მასალების კანონმდებლობით დადგენილი წესით წარდგენის უზრუნველყოფა; კ) საქართველოს მთავრობის სხდომებზე სამინისტროს მიერ წარსადგენ საკითხთა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის სხდომებზე განსახილველი საკითხების თაობაზე სამინისტროს ერთიანი პოზიციის შემუშავებასთან დაკავშირებულ ორგანიზაციულ ღონისძიებათა კოორდინაცია; ლ) მინისტრის სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების ორგანიზება და დადგენილი წესით საქართველოს იუსტიციის სამინისტროში წარდგენის უზრუნველყოფა; მ) შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა საქართველოს ყველა ინსტანციის სასამართლოში; ნ) დიპლომატიური სამსახურის მოსამსახურეთათვის სამართლებრივი საკითხების განმარტება და კონსულტირება; ო) სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებების შესრულება. 2. დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას სამსახური უფლებამოსილია: ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან დროულად მიიღოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც განეკუთვნება სამსახურის საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებს; ბ) სამინისტროდან, სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან კანონმდებლობის შესაბამისად გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; გ) მოამზადოს ანგარიში სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე; დ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს ინფორმაცია, სამინისტროს საქმიანობის მომწესრიგებელ საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე.     მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარ­მარ­თავს სამსახურის საქ­მი­ა­ნო­ბას, აძლევს სამსახურებრივ დავალებებს სამსახურის თანამშრომლებს და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების შესახებ; დ) დადგენილი წესით წარადგენს წინადადებებს სამსახურის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომელთათვის საკლასო ჩინის მინიჭების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტაციას, ვიზას ადებს სამინისტროს სისტემაში შემავალი ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ვ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; ზ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; თ) წარადგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; ი) მინისტრს აბა­რებს ან­გა­რიშს სამსახურის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ; კ) ას­რუ­ლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკე­ულ დავალე­ბებს. 4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. სამსახურის უფროსის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს სამსახურის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მინისტრის და სამსახურის უფროსის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; გ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას; დ) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და სამსახურის უფროსის წინაშე. 6. სამსახურის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.