📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 02.03.2009
ძალის დაკარგვა 29.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №58
სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.865
გამოქვეყნების წყარო სსმ, 25, 06/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,394 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.03.2009 მიღება
29.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.030.012.865 საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ბრძანება №58 2009 წლის 2 მარტი ქ. თბილისი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ  „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 16 ნოემბრის  №206 დადგენილებით  დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2006 წლის 31 იანვრის №53 ბრძანება „საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3.  ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ვაშაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საორგანიზაციო საქმეთა  დეპარტამენტის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საორგანიზაციო საქმეთა  დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის ძირითადი ამოცანაა მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა, რაც მოიცავს სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაციას, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვას, სამინისტროს ერთიანი საქმისწარმოების ფუნქციების განხორციელებას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობას, მინისტრის თათბირებისა და სხდომების ორგანიზებას. დეპარტამენტი ახორციელებს სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის, შიდა ინფორმაციული წესრიგისა და საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლს. 2. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანე­ლობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით და მი­ნისტრის  სამართლებრივი აქტებით.     მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროს ორგანიზაციული და ადმინისტრაციული საქმიანობის უზრუნველყოფა; ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოებისა და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა; გ) სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია, ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვა, საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო საქმისწარმოების განხორციელება; დ) სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, მინისტრისათვის მოხსენება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის მიწოდება, შემსრულებლებამდე დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; ე) სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური კორესპონდენციის მიმოცვლის უზრუნველყოფა, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და არსებული წესის თანახმად სამინისტროს არქივისთვის გადაცემის ორგანიზება; ვ) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის მიერ დანიშნული თათბირების ორგანიზება; ზ) საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა საკონტროლო დავალებათა შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; თ) სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და სამინისტროს ხელმძღვანელობისათვის წარდგენა.     მუხლი 3🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. 3. დეპარტამენტის დირექტორი: ა) წარ­მარ­თავს დეპარტამენტის საქ­მი­ა­ნო­ბას, იძლევა სამსახურებრივ დავალებებს დეპარტამენტის თანამშრომლებზე და ახორციელებს მათი გადაწყვეტილებებისა და საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ბ) ახორციელებს ღონისძიებებს საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტების შესასრულებლად; გ) დადგენილი წესით  წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის  თანამშრომელთა დანიშვნის, გათავისუფლებისა და დაწინაურების  შესახებ; დ) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, საშტატო ნუსხის, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ე) პასუხისმგებელია და ორგანიზებას უწევს სამინისტროს სისტემაში არსებული ოფიციალური კორესპონდენციის კლასიფიცირებისა და დოკუმენტთბრუნვის კოორდინაციის პროცესს, სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების რეჟიმის დაცვის ღონისძიებებს; ვ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტაციას, უფლებამოსილია სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებიდან კანონმდებლობის შესაბამისად გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია; ზ) შეიმუშავებს სამსახურებრივი დანიშნულების ინსტრუქციების პროექტებს და განსახილველად წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას; თ) სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი სახსრების, მოწყობილებებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე; ი) წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის თანამშრომელთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლების და/ან სასწავლო პროგრამებში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ; კ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ შესრულებული სამუშაოს თაობაზე; ლ) მინისტრს აბა­რებს ან­გა­რიშს დეპარტამენტის საქმიანო­ბის შე­სა­ხებ; მ) ას­რუ­ლებს მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების ცალკე­ულ დავალე­ბებს. 4. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 5. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე: ა) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილებებისა და საქმიანობის სფეროების გათვალისწინებით, წარმართავს და ზედამხედველობს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; ბ) მონაწილეობს დეპარტამენტში ოფიციალური კორესპონდენციის შემუშავების, განაწილებისა და განხილვის პროცესში; გ) მინისტრის და დეპარტამენტის დირექტორის დავალებების შესაბამისად ახორციელებს სხვა მოვალეობებს; დ) დეპარტამენტის დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ახორციელებს მის უფლებამოსილებას;  ე) ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.     მუხლი 4🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. მინისტრის სამდივნო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) მინისტრის ყოველდღიური საქმიანობის ხელშეწყობა, მინისტრის სამუშაო გრაფიკის შედგენაში მონაწილეობის მიღება და შესრულების ორგანიზაციული უზრუნველყოფა; ბ) მინისტრის მისაღების მუშაობისა და მინისტრის მიერ სხვადასხვა რანგის სტუმრებისა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზება; გ) მინისტრის მიერ დანიშნული თათბირების, მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიების სხდომების მომზადება და ოქმების შედგენა; დ) მიღებული ოფიციალური კორესპონდენციის დამუშავება, კლასიფიცირება და მინისტრისათვის მოხსენება, მინისტრის დავალებების აღრიცხვა და მათი შესრულების კონტროლი; ე) სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება; ვ) საინფორმაციო ანალიტიკური მასალების სისტემატიზაცია და მინისტრისათვის წარდგენა; ზ) მინისტრის საზღვარგარეთ ოფიციალური ვიზიტების შედეგების ანალიზის საფუძველზე შემუშავებული რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი მასალების მომზადება, მათი შესრულების კონტროლი; თ) მინისტრის დავალებით სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან საჭირო დოკუმენტის, მასალისა და ინფორმაციის გამოთხოვა; ი) კომპეტენციის ფარგლებში ანალიტიკური კვლევის უზრუნველყოფა, პოლიტიკის კურსის დაგეგმვისა და ფორმულირების ინიცირება; კ) კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრა და რეკომენდაციების შემუშავება; ლ) მინისტრის ოფიციალური მოხსენებების, საზოგადოებრივი გამოსვლების, განაცხადების და ბეჭდვითი მედიისათვის განკუთვნილი მასალების მომზადების კოორდინაცია და საერთო ზედამხედველობა; მ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შესაბამის ქვედანაყოფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობა საგარეო პოლიტიკის გრძელვადიან მიზნებთან პოლიტიკის კურსის კოორდინირების მიზნით; ნ) სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სპეციალურ საკითხებზე მუშაობის კოორდინირება და მინისტრისათვის მოხსენება. 2. ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის სამმართველო, რომლის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია: ა) სამინისტროში დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაცია და ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის მართვა; ბ) სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვისა და შიდა ინფორმაციული წესრიგის უზრუნველყოფა; გ) დადგენილი წესით სამინისტროს სახელზე შემოსული და სამინისტროდან გასული საიდუმლო, არასაიდუმლო და სავიზო-საკონსულო კორესპონდენციის რეგისტრაცია, კლასიფიცირება, სამინისტროს ხელმძღვანელ თანამდებობის პირთათვის დროული მიწოდება, უშუალო შემსრულებლებამდე დაყვანა და მათი შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა; დ) მინისტრის სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია და სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებამდე დაყვანა; ე) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობის, პრემიერ-მინისტრისა და მინისტრის სამართლებრივი აქტებისა და დავალებების დადგენილ ვადებში შესრულების კონტროლი; ვ) სამინისტროს სისტემაში დიპლომატიური კორესპონდენციის მიმოცვლის უზრუნველყოფა, საქმისწარმოებით დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვა და არსებული წესის თანახმად სამინისტროს არქივისთვის გადაცემის ორგანიზება; ზ) საქმისწარმოების ერთიანი წესების მოთხოვნათა შესაბამისად, სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში დოკუმენტების დაცვისა და საქმეთა წარმოების კონტროლი, სამინისტროს ქვედანაყოფების საქმეთა ნომენკლატურების შედგენის ორგანიზება და დამტკიცებული ნომენკლატურის შესაბამისად საქმეთა ფორმირების შემოწმება; თ) დოკუმენტთბრუნვის სისტემატიზაციისა და ოფიციალურ კორესპონდენციაზე მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით სათანადო წინადადებების, რეკომენდაციებისა და სამსახურებრივი ინსტრუქციების შემუშავება; ი) სამინისტროს სისტემაში ინფორმაციის გაცვლის მონაცემთა ურთიერთშესაჯერებლად სპეციალური ნუსხების გამოთხოვა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან.     მუხლი 5🔗. დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელობა 1. დეპარტამენტში შემავალ ქვედანაყოფებს (შემდგომში – ქვედანაყოფების) ხელმძღვანელობენ უფროსები, რომლებსაც დეპარტამენტის დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. ქვედანაყოფის უფროსი კომპეტენციის ფარგლებში: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის დირექტორის წინაშე ქვედანაყოფზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე; გ) თვალყურს ადევნებს და ზედამხედველობს ქვედანაყოფის თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; დ) ორგანიზებას უწევს ამ დებულებით ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ე) დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს ანგარიშს ქვედანაყოფის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ვ) დადგენილი წესით ახორციელებს ვიზირებას თავის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების თაობაზე შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით; ზ) წარუდგენს დეპარტამენტის დირექტორს წინადადებებს ქვედანაყოფის თანამშრომელთა რანგირების, წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) ასრულებს სამინისტროს ხელმძღვანელობის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტის დანარჩენ თანამშრომელთა ფუნქციონალურ მოვალეობებს ამტკიცებს მინისტრი.