„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№56
სარეგისტრაციო კოდი
010.340.000.22.027.012.866
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 25, 06/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.866

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №56

2009 წლის 6 მარტი

ქ. თბილისი

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის  2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებით (სსმ III, 2007 წ., №44, მუხ. 496) დამტკიცებულ იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრში, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობისა და საფინანსო დეკლარაციების შევსება, შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 – მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 3

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ფინანსური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) მატერიალური რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) რეგიონული კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ლიცენზირებისა და აპოსტილის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საკადრო უზრუნველყოფისა და საქმისწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) აკადემიური განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

    მუხლი 4

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში:

ა) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ლიცენზიებისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;

დ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) გარემოსდაცვითი პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გარემოს ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

კ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ლ) ბიომრავალფეროვნების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – გარემოს დაცვის ინსპექციის, სატყეო დეპარტამენტის, საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელები.

    მუხლი 5

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროში:

ა) პრივატიზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ურბანიზაციისა და მშენებლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ტრანსპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) მინისტრის აპარატის ხელმძღვანელი;

ლ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

მ) სახელმწიფო ქონების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) ბუნებრივი რესურსების ლიცენზირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

პ) ექსპორტის ხელშეწყობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ჟ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სტატისტიკის დეპარტამენტის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელები.“.

2. მე-7 – მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,მუხლი 7

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში:

ა) საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამინისტროს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

დ) თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ე) ფინანსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) რესურსების მართვისა და კონტროლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) თავდაცვის ატაშეებისა და სამინისტროს წარმომადგენლების ოფისის (სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) სარდალი;

პ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოადგილეები.

    მუხლი 8

საქართველოს იუსტიციის სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო კერძო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) სამართალშემოქმედების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) რეგისტრაციის, ნოტარიატისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილეები, საქართველოს მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის, სამსახურის ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ქ. თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

    მუხლი 9

საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში:

ა) სამინისტროს სამდივნოს ხელმძღვანელი;

ბ) ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) კულტურულ ღონისძიებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო და რეგიონული პროგრამების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) კულტურული მემკვიდრეობის სტრატეგიის, ორგანიზაციების კოორდინაციისა და ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელი;

ი) საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი.“.

3. მე-11 და მე-12 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 11

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში:

ა) პოლიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ევროინტეგრაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) ამერიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საერთაშორისო ეკონომიკურ, კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საკონსულო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ნ) საორგანიზაციო საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ო) შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი;

პ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის ხელმძღვანელი;

ჟ) დსთ-ის ქვეყნებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

რ) აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ს) იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ტ) სხვა სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, საერთაშორისო ორგანიზაციასთან არსებული საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობისა და დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი;

უ) გენერალური კონსული, კონსული, საკონსულო სააგენტოს ხელმძღვანელი.

    მუხლი 12

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში:

ა) სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ბ) რეგიონალური მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

ზ) საფინანსო-საბუღალტრო სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) სურსათის უვნებლობისა და რისკის ანალიზის სამმართველოს ხელმძღვანელი;

ი) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელი.“.

4. მე-14 და მე-15 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 14

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში:

ა) სამინისტროს ადმინისტრაციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

გ) საკადრო და ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

დ) სამობილიზაციო სამსახურის ხელმძღვანელი;

ე) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ვ) ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ზ) კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

თ) კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ი) სპეციალური ოპერაციების ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

კ) სპეციალური ღონისძიებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ლ) სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

მ) კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ნ) საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ო) ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიურო საქართველოში (მთავარი სამმართველო) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

პ) საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჟ) განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

რ) კონტრტერორისტული ცენტრის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ს) სტრატეგიული მილსადენების დაცვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ტ) საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

უ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ფ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ქ) ქ. თბილისის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ღ) მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ყ) შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

შ) ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჩ) კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ც) სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ძ) იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

წ) გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ჭ) სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე;

ხ) დეპარტამენტის, ბიუროს, მთავარი სამმართველოს, სამმართველოს ხელმძღვანელები, მათი მოად-გილეები;

ჯ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი.

    მუხლი 15

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

გ) ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და რეჟიმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოს ხელმძღვანელები.“.

5. II თავს დაემატოს შემდეგი შინაარსის 151 და 152 მუხლები:

     ,,მუხლი 151

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში:

ა) ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;

ბ) გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელი;

გ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) საგამოძიებო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – სასჯელაღსრულების დეპარტამენტისა და არასაპა-ტიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელები.

    მუხლი 152

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში:

ა) მინისტრის აპარატის (დეპარტამენტის) ხელმძღვანელი;

ბ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

გ) გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) ხელმძღვანელი;

დ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეფორმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) რეგიონული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი;

ზ) მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების სამსახურის ხელმძღვანელი;

თ) სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი;

კ) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციისა და მთავარი არქიტექტურულ-სამშენებლო ინსპექციის (არქმშენინსპექცია) ხელმძღვანელები.“.

6. 21-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,მუხლი 21

საქართველოს კონტროლის პალატაში:

ა) თავმჯდომარე, მისი მოადგილე;

ბ) პრეზიდიუმის წევრი;

გ) დაგეგმვისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

დ) I სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ე) II სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ვ) III სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ზ) IV სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

თ) სპეციალური სარევიზიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ი) იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

კ) ადმინისტრაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

ლ) საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

მ) აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონტროლის პალატების თავმჯდომარეები;

ნ) რეგიონალური და ქალაქის ბიუროების ხელმძღვანელები.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი

 

 

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.03.2009.
როდის იქნა მიღებული „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“?
„იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ მიღებულია 06.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს იუსტიციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010.340.000.22.027.012.866.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის დამტკიცების შესახებ, რომელთათვისაც სავალდებულოა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსება“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2007 წლის 30 მარტის №91 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, №56, 06.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.22.027.012.866 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82654/