„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“
მიღების თარიღი 06.03.2009
ძალაში შესვლა 06.03.2009
ძალის დაკარგვა 17.12.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №52/01
სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.012.868
გამოქვეყნების წყარო სსმ, 26, 10/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული ოპერაციების დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება 17.12.2010
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:"MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@MS Mincho"; panose-1:2 2 6 9 4 2 5 8 3 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:53.95pt .75in .25in 81.0pt;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.012.868
საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტის ბრძანება №52/01
2009 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ თანდართული დებულება.
მუხლი 2🔗
ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
მუხლი 3🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე
დებულება
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ სავალუტო აუქციონის (შემდგომში – აუქციონი) ჩატარების წესებსა და პირობებს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის ა) და ბ) ქვეპუნქტების შესაბამისად.
2. აუქციონში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ იმ რეზიდენტმა კომერციულმა ბანკებმა და არარეზიდენტი ბანკების ფილიალებმა (შემდგომში – ბანკი), რომელთაც ეროვნულ ბანკში გახსნილი აქვთ აუქციონში გამოყენებული უცხოური ვალუტის შესაბამისი საკორესპონდენტო ანგარიშები (შემდგომში – უცხოური ვალუტის ანგარიში).
3. სავალუტო აუქციონი წარმოადგენს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე.
მუხლი 2🔗. აუქციონის პირობები
1. ეროვნული ბანკი აუქციონს ატარებს მრავალი ფასის მეთოდით.
2. აუქციონის ვალუტას, აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა), აუქციონზე შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას, ვალუტის მინიმალურ ან/და მაქსიმალურ ფასს ადგენს ეროვნული ბანკი. აუქციონზე შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობა შეიძლება შეიცვალოს არა უგვიანეს აუქციონის ჩატარების დღეს, განაცხადების მიღებამდე.
3. აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გაუგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი დღით ადრე ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით.
4. აუქციონის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა მოიცავდეს აუქციონის ვალუტას, აუქციონის სახეს (ყიდვა/გაყიდვა), შესასყიდი ან გასაყიდი ვალუტის ოდენობას, განაცხადების მიღების დროს. შეტყობინება შეიძლება ასევე შეიცავდეს განაცხადის მინიმალურ ან/და მაქსიმალურ კურსებს.
5. აუქციონში გამარჯვებულ ბანკებთან ანგარიშსწორება მოხდება T+1 წესით, აუქციონის შემდეგ იმ პირველ დღეს, რომელიც როგორც საქართველოში, ასევე აუქციონში გამოყენებულ უცხოური ვალუტის ემიტენტ ქვეყანაში საბანკო დღეა.
მუხლი 3🔗. განაცხადის მიღების წესი
1. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად ბანკი აგზავნის განაცხადს ეროვნულ ბანკში საინფორმაციო სისტემა ბლუმბერგის მეშვეობით. განაცხადში მითითებული უნდა იყოს შემდეგი აუცილებელი ინფორმაცია:
ა) აუქციონის თარიღი;
ბ) მოთხოვნილი/მიწოდებული უცხოური ვალუტის მოცულობა;
გ) მოთხოვნა/მიწოდების ფასი (იმ ფორმატით, რა ფორმატითაც არის გამოსახული ოფიციალური გაცვლითი კურსი ამ ვალუტის მიმართ).
2. თითო ბანკიდან დასაშვებია მაქსიმუმ 3 განაცხადის მიღება.
3. განაცხადის გამოგზავნით ბანკი ადასტურებს აუქციონში მონაწილეობის სურვილს და ამ დებულებით დადგენილი წესების შესრულების ვალდებულებას.
4. ტექნიკური პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში დასაშვებია აუქციონზე განაცხადების მიღების დროის შეცვლა.
5. თუ ტექნიკური პრობლემები საფრთხეს უქმნის გამოცხადებული აუქციონის გამართულად ჩატარებას, ეროვნულ ბანკს შეუძლია მოახდინოს გამოცხადებული აუქციონის გაუქმება.
6. ეროვნული ბანკი არ მიიღებს განაცხადს, რომელიც დაგვიანებით არის წარმოდგენილი, ან არ შეიცავს ყველა აუცილებელ ინფორმაციას, ან შეიცავს მონაცემებს, რომლებიც შეუსაბამოა გამოცხადებული აუქციონის პარამეტრებთან.
მუხლი 4🔗. აუქციონის ჩატარების წესი
1. ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მოთხოვნილი ვალუტის ფასის კლების მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონზე გასასყიდად გამოტანილი ვალუტის საერთო თანხას ან მოთხოვნის ფასი გაუთანაბრდება მინიმალური გაყიდვის ფასს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე დაბალი ერთი და იმავე ფასის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი თანხის ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმის შემდეგ, რიცხვის მე-100-მდე დამრგვალებით.
2. ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვის აუქციონზე წარმოდგენილი განაცხადები დაკმაყოფილდება მოთხოვნილი ვალუტის ფასის ზრდის მიხედვით და აუქციონი სრულდება მაშინ, როდესაც დალაგებული განაცხადების საერთო თანხა გაუთანაბრდება აუქციონზე შესასყიდად გამოტანილი ვალუტის საერთო თანხას ან მიწოდების ფასი გაუთანაბრდება მაქსიმალური შესყიდვის ფასს. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის დასრულებისას ყველაზე მაღალი ერთი და იმავე ფასის მქონე რამდენიმე განაცხადის თანხა აღემატება ჯერ კიდევ განუთავსებელი თანხის ოდენობას, ეს განაცხადები დაკმაყოფილდება პროპორციული განაწილების პრინციპით, მძიმის შემდეგ, რიცხვის მე-100-მდე დამრგვალებით.
3. ბანკებს აუქციონში მათი მონაწილეობის შედეგები ეგზავნებათ ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით.
მუხლი 5🔗. ანგარიშსწორება
1. უცხოური ვალუტის გაყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშიდან ახდენს თანხის ჩამოჭრას და უცხოური ვალუტის ანგარიშზე შესაბამისი ვალუტის ჩარიცხვას.
2. უცხოური ვალუტის შესყიდვის აუქციონის შემთხვევაში, ანგარიშსწორების დღეს, დაკმაყოფილებული განაცხადის შესაბამისად, ეროვნული ბანკი უცხოური ვალუტის ანგარიშიდან ახდენს ვალუტის ჩამოჭრას და ეროვნული ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვას.
3. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე, ანგარისწორების დღის 15:30 საათამდე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, ბანკს ეკისრება ჯარიმა დაკმაყოფილებული განაცხადის თანხის 2 პროცენტის ოდენობით, ხოლო ანგარიშსწორება მოხდება მომდევნო საბანკო დღეს. ჯარიმის ჩამოჭრა მოხდება ეროვნული ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო თუ თანხა არასაკმარისი აღმოჩდა, აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშიდან და სხვა უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებიდან. ჯარიმის თანხის დაანგარიშებისას და გადახდისას გამოყენებული იქნება იმ დღის ოფიციალური კურსები. თუ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშ(ებ)იდან ჩამოჭრილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ჯარიმის დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე, შემდეგი საბანკო დღის 15:30 საათამდეც არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, დაკმაყოფილებული განაცხადი ჩაითვლება ბათილად.