⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.04.2011)
გაუქმებულია:

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 06.03.2009
ძალის დაკარგვა 15.04.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №1/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.012.870
გამოქვეყნების წყარო სსმ, 27, 11/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,870 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.03.2009 მიღება
15.04.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt 27.0pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.037.012.870 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №1/ნ 2009 წლის 6 მარტი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულება“. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) შექმნილია „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლება-მოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად და წარმოადგენს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას. 2. ადმინისტრაცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და ამ დებულების შესაბამისად. 3. ადმინისტრაცია შესყიდვებს ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 4. ადმინისტრაციის დოკუმენტი და ჩანაწერი (მათ შორის – ფინანსური) საჯაროა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად. 5. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი, საქართველოს გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დამოუკიდებელი ბალანსი, საკუთარი ხარჯთაღრიცხვა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში. 6. ადმინისტრაცია ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე. 7. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 12.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის სფერო და ამოცანები 1. ადმინისტრაციის საქმიანობის ძირითადი სფეროა ტექნიკური რეგულირების განხორციელება სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო პროცესების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით. 2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციის ძირითადი ამოცანებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამოქალაქო ავიაციის (ტექსტში შემდგომ – ავიაცია), საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მასზე დელეგირებული ფუნქციების განხორციელება; ბ) სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის, მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის (ბარგის, ფოსტის) გადაზიდვის უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტების შემუშავება და დამტკიცება; გ) ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება; დ) აეროპორტების (აეროდრომების), სამოქალაქო საჰაერო ხომალდების, საზღვაო გემების სახელმწიფო რეგისტრაცია და შესაბამისი რეესტრის წარმოება; ე) საავიაციო და საზღვაო ტექნიკის ექსპლუატაციისა და შეკეთების უფლების მოწმობების/დიპლომების გაცემა (საფრენოსნო და სანაოსნო პერსონალი, ტექნიკური მომსახურების პერსონალი, საავიაციო უშიშროების პერსონალი, სახიფათო ტვირთების მომსახურე პერსონალი); ვ) „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ლიცენზიებისა და ნებართვების გაცემა მისთვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში. ტრანსპორტის სფეროში იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ ლიცენზიით, ნებართვით, სერტიფიკატით, მოწმობით ან დიპლომით განსაზღვრული პირობების დაცვის მდგომარეობის შესწავლა და პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება; ზ) თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან აეროპორტების (აეროდრომების) სახელმწიფო რეგისტრაციისა და რეესტრის წარმოებისას. 3. ადმინისტრაცია, თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. ადმინისტრაცია, საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებისას, უფლებამოსილია განახორციელოს სახელმწიფოს წარმომადგენლობა. ადმინისტრაცია თავისი საქმიანობიდან გამომდინარე დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა და მართვა 1. ადმინისტრაციის საქმიანობას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. 2. ადმინისტრაციის უფროსი: ა) ხელმძღანელობს ადმინისტრაციას, წარმართავს მის საქმიანობას ადმინისტრაციის სფეროსთვის მიკუთვნებულ საკითხებზე; ბ) სამინისტროსთან შეთანხმებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეებს, ანაწილებს ფუნქციებს მათ შორის; გ) იღებს გადაწყვეტილებებს ადმინისტრაციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; დ) ზედამხედველობს ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას, მათი საქმიანობის კანონიერებასა და მიზანშეწონილობას. კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ადმინისტრაციის თანამშრომელთა საქმიანობის სამსახურებრივ ზედამხედველობას; ე) მოქმედებს ადმინისტრაციის სახელით, წარმოადგენს მას როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს ადმინისტრაციის სახელით; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეებს, განსაზღვრავს მათ უფლება-მოვალეობებს; თ) პასუხისმგებელია ადმინისტრაციისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე; ი) ადმინისტრაციის საშტატო განრიგს წარუდგენს მინისტრს დასამტკიცებლად; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ფორმით, კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ და ნორმატიული ხასიათის აქტებს (ბრძანებებს); ლ) ამტკიცებს ადმინისტრაციის შინაგანაწესს. 3. ადმინისტრაციის უფროსის მოქმედების შეზღუდვის, თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და ეკონომიკური ინტერესების დეკლარირების წესები განისაზღვრება „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ადმინისტრაციის უფროსის და ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეების შრომითი ურთიერთობები რეგულირდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. 5. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ოთხი მოადგილე. ადმინისტრაციის უფროსის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობას ადმინისტრაციის უფროსის ბრძანებით ასრულებს ერთ-ერთი მოადგილე. 6. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეები უფლებამოსილნი არიან განახორციელონ კონტროლი მათ საკურატორო სფეროში შემავალი ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე და ანგარიშვალდებულნი არიან ადმინისტრაციის უფროსის წინაშე.     მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის ანგარიშვალდებულება 1. ადმინისტრაცია ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მასზე ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას. 2. მინისტრი უფლებამოსილია ძალადაკარგულად ცნოს ადმინისტრაციის უფროსის აქტები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურა ამ დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად და საქმიანობის განსახორციელებლად ადმინისტრაცია შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: ა) სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი; ბ) საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი; გ) საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი; დ) სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახური; ე) იურიდიული სამსახური; ვ) აპარატი.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითადი ფუნქციები 1. სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი: ა) ფრენის სტანდარტების და სერტიფიცირების სამმართველო დ სამოქალაქო საჰაერო ხომალდების (ტექსტში შემდგომ – საჰაერო ხომალდი) ტექნიკური მომსახურებისა და საფრენად ვარგისობის ნორმების დაცვის უზრუნველყოფის ზედამხედველობა; ავიასაწარმოების სერტიფიცირება და მათ საქმიანობაზე ზედამხედველობა; ავიასპეციალისტებისათვის მოწმობების გაცემა, გამოცვლა, მოქმედების ვადის გაგრძელება და საკვალიფიკაციო აღნიშვნის გაცემა; პილოტ-ინსპექტორების მიერ ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა; სხვა სახელმწიფოების მიერ გაცემული მოწმობებისა და საკვალიფიკაციო აღნიშვნის აღიარება; საჰაერო ხომალდებზე მომხდარი საავიაციო მოვლენების გამოკვლევა; ავიაკომპანიების ეკიპაჟების საფრენოსნო შემოწმება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; ბ) აეროდრომების და აეროპორტების სამმართველო – სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხო ფუნქციონირების მიზნით აეროპორტების და აეროდრომების სერტიფიცირება და ტექნიკური ზედამხედველობა; აეროდრომების, ვერტოდრომების და საფრენი მოედნების რეგისტრაცია; საჰაერო ხომალდების საწვავ-საცხები მასალებით უზრუნველმყოფი საწარმოების სერტიფიცირება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; გ) სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზაციის სამმართველო – საქართველოს საჰაერო სივრცეში მოძრავი ნაკადების სააერნაოსნო მომსახურების ორგანიზება; ავიასაწარმოების მიერ მეტეოუზრუნველყოფის წესების შესრულებაზე ზედამხედველობა; სამოქალაქო ავიაციაში საძებნ-სამაშველო სამუშაოების ორგანიზება და სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინაცია; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; დ) საჰაერო ხომალდების ვარგისობისა და რეგისტრაციის სამმართველო – საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტაცია, შესაბამისი რეესტრის წარმოება; საჰაერო ხომალდების ფრენებისათვის ვარგისობის დადგენა და სათანადო დოკუმენტების გაცემა; ავიასაწარმოების მიერ საავიაციო ტექნიკის ტექნიკურ ექსპლუატაციაზე ზედამხედველობა; საავიაციო ტექნიკის ტექნიკური მომსახურების ორგანიზაციების სერტიფიცირება და მათ ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება; ე) გადაყვანა-გადაზიდვების სამმართველო – საქართველოში რეგისტრირებული ავიაგადამზიდველების საერთაშორისო ბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა, უცხო ქვეყნის ავიაგადამზიდველების საქართველოს ავიაბაზარზე დაშვების უზრუნველყოფა; ავიაგადამზიდველებზე არარეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვის გაცემის უზრუნველყოფა; საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების წარმოების ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა; ავიასაწარმოების მიერ სახიფათო ტვირთების გადაზიდვასთან დაკავშირებული პერსონალის კვალიფიკაციის შემოწმება; რეგულარული საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული აუქციონის ჩატარების ორგანიზება; სანავიგაციო სეზონების მიხედვით ავიაგადამზიდველების ფრენის განრიგების დამტკიცება; კომპეტენციის ფარგლებში ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ვ) საჰაერო ხომალდების ფრენის უსაფრთხოების ინსპექტირების სამმართველო – ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო აეროპორტებში სამოქალაქო ავიაციის საჰაერო ხომალდების ბაქანზე შემოწმება, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; კომპეტენციის ფარგლებში საავიაციო მოვლენების მოკვლევაში მონაწილეობის მიღება. 2. საზღვაო ტრანსპორტის დეპარტამენტი: ა) საზღვაო ინსპექცია – მეზღვაურთა მომზადების და გადამზადების სისტემაზე ზედამხედველობა; საზღვაო სპეციალისტების აღრიცხვა; საკვალიფიკაციო მოწმობების, საზღვაო დიპლომების და მეზღვაურთა წიგნაკების გაცემის უზრუნველყოფა; საქართველოს დროშის კონტროლი; ნავსადგურებში გემების კონტროლის ზედამხედველობა, კომპეტენციის ფარგლებში კონტროლი ნებისმიერ გემთან დაკავშირებული საზღვაო ინციდენტების გამოკვლევაზე საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში; საზღვაო ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების და ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების დაცვაზე ზედამხედველობა; საზღვაო კონვენციების მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; ბ) სამაშველო საკოორდინაციო და ნავთობის ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო ცენტრი – ზედამხედველობა ზღვაზე ადამიანის სიცოცხლისა და გემების გადარჩენასთან დაკავშირებული საძიებო-სამაშველო და ნავთობის ავარიული დაღვრის ლიკვიდაციის სამუშაოებზე, ჩაძირული ქონების ამოღებასა და შენახვაზე; კონტროლი სამაშველო-სამძებრო რაიონში ნაოსნობაზე და, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული და რეგიონალური რესურსების მობილიზების უზრუნველყოფა; სადღეღამისო მორიგეობის განხორციელების უზრუნველყოფა და პასუხისმგებლობის ზონაში ნაოსნობის უწყვეტი ზედამხედველობა და კონტროლი; გ) გემების რეგისტრაციისა და საქართველოს სახელმწიფო დროშის კონტროლის სამსახური – გემების სახელმწიფო რეესტრის წარმოება, სამოქალაქო გემის რეგისტრაცია და ნაოსნობისათვის შესაბამისი მოწმობის/სერტიფიკატის გაცემა; კონტროლი საქართველოს დროშით მცურავ გემებზე; საზღვაო ნავსადგურის/გემთფლობელის მიერ შემუშავებული ნავსადგურის/ტერმინალის/გემის დაცვის გეგმის დამტკიცება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; გემთმფლობელებთან, საკლასიფიკაციო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების საზღვაო ხელისუფლებასთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა კომპეტენციის ფარგლებში; დ) ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის სამსახური (ბათუმის /ფოთის/ ყულევის) – შესაბამის ნავსადგურში ნაოსნობის უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი; ნავსადგურში გემის (მათ შორის, თევზსაჭერი გემის) შესვლის/გასვლის გაფორმება; გემების მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლი; საფრთხეში მყოფი ადამიანისა და გემის გადასარჩენად სამაშველო ოპერაციების, აგრეთვე ნავთობისა და მავნე ნივთიერებების ავარიული დაღვრის სალიკვიდაციო სამუშაოების ხელმძღვანელობა და ნავსადგურში არსებული ყველა რესურსის გამოყენების კოორდინაცია; ნაოსნობის უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტების შესრულებაზე კონტროლი. 3. საავტომობილო ტრანსპორტის დეპარტამენტი: ა) გადაზიდვა-გადაყვანის სამმართველო – თავისი კომპეტენციის ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა, შესაბამისი რეესტრის წარმოება და მონიტორინგი; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცედურების გატარება; ECMT-ის (ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის) მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემის უზრუნველყოფა, რეესტრის წარმოება და მონიტორინგი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ბ) უსაფრთხოების და ტექნიკური რეგლამენტირების სამმართველო – ECMT-ის მრავალჯერადი წლიური და ერთთვიანი ნებართვების გაცემისათვის აუცილებელი უსაფრთხოების სერტიფიკატების (A და B) გაცემა/დადასტურება და შესაბამისი რეესტრის წარმოება; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ტექნიკური რეგლამენტების და სხვა ნორმატიული აქტების შემუშავება და მათზე ზედამხედველობა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; ავტოსატრანსპორტო საშუალებების სავალდებულო პერიოდული ტესტირების გავლის დამადასტურებელი ფირნიშების დამზადება და ტესტირების ცენტრებისათვის მათი მოთხოვნების შესაბამისად მიწოდება; სერტიფიცირების/დეკლარირების სამუშაოების ორგანიზებაში მონაწილეობა; საავტომობილო ტრანსპორტის დარგში არსებული საერთაშორისო ორგანიზაციების და ასოციაციების საექსპერტო კომისიების მუშაობაში მონაწილეობის მიღება კომპეტენციის ფარგლებში. საერთაშორისო კონვენციებთან და ხელშეკრულებებთან მიერთების, გაწევრიანებისათვის მოსამზადებელ სამუშაოებში მონაწილეობა და მიერთების შემდგომ გათვალისწინებული თანმხლები პროცედურებისა და საქმიანობის განხორციელება ადმინისტრაციისათვის დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში.  4. სატრანსპორტო უშიშროებისა და ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფის სამსახური – საერთაშორისო კონვენციების და შეთანხმებების მოთხოვნების შესაბამისად, სატრანსპორტო საქმიანობაში უკანონო აქტების თავიდან აცილების მიზნით, ღონისძიებების ორგანიზება თავისი კომპეტენციის ფარგლებში; ტრანსპორტის სფეროში უშიშროების რეჟიმის დაცვის მიზნით საწარმოების მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ზედამხედველობა; მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ინფორმაციის დაცვის უზრუნველყოფა. 5. იურიდიული სამსახური – ადმინისტრაციის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში; ტექნიკური რეგლამენტების ნუსხის შემუშავება; ტექნიკური რეგლამენტების პროექტების შემუშავებაში მონაწილეობა; ადმინისტრაციის ფუნქციების განსახორციელებლად საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის შესაბამისობაში მოყვანა მოქმედ კანონმდებლობასთან, ადმინისტრაციის ინტერესების დაცვის უზრუნველყოფა სასამართლო ინსტანციებში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 6. აპარატი – ადმინისტრაციის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა; ადმინისტრაციის საკადრო საკითხების რეგულირება და საქმისწარმოების უზრუნველყოფა საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად; ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანგარიშების უზრუნველყოფა კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად; სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება და ადმინისტრაციის ბალანსზე რიცხული ქონების მოვლა-პატრონობა; საარქივო მასალების შენახვა, არქივის წარმოება; დადგენილი წესით საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა; საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობა.     მუხლი 7🔗. ადმინისტრაციის დაფინანსება და ანგარიშვალდებულება 1. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. 2. ადმინისტრაციის ხარჯთაღრიცხვა მტკიცდება მინისტრის მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის შესაბამისად. 3. ადმინისტრაციის ფუნქციონირების განხორციელების პროცესში მიღებული ყველა შემოსავალი ირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. 4. ადმინისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგებას და ადგენს ბალანსს.     მუხლი 8🔗. ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია ადმინისტრაციის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.