,,სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№137
სარეგისტრაციო კოდი
200.250.000.22.033.012.872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 11/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.033.012.872

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება № 137

2009 წლის 9 მარტი

 ქ. თბილისი

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

     მუხლი 1

„სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 28 დეკემბრის №1318 ბრძანებაში (სსმ III, 28.12.07,№186, მუხ. 2103) შეტანილ იქნ ე ს შემდეგი ცვლილებები:

     1. ბრძანებით დამტკიცებულ „სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე მყოფი ორგანიზაციების მიერ გადახდების განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციის 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 31. ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მიმწოდებელთან 500 000 ლარისა და მეტი ოდენობით (საბიუჯეტო წლის ფარგლებში) გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ ინფორმაციას (დანართი №6) ორგანიზაცია წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2. ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, ორგანიზაცია დაზუსტებულ ინფორმაციას (დანართი №6) წარადგენს სახელმწიფო ხაზინაში ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

3. ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სახელმწიფო ხაზინა არ დაარეგისტრირებს შესაბამის ხელშეკრულების საფუძველზე შედგენილ ვალდებულების დოკუმენტს.

4. ორგანიზაცია უფლებამოსილია გადახდა განახორციელოს დანართ №6-ში მითითებული თარიღის დადგომამდე 5 სამუშაო დღით ადრე ან თარიღის დადგომიდან 5 სამუშაო დღის შემდგომ პერიოდში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

5. ორგანიზაცია უფლებამოსილია გადახდა განახორციელოს დანართი №6-ით გაწერილი გადახდის გრაფიკის შესაბამისად 10%-იანი მეტობა-ნაკლებობის ფარგლებში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებს.

6. თუ ხელშეკრულებაში არ არის გათვაალისწინებული სამუშაოს შესრულებისა და გადახდის გრაფიკი, ორგანიზაცია სახელმწიფო ხაზინაში წრადგენს მოსალოდნელი გადახდის გრაფიკს. ორგანიზაციის წერილობითი მომართვის საფუძველზე შესაძლებელია შეტანილ იქნეს ცვლილებები დანართი №6-ით წარმოდგენილ „გადახდის გრაფიკში.“.

2. ბრძანებით დამტკიცებული დანართი №6 (ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პ. პეტრიაშვილი

დანართი №6

ინფორმაცია გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ

 

1. სახაზინო კოდი და დასახელება ________

2.საბიუჯეტო ორგანიზაციის დასახელება____________________________

3. მომწოდებელი (საიდენტიფიკაციო კოდი) _________________________

4. მომწოდებელი (დასახელება) _____________________________________

 (თანხა ლარებში)

ხელშეკრულების ნომერი/თარიღი

ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილების ნომერი/თარიღი

ხელშეკრულების მთლიანი თანხა

გადახდის გრაფიკი

 

 

 

 

 

 

 

 

 

თარიღი

თანხა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

__________________________________________

საბიუჯეტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი

პასუხისმგებელი პირი

 

 

 

 თარიღი /---/------/-----/

ბ.ა