,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№164
სარეგისტრაციო კოდი
280.120.000.22.026.012.877
გამოქვეყნების წყარო

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.120.000.22.026.012.877

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №164

2009 წლის 11 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის თანახმად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანებაში (სსმ III, 2007 წ., №134, მუხ. 1467) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1.   ბრძანების პირველი პუნქტის ,,ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ი)  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები (დანართი №9).“.

  2. დანართი №9-ის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა გრძელვადიანი მივლინების ანაზღაურებისა და შენახვის ხარჯების ყოველთვიური ნორმები.“.

3.   დანართი №9-ის 31-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,31.

უფროსი მეკავშირე ოფიცერი (ნატო-ს გაერთიანებული სარდლობის ოპერაციების (ACO ) ევროპაში მოკავშირე ძალთა მთავარი შტაბი (SHAPE),

ქ. მონსი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1150

700

150

2000

4000“

 

4.     დანართ №9-ს დაემატოს შემდეგი რედაქციის 311 პუნქტი:

5.      

,,311.

მეკავშირე ოფიცერი (ნატო-ს გაერთიანებული სარდლობის ოპერაციების (ACO) ევროპაში მოკავშირე ძალთა მთავარი შტაბი (SHAPE), ქ. მონსი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1000

700

 

 

1500

3200“

 

5.   დანართი №9-ის 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,34.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი (ნატო-ს შტაბბინა, ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1300

700

700

2500

5200“

 

6.   დანართ №9-ს დაემატოს შემდეგი რედაქციის 341 და 342 პუნქტები:

 

,,341.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის მოადგილე (ნატო-ს შტაბბინა,

ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1200

700

 

 

1800

3700

342.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თანაშემწე (ნატო-ს შტაბბინა,

ქ. ბრიუსელი, ბელგიის სამეფო)

ევრო

1000

700

 

 

1500

3200“

 

7. დანართი №9-ის შენიშვნების მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4.  საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა როტაციასთან დაკავშირებული პირველადი მოწყობის ერთჯერადი ხარჯები ანაზღაურდება წინასწარ, თავდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად.

5. საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მივლინებული თავდაცვის ატაშეების, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და მათი აპარატების თანამდებობის პირთა მოკლევადიანი მივლინებისას ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობისა და განთავსების ხარჯები.“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე