„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
მიღების თარიღი 09.03.2009
ძალის დაკარგვა 11.10.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.881
გამოქვეყნების წყარო სსმ, 30, 16/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 15.05.2013
- გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს მინისტრის ბრძანება 04.10.2011
- გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ საქართველოს კანონი 01.01.2008
დოკუმენტის ტექსტი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-autospace:none; font-size:14.0pt; font-family:AcadMtavr; font-weight:normal;} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; line-height:115%; font-size:8.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CharChar {mso-style-name:" Char Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .75in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.160.000.22.023.012.881
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის
ბრძანება №8
2009 წლის 9 მარტი
ქ. თბილისი
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე
„გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ამავე მუხლით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ დებულება.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
გ. ხაჩიძე
„გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“
დებულება
მუხლი 1🔗. დებულების მიზნები და ამოცანები
1. დებულების მიზნებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის შესწავლისა და გამოკვლევის პროცესში გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის ჩატარების წესის განსაზღვრა და ნორმატიულ-მეთოდოლოგიური უზრუნველყოფა;
ბ) საქმიანობაზე ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ბუნებრივი ეკოსისტემების, გარემოს ცალკეული ელემენტების, ადამიანის საცხოვრებელი გარემოს, ასევე ლანდშაფტისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
გ) სამეწარმეო, სამეურნეო ან სხვა სახის საქმიანობის დაგეგმვის პროცესში საზოგადოებრიობის ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ინტერესების მაქსიმალური დაცვა.
2. დებულების ამოცანებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის ადამიანის ჯანმრთელობაზე და უსაფრთხოებაზე, მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალზე, კლიმატზე, ლანდშაფტზე, ეკოსისტემებზე და ისტორიულ-კულტურულ ძეგლებზე ან ყველა ზემოჩამოთვლილი ფაქტორების ერთიანობაზე პირდაპირი და არაპირდაპირი ზეგავლენის შესწავლა, გეოლოგიური გარემოს შეფასება;
ბ) ბუნებრივი რესურსების რაციონალური და მდგრადი გამოყენებისა და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით ოპტიმალური საპროექტო გადაწყვეტის გამოვლენა;
გ) საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული მოქალაქის ძირითადი უფლების – მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია თავისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობაზე გარემოსდაცვით სფეროში სახელმწიფოს მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის უზრუნველყოფა;
დ) დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საქმიანობის განმახორციელებლის, სახელმწიფოსა და საზოგადოებრიობის ინტერესების გათვალისწინება.
მუხლი 2🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპები
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პრინციპებია:
ა) დაგეგმილი საქმიანობის საპროექტო გადაწყვეტილებათა ტექნიკური, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მაჩვენებლების კომპლექსური განხილვა;
ბ) საპროექტო გადაწყვეტათა ვარიანტულობა გარემოსდაცვითი ნორმების მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად და ალტერნატიული ვარიანტების განხილვა;
გ) რეგიონალური და ადგილობრივი ფაქტორების კომპლექსურად გათვალისწინება;
დ) მდგრადი განვითარების პრინციპებთან შესაბამისობა;
ე) საჯაროობა და საზოგადოების მონაწილეობა;
ვ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში გამოყენებული მეთოდიკების მართებულება, მოპოვებული ინფორმაციის, აგრეთვე დასკვნების ობიექტურობა და დასაბუთებულობა.
მუხლი 3🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების წესი
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურა წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი ჩამონათვალის მიხედვით განსაზღვრულ საქმიანობაზე დამასაბუთებელი დოკუმენტაციის შექმნისა და ამ საქმიანობაზე „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის“ მიღების პროცესში გარემოზე ყოველგვარი მოსალოდნელი ზემოქმედების წყაროს, ხასიათისა და ხარისხის განსაზღვრას, აგრეთვე მათი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების ინტეგრირებულ შეფასებას.
2. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის შედგენის პროცედურა ტარდება საქმიანობის განმახორციებლის მიერ, მომავალი სამეურნეო განვითარების ეკოლოგიური და სოციალურ-ეკონომიკური წონასწორობის უზრუნველსაყოფად. იგი წინ უძღვის საქმიანობის განმახორციებლის მიერ საქმიანობის მიზანშეწონილობისა და შესაბამისი პროექტის განხორციელებაზე სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მოიცავს დაგეგმილი საქმიანობის კონტექსტში პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გამოვლენას, აღწერას და შედეგების შესწავლას:
ა) ადამიანის საცხოვრებელ გარემოსა და მის ჯანმრთელობაზე;
ბ) მცენარეულ საფარსა და ცხოველთა სამყაროზე;
გ) ბუნებრივ და სახეცვლილ ეკოსისტემებზე;
დ) ლანდშაფტებზე;
ე) ჰაერზე, წყალზე, ნიადაგზე, კლიმატზე;
ვ) ისტორიულ ძეგლებსა და კულტურულ ფასეულობებზე;
ზ) სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებზე;
თ) გეოლოგიური გარემოს არსებული სიტუაციის შეფასებაზე და მოსალოდნელ რისკებზე.
მუხლი 4🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ობიექტი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ობიექტებს წარმოადგენენ საქმიანობის სახეობანი, რომელთა ჩამონათვალი მოცემულია „გარემოზე ზემოქმედების ნებათვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლში.
მუხლი 5🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების შინაარსი
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში უნდა მოიცავდეს შემდეგს:
ა) გარემოს არსებული მდგომარეობის ანალიზი;
ბ) საქმიანობით გამოწვეული ზეგავლენის წყაროების, სახეებისა და ობიექტების დადგენა;
გ) გარემოს მდგომარეობის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების ცვლილებების პროგნოზი;
დ) საქმიანობის შედეგად შესაძლებელი ავარიული სიტუაციების ალბათობის განსაზღვრა და მათი მოსალოდნელი შედეგების შეფასება;
ე) დაგეგმილი საქმიანობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური შედეგების შეფასება;
ვ) გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებისა და თავიდან აცილების გზების, საჭიროების შემთხვევაში საკომპენსაციო ღონისძიებების განსაზღვრა;
ზ) ნარჩენი (კუმულატიური) ზეგავლენის, მისი კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდების განსაზღვრა;
თ) პროექტების ეკოლოგიურ-ეკონომიკური შეფასების ჩატარება;
ი) პროექტის განხორციელების ალტერნატიული ვარიანტების ანალიზი, შერჩევა და ახალი ვარიანტების ფორმირება;
კ) სამეწარმეო და სხვა სახის საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში, გარემოს წინანდელ მდგომარეობამდე აღდგენის გზებისა და საშუალებების განსაზღვრა;
ლ) საზოგადოების ინფორმირება და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა;
მ) პროექტის განხორციელების შემდგომ სიტუაციის ანალიზის გეგმა;
ნ) მოსალოდნელი ემისიების სახეობებისა და რაოდენობის დადგენა;
ო) გარემოზე დადგენილ ზემოქმედებათა ფაქტორების შედეგად მიღებული „გარემოს მოსალოდნელი მდგომარეობის“ პროგნოზი;
პ) საქმიანობის განხორციელების, მიმდინარეობისა და დასრულების ეტაპებისათვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გეგმების შემუშავება.
მუხლი 6🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესი.
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასება ხორციელდება საქმიანობის განმახორციელებლის მიერ.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასება მიმდინარეობს რამდენიმე, ერთმანეთთან დაკავშირებულ ეტაპად, კერძოდ:
ა) პირველ ეტაპზე:
ა.ა. გარემოს არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაციის შეკრება;
ა.ბ. გარემოში სხვადასხვა შესაძლებელი ემისიების, ნარჩენების რაოდენობისა და მახასიათებლების განსაზღვრა ობიექტის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა რეჟიმისათვის, მათი ტრანსპორტირების, განთავსების, უტილიზაციისა და განადგურების გეგმის შემუშავება;
ა.გ. გარემოს კომპონენტების (ჰაერი, წყლები, ნიადაგები, ფლორა, ფაუნა, გეოლოგიიური აგებულება, კლიმატი, დაცული ტერიტორიები და სხვა.) შესწავლა და ანალიზი მათზე მოსალოდნელი ზემოქმედების კონტექსტში;
ა.დ. საქმიანობის ობიექტის განთავსების ადგილზე არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და განზრახული საქმიანობის განხორციელებით გამოწვეული გარემოს შესაძლებელი ცვლილებების პროგნოზი.
ბ) მე-2 ეტაპზე ხორციელდება არსებული ინფორმაციის საფუძველზე განზრახული საქმიანობის განხორციელების ვარიანტების გარემოზე შესაძლო ზემოქმედების წყაროების, სახეებისა და ობიექტების იდენტიფიკაცია.
გ) მე-3 ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების ოდენობისა და ხასიათის გამოვლენის მიზნით დგინდება:
გ.ა. ზემოქმედების წარმოქმნის ალბათობა;
გ.ბ. ზემოქმედების ფაქტორები;
გ.გ. ზემოქმედების ძირითადი ობიექტები (მოსახლეობა, ბუნებრივი რესურსები, ლანდშაფტი, ეკოსისტემები, ბიომრავალფეროვნება, ისტორიული და კულტურული ფასეულობები და სხვა);
გ.დ. ზემოქმედების მასშტაბები;
გ.ე. ზემოქმედების გეოგრაფიული გავრცელება;
გ.ვ. ზემოქმედების გავრცელება დროში;
გ.ზ. ზემოქმედების სახეები (პირდაპირი, არაპირდაპირი, კუმულაციური და სხვა.);
გ.თ. ზემოქმედების შედეგად გამოწვეული გარემოს ახალი მდგომარეობის პროგნოზი;
დ) მე-4 ეტაპზე უნდა მოხდეს შესაძლო ავარიული სიტუაციების რისკის განსაზღვრა და შეფასება, რაც მოიცავს:
დ.ა. ავარიული სიტუაციების წარმოქმნის ალბათობის ანალიზსა და განვითარების სცენარებს;
დ.ბ. მათი შედეგების ლოკალიზაციისა და ლიკვიდაციის შესაძლებლობებს;
დ.გ. ზემოქმედების შედეგების ლიკვიდაციისა და ზემოქმედების შერბილების ქმედებათა გეგმის შედგენას.
ე) მე-5 ეტაპზე გამოვლენილ უნდა იქნეს:
ე.ა. ზემოქმედების შემცირების შესაძლებლობები;
ე.ბ. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნოლოგიების დანერგვის საშუალებანი;
ე.გ. ყველა სახის ემისიებისა და ნარჩენების მინიმიზაციის, მართვისა და უტილიზაციის საშუალებები;
ე.დ. შემოთავაზებული საკომპენსაციო ღონისძიებები.
ვ) მე-6 ეტაპზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებამ უნდა გამოავლინოს პროექტის განხორციელების შესაძლო შედეგები:
ვ.ა. მოსახლეობის საცხოვრებელ გარემოსა და ჯანმრთელობაზე;
ვ.ბ. გარემოს ცალკეულ კომპონენტებზე;
ვ.გ. საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და განვითარების მიმართულებაზე.
ზ) მე-7 ეტაპზე:
ზ.ა. განისაზღვრება ზემოქმედების კონტროლისა და მონიტორინგის მეთოდები;
ზ.ბ. მუშავდება გარემოზე დადგენილი და შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების შერბილების ან თავიდან აცილების გეგმა;
ზ.გ. მუშავდება გარემოსდაცვითი სტრატეგია საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისათვის.
მუხლი 7🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში
1. საქმიანობაზე გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მისაღებად საქმიანობის განმახორციებლის მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში წარდგენილ განაცხადში წინასაპროექტო დამასაბუთებელი დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების შედეგებს, ჩამოყალიბებულს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის სახით.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს თან უნდა ერთვოდეს:
ა) შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტები იმ სახელმწიფო უწყებებთან და ორგანიზაციებთან, რომელთა კომპეტენციის სფეროსაც განეკუთვნება გადაწყვეტილების მიღება საქმიანობის პროექტირების სხვადასხვა სტადიის განხორციელებასთან დაკავშირებულ ცალკეულ ასპექტებზე;
ბ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის შედეგების განხილვის მასალები, ძირითად უთანხმოებათა აღწერით (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) გარემოზე ზემოქმედების ნებართვის მართვისა და გარემოზე მოსალოდნელი ზეგავლენის შერბილების ღონისძიებათა გეგმები;
დ) ავარიულ სიტუაციაზე რეაგირების გეგმები ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინებით;
ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოკლე, არატექნიკური რეზიუმე, გრაფიკული და სხვა საილუსტრაციო მასალის თანდართვით საზოგადოების მონაწილეობის პროცესისა და ინფორმირების უზრუნველსაყოფად;
ვ) იმ ორგანიზაციების ან საკონსულტაციო ფირმების დასახელება და იურიდიული მისამართები, რომლებიც მონაწილეობდნენ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარებაში და მისი შედეგების მომზადებაში;
ზ) მოკლე ცნობები პროექტის განხორციელების მიზნებსა და მისი განხორციელების მიზანშეწონილობის დასაბუთებაზე;
თ) ობიექტის განთავსების ადგილის შერჩევის კრიტერიუმები, ალტერნატიური ვარიანტების გათვალისწინებით;
ი) ზემოქმედების ქვეშ მოქცეული გარემოს არსებული მდგომარეობის მოკლე აღწერა;
კ) ტერიტორიისა და გარემოს არსებული მდგომარეობის შესწავლისათვის გამოყენებული კარტოგრაფიული მასალა და ინფორმაციის წყაროების მიმოხილვა;
ლ) საპროექტო გადაწყვეტათა შემუშავების პროცესში გამოყენებულ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე მარეგულირებელი დოკუმენტების ჩამონათვალი, აგრეთვე მეთოდური და ტექნიკური ლიტერატურის მიმოხილვა;
მ) წარმოებული პროცესის, პროდუქციის ან მომსახურების პროცესის გარემოსდაცვითი უსაფრთხოების თვითმონიტორინგის პროგრამა.
3. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში საშუალებას უნდა აძლევდეს ეკოლოგიურ ექსპერტიზის ჩამტარებელ ორგანოს, მართებულად შეაფასოს მიღებული საპროექტო გადაწყვეტა მისი ეკოლოგიური უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეამოწმოს პროექტის შესაბამისობა კანონმდებლობასთან და შეზღუდვების მიღებულ სისტემასთან, შეადგინოს დასკვნა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესში მიღებული ინფორმაციის უტყუარობის და მის საფუძველზე მიღებული საპროექტო გადაწყვეტების მართებულობის შესახებ.
მუხლი 8🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში წარმოდგენილი ინფორმაციის დაცვა.
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში საქმიანობის განმახორციელებლის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საჯაროა გარდა „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. თუ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში შეიცავს კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას, „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო პასუხისმგებელია ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
მუხლი 9🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება
1. გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ორგანიზება და ჩატარება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს.
2. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ორგანიზებაში საქმიანობის განმახორციელებლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 10🔗. გარემოზე ზემოქმედების შეფასების დაფინანსება
გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის დაფინანსება ეკისრება საქმიანობის განმახორციელებელს.