საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2009
ძალის დაკარგვა 04.04.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე
ნომერი №116/42
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.012.884
გამოქვეყნების წყარო სსმ, 29, 13/03/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,844 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2009 მიღება
04.04.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-45.0pt; margin-bottom:0in; margin-left:-.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.FooterChar {mso-style-name:"Footer Char"; font-family:"Times New Roman","serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} span.HeaderChar {mso-style-name:"Header Char"; font-family:"Times New Roman","serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 1.25in 35.95pt 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.20.013.012.884 საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანება №116/42 2009 წლის 13 მარტი ქ. თბილისი საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, მე-10 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:     მუხლი 1🔗 1. დამტკიცდეს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის თანდართული დებულება. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2007 წლის 16 თებერვლის №18-ორგ ბრძანება „საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ III, 01.03.2007 წ., №27, მუხ. 330).     მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ლ. ბეჟაშვილი დებულება საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 1. სტაჟირების მიზანს წარმოადგენს კადრების მომზადება კონტროლის პალატის მოსამსახურეთათვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების დამოუკიდებლად შესრულებისათვის. 2. სტაჟირების მიზნების მისაღწევად, მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის უზრუნველსაყოფად საქართველოს კონტროლის პალატა ახალგაზრდა სპეციალისტებს უქმნის დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სტაჟირება – საქართველოს კონტროლის პალატის სისტემაში ამ დებულებით რეგულირებადი, ანაზღაურებადი ან არაანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით ან მის გარეშე; ბ) სტაჟიორი – პირი რომელიც საქართველოს კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ინიშნება სტაჟიორად (აუდიტორ-სტაჟიორი), ან შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე სტაჟირებაზე დაშვებული პირი, რომელიც ამ დებულების საფუძველზე გადის სტაჟირებას; გ) კანდიდატი – პირი, რომელმაც ამ დებულების შესაბამისად საქართველოს კონტროლის პალატაში წარადგინა განცხადება სტაჟირების გავლის შესახებ.     თავი II. სტაჟირების კომისია და სამდივნო     მუხლი 4🔗 სტაჟიორთა მიღებისა და სტაჟირების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, საქართველოს კონტროლის პალატაში იქმნება საქართველოს კონტროლის პალატის სტაჟირების გავლის კომისია (შემდგომში – კომისია), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (შემდგომში – კონტროლის პალატის თავმჯდომარე).     მუხლი 5🔗 1. კომისია შედგება თავმჯდომარის, მისი მოადგილისა და წევრებისაგან. კონტროლის პალატის თავმჯდომარე თანამდებობრივად წარმოადგენს კომისიის თავმჯდომარეს. კონტროლის პალატის თავმჯდომარე უფლებამოსილია, კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშნოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს სხვა პირი. 2. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ საქართველოს კონტროლის პალატის მოსამსახურეები, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები.     მუხლი 6🔗 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე კონტროლის პალატის თავმჯდომარესთან შეთანხმებით ან საკუთარი ინიციატივით, თუ კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი. 4. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრების ხმათა უბრალო უმრავლესობით. 5. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 6. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 7. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. კომისია სტაჟირების პერიოდში: ა) საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან ერთად უზრუნველყოფს სტაჟიორად დანიშნული პირის მიერ კონტროლის პალატის მოსამსახურისათვის დამახასიათებელი პრაქტიკული და ორგანიზაციული ჩვევების შესწავლისათვის სათანადო პირობების შექმნას; ბ) აკონტროლებს სტაჟიორის მუშაობის სპეციფიკის, მის მიერ უმაღლეს სასწავლებელში მიღებული თეორიული ცოდნის გაღრმავების, აუდიტორული საქმიანობისა და საქართველოს კონტროლის პალატის სისტემის სტრუქტურული ერთეულების მიერ სხვა ამოცანების განხორციელებაში მისი მონაწილეობის პროცესს; გ) უზრუნველყოფს სტაჟიორის მიერ შესაბამისი მეთოდიკის გამოყენების შესწავლას; დ) ხელმისაწვდომს ხდის სტაჟიორთათვის კანონმდებლობის სიახლეებს.     მუხლი 7🔗 1. სტაჟიორთა კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება კომისიის სამდივნო (შემდგომში – სამდივნო), რომლის შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. სამდივნოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს კომისიის თავმჯდომარე. 3. სამდივნოს ევალება კონკურსის მოსამზადებლად აუცილებელი ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა, მათ შორის, კანდიდატთა განცხადებების მიღება, მათი საბუთების შემოწმება და შესაბამისი დოკუმენტაციის კომისიისათვის წარდგენა. 4. კონკურსი ითვლება ჩაშლილად, თუ მასში მონაწილეობის მისაღებად არ იქნა წარდგენილი არც ერთი განცხადება.     მუხლი 8🔗 1. საქართველოს კონტროლის პალატაში სტაჟიორის მიღება წარმოებს კონკურსის ფორმით. 2. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს უმაღლესი განათლების მქონე პირი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი.    3. საქართველოს კონტროლის პალატაში აუდიტორ-სტაჟიორად მიიღება უმაღლესი განათლების მქონე, როგორც წესი, 30 წლამდე საქართველოს მოქალაქე.     თავი III. სტაჟირება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნით     მუხლი 9🔗 1.  ამ თავით გათვალისწინებული დებულება ადგენს აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2.  ამ თავით დადგენილი სტაჟირება წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნით.        მუხლი 10🔗 1. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატმა სამდივნოში უნდა წარადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით); დ) სამოტივაციო წერილი; ე) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი; ვ) რეკომენდაცია; ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული ფოტოსურათი (ბიომეტრიული). 2. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა საბუთების მიღება და რეგისტრაცია წარმოებს კონკურსის გამოცხადებიდან ორი კვირის ვადაში.     მუხლი 11🔗 1. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსი ტარდება ორ ეტაპად: პირველი ეტაპი წერილობითი (ტესტირების), ხოლო მეორე ეტაპი – ზეპირი (გასაუბრების) ფორმით. 2. აუდიტორ-სტაჟიორთა კონკურსის პირველ ეტაპზე დასაშვებ პირთა შერჩევა ხორციელდება კომისიის მიერ კანდიდატთა წარმოდგენილი დოკუმენტაციის (მათ შორის, მათი სისრულის) შესწავლისა და შეფასების საფუძველზე. 3. კონკურსის პროგრამას ამტკიცებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.     მუხლი 12🔗 1. კონკურსის გამოცხადება ხდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით. 2. კონკურსის ჩატარების შესახებ ინფორმაცია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) კონკურსის პროგრამას და კონკურსის პირველი ეტაპის გავლის პირობებს;  ბ) ინფორმაციას კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განცხადებების რეგისტრაციის ადგილისა და დროის შესახებ; გ) იმ თანამდებობის დასახელებას, რომელთა დაკავებაც შესაძლებელი გახდება კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში; დ) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების ოდენობის შესახებ. 3. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით დასაშვებია კონკურსის ჩატარების შესახებ სხვა სახის ინფორმაციის გამოქვეყნებაც. 4. კონკურსის ჩატარების დროს და ადგილს განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ან საკუთარი ინიციატივით, თუ კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე. 5. აუდიტორ-სტაჟიორთა ლიმიტს ყოველწლიურად განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე (ბრძანებით). 6. წერილობითი კონკურსის (ტესტირების) პირველი ეტაპი უნდა ჩატარდეს კონკურსის გამოცხადებიდან არა უადრეს სამი კვირისა, ხოლო მეორე ეტაპი – პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.     მუხლი 13🔗 1. კონკურსის პირველი ეტაპის (ტესტირების) გავლის პირობები ქვეყნდება ამ დებულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად. 2. კონკურსის მეორე ეტაპზე არ დაიშვება აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატი, რომელიც ვერ გადალახავს კონკურსის პირველ (ტესტირების) ეტაპს. 3. აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს კონკურსის თითოეული ეტაპის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ უნდა ეცნობოს მათ ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. 4. კომისიის თავმჯდომარე კონკურსის თითოეული ეტაპის დასრულებიდან გონივრულ ვადაში აცნობებს აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატს შედეგებს. 5. აუდიტორ-სტაჟიორი უფლებამოსილია კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში კომისიას წარუდგინოს საჩივარი, რომელსაც კომისია განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს საჩივრის მიღებიდან 2 დღის ვადაში.     მუხლი 14🔗 1. სტაჟიორობის კანდიდატის თეორიული ცოდნისა და დასაკავებელი თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისათვის ტარდება კონკურსის მეორე ეტაპი – გასაუბრება. 2. გასაუბრება ტარდება კონკურსის პირველი ეტაპის ჩატარებიდან გონივრულ ვადაში.     მუხლი 15🔗 1. ჩატარებული კონკურსის შედეგების გათვალისწინებით, კომისია გამოავლენს იმ აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კონკურსის ორივე ეტაპი. 2. კონტროლის პალატის თავმჯდომარე განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, კომისიის მიერ გამოვლენილი აუდიტორ-სტაჟიორობის კანდიდატებიდან საუკეთესო შედეგების მქონე პირებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნიშნავს აუდიტორ-სტაჟიორებად კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობებზე. 3. აუდიტორ-სტაჟიორს სტაჟირების ვადით კონტროლის პალატის თავმჯდომარის მიერ განესაზღვრება სტაჟირების ხელმძღვანელი. 4. კონტროლის პალატის თავმჯდომარე სტაჟირების ხელმძღვანელობას აკისრებს კონტროლის პალატის იმ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს, სადაც აუდიტორ-სტაჟიორი გადის სტაჟირებას. 5. სტაჟირების ხელმძღვანელი უფლებამოსილია აუდიტორ-სტაჟიორს განუსაზღვროს უშუალო ხელმძღვანელი.     მუხლი 16🔗 1. საქართველოს კონტროლის პალატაში აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა, როგორც წესი, განისაზღვრება ექვსი თვით. 2. აუდიტორ-სტაჟიორს კომისიის თავმჯდომარე განუსაზღვრავს სტაჟირების გავლის ინდივიდუალურ პროგრამას. 3. განსაკუთრებულ შემთხვევაში, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით აუდიტორ-სტაჟიორს შეიძლება ვადაზე ადრე, მაგრამ არა უადრეს 4 თვისა, შეუწყდეს სტაჟირება და დაინიშნოს საქართველოს კონტროლის პალატაში ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. აუდიტორ-სტაჟიორს, რომელიც სტაჟირების მიმდინარეობის პროცესში ვერ დააკმაყოფილებს აუდიტორ-სტაჟიორისათვის წაყენებულ მოთხოვნებს, კომისიის დასკვნის საფუძველზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით, ვადაზე ადრე უწყდება სტაჟირება. 5. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის განხილვის პროცესში აუდიტორ-სტაჟიორის მონაწილეობა სავალდებულოა. 6. აუდიტორ-სტაჟიორის სტაჟირების ვადა ითვლება საერთო შრომით სტაჟში. 7. აუდიტორ-სტაჟიორი, რომელიც სტაჟიორად დაინიშნა საქართველოს კონტროლის პალატაში მისი თანხმობითა და კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს ერთი აუდიტის დეპარტამენტიდან მეორეში, ან ავტონომიური რესპუბლიკის კონტროლის პალატაში და პირიქით.     მუხლი 17🔗 1. აუდიტორ-სტაჟიორს უფლება აქვს: ა) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით, თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ ჩაატაროს აუდიტორული მოქმედებები და სხვა ღონისძიებები, რომლებიც დაკავშირებულია აუდიტის განხორციელებასთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გამონაკლისებისა; გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემული სტრუქტურული ერთეულის კომპეტენციას მიეკუთვნება და გამოიყენოს მისი ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. აუდიტორ-სტაჟიორი ვალდებულია: ა) დადგენილ ვადებში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები და მითითებები; ბ) დაიცვას მისი საქმიანობის მარეგულირებელი და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები; გ) სტაჟირების ხელმძღვანელის მითითებით და მეთვალყურეობით შეასრულოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებული ცალკეული დავალებები; დ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად; ე) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას.     მუხლი 18🔗 1. საქართველოს კონტროლის პალატა აუდიტორ-სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად. 2. საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციული დეპარტამენტი უზრუნველყოფს სტაჟირების ვადით აუდიტორ-სტაჟიორებზე შესაბამისი სამსახურებრივი მოწმობების გაცემას, რომლის ფორმა მტკიცდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით.     მუხლი 19🔗 1. სტაჟირების ხელმძღვანელი პირადად აკონტროლებს აუდიტორ-სტაჟიორის მიერ გაწეულ მუშაობას, აუდიტორ-სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და შესაბამისად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია აუდიტორ-სტაჟიორს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია. 3. სტაჟირების ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟირების დაწყებიდან 3 და 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ სტაჟირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას. 4. სტაჟირების ხელმძღვანელს ამ მუხლით დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება საერთო წესის შესაბამისად.     მუხლი 20🔗 სტაჟირებას კოორდინაციას უწევს კომისია, რომელიც ვალდებულია სტაჟირების ხელმძღვანელის მიერ ინფორმაციის მიწოდებიდან ათი დღის ვადაში შეადგინოს დასკვნა აუდიტორ-სტაჟიორზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების შესრულებასთან დაკავშირებით და წარუდგინოს იგი კონტროლის პალატის თავმჯდომარეს.     მუხლი 21🔗 1. სტაჟირების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძველი შეიძლება გახდეს: ა) პირადი განცხადება; ბ) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში სამსახურში გამოუცხადებლობა; გ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; დ) ამ წესის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნა; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“ „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კონტროლის პალატის თავმჯდომარე კომისიის წინადადების  საფუძველზე. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი საქართველოს კონტროლის პალატის მიერ გაცემულ სამსახურებრივ მოწმობას 3 დღის ვადაში აბარებს საქართველოს კონტროლის პალატის ცენტრალური აპარატის ადმინისტრაციულ დეპარტამენტს. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლებით სტაჟირების შეწყვეტის შემთხვევაში, აუდიტორ-სტაჟიორი 3 დღის ვადაში საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამის უფლებამოსილ მოსამსახურეს აბარებს ყველა მატერიალურ სიკეთეს, რაც მას სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებასთან დაკავშირებით გადაეცა, ასევე იმ დოკუმანტაციას, რაც მან მოიპოვა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.     მუხლი 22🔗 1. სტაჟირების საერთო ვადის გასვლის შემდეგ კომისია ერთი თვის გამავლობაში ახდენს აუდიტორ-სტაჟიორთა შეფასებას. 2. კომისიას აუდიტორ-სტაჟიორთა შეფასების შედეგების საფუძველზე გამოაქვს დასკვნა: ა) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით შეესაბამება საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთათვის დადგენილ მოთხოვნებს; ბ) პირი სტაჟირების პერიოდში შეძენილი კვალიფიკაციითა და უნარ-ჩვევებით არ შეესაბამება საქართველოს კონტროლის პალატის აუდიტორთათვის დადგენილ მოთხოვნებს. 3. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში აუდიტორ-სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით. 4. კომისია კონტროლის პალატის თავმჯდომარეს წარუდგენს იმ პირთა მონაცემებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს სტაჟირება. კონტროლის პალატის თავმჯდომარე გასაუბრების საფუძველზე უფლებამოსილია აღნიშნულ პირთაგან შეარჩიოს კონტროლის პალატაში შესაბამის ვაკანტურ თანამდებობაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დასანიშნი პირები. თავი IV. სტაჟირება საქართველოს კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის გარეშე     მუხლი 23🔗 1. ამ თავით გათვალისწინებული დებულებები ადგენს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს. 2. ამ თავით დადგენილი სტაჟირება წარმოადგენს საქართველოს კონტროლის პალატაში არაანაზღაურებად საქმიანობას, რომელიც ხორციელდება კონტროლის პალატაში შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე სტაჟიორად დანიშვნის გარეშე. 3. ამ თავით გათვალისწინებული წესით სტაჟირების გასავლელად სტაჟირებაზე მიიღება პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს.     მუხლი 24🔗 საქართველოს კონტროლის პალატაში ამ თავით დადგენილი სტაჟირების გავლის მსურველმა კანდიდატმა საქართველოს კონტროლის პალატაში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება; ბ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ავტობიოგრაფია (ნაბეჭდი ფორმით); დ) სამოტივაციო წერილი; ე) დიპლომის და ნიშნების ფურცლის ასლი, თუ კანდიდატს აქვს უმაღლესი განათლება, ხოლო უმაღლესი განათლების არმქონე კანდიდატმა – ცნობა შესაბამისი უმაღლესი სასწავლებლიდან; ვ) რეკომენდაცია; ზ) ამონაწერი შრომის წიგნაკიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) ორი ნაბეჭდი და ერთი ელექტრონული ფოტოსურათი (ბიომეტრიული).     მუხლი 25🔗 1. სტაჟიორთა მიღება წარმოებს კონკურსის წესით ან მის გარეშე. კონკურსის წესით სტაჟიორთა მიღების შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას კონკურსის გამოცხადების თაობაზე. 2. სტაჟიორთა მისაღებად კონკურსი შეიძლება იყოს ერთ- ან ორეტაპიანი. 3. ერთეტაპიანი კონკურსი ტარდება კომისიასთან გასაუბრების ფორმით. ორეტაპიანი კონკურსი ტარდება ტესტირებისა და გასაუბრების ფორმით. 4. ორეტაპიანი კონკურსის ჩატარებისას გამოიყენება ამ დებულების მე-12 მუხლის მე-6 პუნქტისა და მე-13 და მე-14 მუხლების დადგენილი წესები. 5. სტაჟირებაზე დაშვების შესახებ კონტროლის პალატის თავმჯდომარე გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.     მუხლი 26🔗 1. სტაჟირების ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 4 თვით. 2. სტაჟიორს სტაჟირებაზე დაშვების შემდეგ ეძლევა სტაჟიორის მოწმობა, რომლის ფორმა მტკიცდება საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით. 3. სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ სტაჟიორთან გასაუბრებას და შეფასებას ახორციელებენ სტაჟირების ხელმძღვანელი და საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი, რომლებიც გასაუბრების შედეგებს აწვდიან კონტროლის პალატის თავმჯდომარეს. 4. გასაუბრების შედეგად მიიღება გადაწყვეტილება: ა) სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) სტაჟირების შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 5. სტაჟირების შედეგების დადებითი შეფასების შემთხვევაში სტაჟიორს ეძლევა სტაჟირების გავლის სერტიფიკატი, რომლის ფორმა მტკიცდება კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით. 6. სტაჟიორთა ლიმიტს ყოველწლიურად განსაზღვრავს კონტროლის პალატის თავმჯდომარე.     მუხლი 27🔗 1. სტაჟიორს კონტროლის პალატის თავმჯდომარის ბრძანებით ენიშნება ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევს სტაჟირების გავლის პროცესს. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ვალდებულია სტაჟიორს მისცეს მიმართულება და კონკრეტულად განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს ვადა, მიაწოდოს მას აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი მითითებები. 3. ხელმძღვანელი სტაჟიორს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და აკონტროლებს მათი შესრულების მდგომარეობას, სტაჟირების ვადის გასვლის შემდეგ ადგენს მოხსენებით ბარათს სტაჟიორის მიერ გავლილი სტაჟირების შესახებ პალატის თავმჯდომარის სახელზე და აძლევს (ან არ აძლევს) რეკომენდაციას სათანადო სერტიფიკატის გაცემის შესახებ.     მუხლი 28🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს: ა) საქართველოს კონტროლის პალატის  შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანხმობით გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატაში შემოსულ დოკუმენტებს, ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ბიბლიოთეკით, ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) სტაჟირების ხელმძღვანელის თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში და თათბირებში; გ) გაეცნოს საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც მოცემულ სფეროს მიეკუთვნება და გამოიყენოს მათი კვალიფიციური ცოდნა დაკისრებული დავალებების შესრულებისას. 2. სტაჟიორი საქართველოს კონტროლის პალატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მითითებით და სტაჟირების ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ამ ერთეულის საქმიანობასთან დაკავშირებულ ცალკეულ დავალებებს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 29🔗 1. სტაჟიორს უფლება აქვს მიმართოს კონტროლის პალატის თავმჯდომარეს ერთი სტრუქტურული ერთეულიდან მეორეში გადაყვანის თაობაზე. 2. კონტროლის პალატის თავმჯდომარე სტაჟიორის მოსწრებისა და ცოდნის დონის, აგრეთვე საქართველოს კონტროლის პალატის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე, უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სტაჟიორის გადაყვანის შესახებ.     მუხლი 30🔗 1. სტაჟიორი ვალდებულია: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს „საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტით და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ასევე დაიცვას საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესი და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმები; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს სტაჟირების ხელმძღვანელის და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მიცემული დავალებები; გ) მაქსიმალურად გამოიყენოს სტაჟირების ვადა საქართველოს კონტროლის პალატის საქმიანობის სპეციფიკის გასაცნობად, პროფესიული ჩვევების დასაუფლებლად და პრაქტიკული გამოცდილების მისაღებად; დ) არ გაამჟღავნოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი მოვალეობების შესრულებისას. 2. სტაჟირების პროცესში სტაჟიორზე ვრცელდება საქართველოს კონტროლის პალატის შინაგანაწესით დადგენილი მოთხოვნები.     მუხლი 31🔗 საქართველოს კონტროლის პალატა ვალდებულია სტაჟიორს შეუქმნას სათანადო პირობები პროფესიული უნარ-ჩევევების, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მისაღებად.     მუხლი 32🔗 1. სტაჟირების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლებია: ა) სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში გამოუცხადებლობა; ბ) დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება; გ) სტაჟიორის პირადი განცხადება. 2. სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე საკუთარი ინიციატივის ან შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ან სტაჟირების ხელმძღვანელის წინადადების განხილვის საფუძველზე.     თავი V. დავების განხილვა     მუხლი 33🔗 დავები, რომლებიც წარმოიშობა კონკურსთან (ტესტირებასთან) დაკავშირებით, წყდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.