ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
300.160.070.47.052.012.887
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 31, 17/03/2008
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი                300.160.070.47.052.012.887

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის

უფროსის ბრძანება №30

2009 წლის 12 მარტი

ქ. თბილისი

,,ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. „ტექნიკური რეგლამენტის ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესის“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის უფროსის 2007 წლის 20 სექტემბრის №104 ბრძანებით (სსმ III, 25.09.2007 წ., №133, მუხ. 1451) დამტკიცებულ ტექნიკურ რეგლამენტში ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდული ტესტირების ფირნიშების ფორმა და დამზადების წესი“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის:

ა) მე-3 პუნქტის ,,ა.გ.“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა.გ) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი ნარინჯისფერი ციფრები ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 5).“;

ბ) მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,გ) ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ბოლო ორი ციფრის (ვადის ამოწურვის წლების აღმნიშვნელი ნარინჯისფერი ციფრები ბლანკს თან უნდა ახლდეს) მისაკვრელი ფანჯარა (დანართი №1, სწორკუთხედი 6).“.

2. მე-4 მუხლი:

ა) მე-6 პუნქტს დაემატოს ,,გ1“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,გ1) შესაბამის ფანჯრებში ფირნიშის მოქმედების ვადის ამოწურვის წლის აღმნიშვნელი ციფრების ჩაკვრა.“;

ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,8. მონაცემები ადმინისტრაციის მიერ ტესტირების ცენტრებისათვის გადაცემული, დაბრუნებული და ჩამოწერილი ფირნიშების ბლანკების შესახებ ფიქსირდება რეესტრში, რომლის ფორმა მოცემულია დანართში №2.“;

გ) დაემატოს 91 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,91. ტესტირების ცენტრის აკრედიტაციის გაუქმების გამო დარჩენილი, გაუხარჯავი ფირნიშების ბლანკები ექვემდებარება აღრიცხვას და ადმინისტრაციისათვის დაბრუნებას.“;

დ) მე-10 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

3. რეგლამენტის №1 და №2 დანართებში შეტანილ იქნეს ცვლილებები და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 ივლისიდან.

გ. ბოკუჩავა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

                                                                                                                                         დანართი №2

ადმინისტრაციისმიერტესტირებისცენტრებისათვისგადაცემული ფირნიშებისბლანკებისრეესტრი

რეესტრის

 

.ტესტირების ცენტრის დასახელება

აკრედიტაციის რეგისტრაციის კოდი

გადაცემული ფირნიშების ბლანკების ნომრები და მათი გადაცემის თარიღი

დაბრუნებული ფირნიშების ბლანკების ნომრები და დაბრუნების თარიღი

 

ჩამოწერილი ფირნიშების ბლანკების

ნომრები და ჩამოწერის თარიღი

 

M1,N1 კატეგორიისთვის

 

 

თარიღი

M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორიისთვის

 

თარიღი

M1,N1 კატეგორიისთვის

 

 

თარიღი

M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორიისთვის

 

თარიღი

M1,N1 კატეგორიისთვის

 

 

თარიღი

M2, M3, N2, N3, 03 ,04 კატეგორიისთვის

 

თარიღი