“საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიოკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№199
სარეგისტრაციო კოდი
120.340.000.22.026.012.901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 34, 20/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.012.901

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №199

2009 წლის 17 მარტი

ქ. თბილისი

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 22 ივნისის №195 ბრძანებით (სსმ III, №76, 2005 წ., მუხლი 809) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-9 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დ) დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველო.“

2. 112 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,112. დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სამმართველოს ფუნქციებია:

ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების ხელშეწყობა, პროცესის კოორდინაცია და წარმართვა;

ბ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების ძირითადი და ალტერნატიული პროგრამების ანალიზი, შეიარაღებული ძალებისთვის ,,თავდაცვის დაგეგმვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული, თავდაცვის დაგეგმვის სტრატეგიული და უწყებრივი დონის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული აუცილებელი სამხედრო შესაძლებლობების შენარჩუნების, გაუმჯობესებისა ან ჩამოყალიბების უზრუნველყოფის მიზნით;

გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების განვითარების პროგრამების განხორციელების მონიტორინგი, პერიოდული შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება პროცესის შემდგომი სრულყოფისთვის;

დ)   დაგეგმვის, პროგრამირებისა და ბიუჯეტირების სისტემის განხორციელების პროცესში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განვითარების, ერთიანი ინტეგრირებული პროგრამის ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, პერიოდული შეფასება, განხორციელების მონიტორინგი, შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება“.

მუხლი 2. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.

მუხლი 3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ვ. სიხარულიძე