,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№173
სარეგისტრაციო კოდი
200.220.010.22.033.012.908
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 33, 19/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.908

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №173

2009 წლის 19 მარტი

ქ. თბილისი

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის N990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებით (სსმ III, 31.12.2008 წ., №187, მუხ. 2015) დამტკიცებულ „საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (დანართი №1) შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 1. მე-9 მუხლს დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.

 2. მე-11 მუხლის მე-5 პუნქტის „გ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია, ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული “საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

 3. მე-11 მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საქონლის მიტანიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ ინსტრუქციის მე-9 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

4. მე-12 მუხლს დაემატოს 81 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

 „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის მიუხედავად, დეკლარანტს უფლება აქვს სატვირთო საბაჟო დეკლარაციაზე დასართავი დოკუმენტები დეკლარაციასთან ერთად წარადგინოს ელექტრონულად.“.

 5. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „გ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით“ გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

 6. მე-12 მუხლის მე-11 პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ.ა) თანამშრომლობის მონაწილე ვალდებულია დეკლარაციის რეგისტრაციიდან 2 სამუშაო დღის ვადაში საბაჟო დამუშავების ოპერაციის განმახორციელებელ საბაჟო ორგანოს წარუდგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1760 ბრძანებით დამტკიცებული „საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების (იმპორტის) საბაჟო რეჟიმის გამოყენების წესების შესახებ ინსტრუქციით” გათვალისწინებული დოკუმენტები ან/და მათი დამოწმებული ასლები, გარდა ამ მუხლის 81 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი

პ. პეტრიაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 19.03.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““?
„,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““ მიღებულია 19.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ფინანსთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №173. სარეგისტრაციო კოდი — 200.220.010.22.033.012.908.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 19.03.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის განხორციელების წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 31 დეკემბრის №990 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ““, №173, 19.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 200.220.010.22.033.012.908 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82852/