„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.012.944
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №406
2009 წლის 26 მარტი
ქ. თბილისი
,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-11 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებით (სსმ III, 2005 წ., №52, მუხ. 567) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა;“.
2. ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის ,,მ“ ქვეპუნქტი;
3. ამოღებულ იქნეს მე-4 მუხლის ,,ვ“, ,,ზ“, ,,თ“, ,,ი“, ,,ნ“, ,,ჭ“, ,,ჯ“, ,,ჰ“, ,,ჰ1 “ და ,,ჰ2 “ ქვეპუნქტები;
4. მე-4 მუხლის ,,ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ო) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს ინტერესების წარმოდგენა საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებში და დიპლომატიურ მისიებში;“.
5. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის ,,ზ1 “ ქვეპუნქტი:
,,ზ1 ) კოორდინაციას უწევს საზღვარგარეთ სამინისტროს წარმომადგენელთა საქმიანობას, ახორციელებს კონტროლს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან საქმიანი ურთიერთობების დამყარებაზე;“.
6. მე-6 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს რვა მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.“.
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე მინისტრის გადაწყვეტილებით იმავდროულად შეიძლება იყოს ერთ-ერთი სტრუქტურული დანაყოფის უფროსი ან სამინისტროს სრულუფლებიანი წარმომადგენელი საზღვარგარეთის ქვეყნებში.
4. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე:
ა) კოორდინაციას და კონტროლს უწევს სამინისტროს ქვედანაყოფებში საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას;
ბ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და დიპლომატიურ მისიებთან ოფიციალური მიმოწერის წარმოებას და პასუხისმგებელია პრესრელიზების და სხვა საცნობარო მასალის გამოქვეყნებაზე, სამინისტროს ოფიციალური ვებ-გვერდის, ფოტო და ვიდეო არქივის შექმნასა და განახლებაზე;
გ) ახორციელებს საზოგადოებრივი წესრიგისა და უშიშროების დაცვის, დანაშაულის გახსნის, თავიდან აცილებისა და აღკვეთის, წინასწარი გამოძიების მიზნით დსთ-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობას საქართველოს მიერ დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ფარგლებში;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარმოადგენს სამინისტროს ინტერესებს საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის უწყებებსა და დიპლომატიურ მისიებში;
ე) ახორციელებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის ან მინისტრის დავალების შესაბამისად სხვა უფლებამოსილებებს.“;
გ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,გ) საპროტოკოლო განყოფილება;“
8. მე-8 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. საპროტოკოლო განყოფილების ამოცანები და კომპეტენცია განისაზღვრება ამ დებულების მე-3 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 მუხლის ,,კ“ ,,ლ“, ,,მ“, ,,ძ“, და ,,ხ“ ქვეპუნქტებით“.
მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.
ი. მერაბიშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.03.2009.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 26.03.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №406. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.020.22.034.012.944.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.03.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2005 წლის 27 აპრილის №417 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“, №406, 26.03.2009, სარეგისტრაციო კოდი 010.320.020.22.034.012.944 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.03.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/82996/