„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
230.210.000.22.033.012.956
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 31/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.210.000.22.033.012.956

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

 ბრძანება №204

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

„სახელმწიფო საკუთრებაში საქონლის გადაცემის წესის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის №1753 ბრძანებით (სსმ III, 22.12.2006 წ., №172, მუხ. 2319) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    „მუხლი 13. საჯარო სამართლის იურიდიულ პირი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის საქონლის გადაცემა

1. სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საქონლის მფლობელს უფლება აქვს საქონელი გადასცეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო).

2. სააგენტოსათვის საქონლის გადაცემა ხორციელდება „სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასების, განადგურების, განაწილებისა და/ან რეალიზაციის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 9 ივნისის №209 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტის (შემდგომში – აქტი) საფუძველზე.

3. აქტს ხელს აწერს საქონლის მფლობელი, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირი და სააგენტოს უფლებამოსილი პირი.

4. სააგენტოსათვის შესაბამისი აქტით საქონლის გადაცემამდე საქონლის მფლობელის განცხადებით, მისივე ხარჯებით და დადგენილი წესით საქონელი შეიძლება მოთავსდეს საბაჟო საწყობში.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საქონელი საბაჟო საზღვარზე შემოტანისთანავე გაცხადებულ იქნა სააგენტოსათვის გადასაცემად, ხოლო საბაჟო საზღვარზე არ არსებობს საბაჟო საწყობი ან შეუძლებელია არსებულ საწყობში საქონლის შენახვა, მაშინ საქონელი გადაადგილდება მოწმობით, საბაჟო გარანტიის წარმოდგენით და საქონლის მფლობელის ხარჯებით სხვა საბაჟო საწყობში.

6. სააგენტოსათვის გადაცემული საქონელი შეიძლება დროებით დასაწყობდეს საბაჟო საწყობში.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული საქონლის საწყობიდან შესაბამის ვადაში (სამ თვეში) გაუტანლობის შემთხვევაში საბაჟო ორგანო ახორციელებს ამ საქონლის განადგურებას საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.“.

    მუხლი 2.

ეს ბრძანება ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საფინანსო სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 11 თებერვლის №75 ბრძანებულებაში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი