„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№80/01
სარეგისტრაციო კოდი
220.090.000.18.011.012.959
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 30/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.090.000.18.011.012.959

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №80/01

2009 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანებაში (სსმ III, 10.07.2007, №97, მუხ. 1040) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჰ.ა) საინკასო დავალება – საქართველოს კანონმდებლობით შესაბამისი უფლებებით აღჭურვილი მესამე მხარის (საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანო, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანო) მიერ ბანკისთვის დადგენილი ფორმით მიცემული დავალება, გადამხდელის ანგარიშიდან მისი თანხმობის გარეშე ფულადი სახსრების უპირობო ჩამოწერაზე;“.

2.  მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.ა“ ქვეპუნქტი:

„გ.ა) ელექტრონული საგადახდო საბუთის ქაღალდის საგადახდო დავალებად გარდაქმნის (ამობეჭდვის) აუცილებლობის შემთხვევაში, სავალდებულოა სხვა რეკვიზიტებთან ერთად, საგადახდო დავალების ზედა მარჯვენა კუთხეში საბუთის უნიკალური კოდის მითითება.“.

3. მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. უდავო წესებით თანხების გადახდევინებას (ჩამოწერას) ახდენს საქართველოს ეროვნული ბანკი, სააღსრულებო ორგანოები, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პირებისათვის გადასახდელთა დაკისრების უფლებამოსილება.

2. სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლები (შემდგომში – აღმასრულებლები) გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენენ უფლებამოსილი ორგანოების მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლების პირველი პირების ან შესაბამისი წესით დამოწმებული დუბლიკატების და სახსრების ჩამოწერის შესახებ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების (განკარგულების) საფუძველზე (№9 დანართი). საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტო, საგადასახადო და საბაჟო ორგანო გადამხდელის ანგარიშიდან სახსრების უდავო წესით ჩამოწერას ახდენენ მათ მიერ შევსებული და სათანადო წესით დამოწმებული საინკასო დავალების საფუძველზე.“.

4. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საინკასო დავალებაში დასაშვებია ერთსა და იმავე საბანკო დაწესებულებაში გახსნილი გადამხდელის რამდენიმე ანგარიშის ერთდროულად მითითება (მათ შორის უცხოური ვალუტით). საინკასო დავალებაში მითითებული თანხის ჩამოწერა წარმოებს გადამხდელის იმ ანგარიშებიდან, რომლებიც მითითებულია საინკასო დავალებაში. დაუშვებელია ბანკმა საინკასო დავალებაში მითითებული სახსრების ჩამოწერა განახორციელოს გადამხდელის (კლიენტის) სხვა ანგარიშიდან, რომელიც მითითებული არ ყოფილა საინკასო დავალებაში. ამავე მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულება ვალდებულია საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება ან დადებული ყადაღა ავტომატურად გაავრცელოს ბანკში არსებულ გადამხდელის (კლიენტის) ყველა ანგარიშზე.“.

5. მე-5 მუხლის მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„9. უდავო წესით სახსრების ჩამოსაწერად აღმასრულებლების სააღსრულებო ფურცელი და საინკასო დავალება ან საქართველოს ეროვნული ბანკის, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საქართველოს საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება, შესაბამისი უფლებამოსილი პირების მიერ ან საფოსტო გზავნილით, წარედგინება უშუალოდ იმ საბანკო დაწესებულებას ან მის ქვედანაყოფს, რომელშიც წარმოებს მოვალის ანგარიში. სათავო ბანკში მონაცემთა ბაზების ცენტრალიზებული დამუშავების სისტემის არსებობის შემთხვევაში საგადასახადო და საბაჟო ორგანოს საინკასო დავალება შეიძლება წარედგინოს სათავო ბანკს.“.

6. მე-5 მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ეროვნული ბანკის, სააღსრულებო ბიუროს, საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს, საგადასახადო და საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილ საინკასო დავალებათა შორის უპირატესობით სარგებლობს საქართველოს ეროვნული ბანკის საინკასო დავალება და მისი შესრულება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში, მიუხედავად იმისა, სხვა საინკასო დავალებებთან შედარებით რა ვადაში იყო წარდგენილი იგი;

 ბ) საგადასახადო და საბაჟო ორგანოს მიერ წარდგენილი საინკასო დავალებები თანაბარი დონის საანგარიშსწორებო დოკუმენტებია და მათი შესრულება უნდა განხორციელდეს ქრონოლოგიური რიგითობის მიხედვით; კორექტირებულ ახალ საინკასო დავალებაზე ვრცელდება უკვე წარდგენილი საინკასო დავალების რიგითობა.“.

7. მე-5 მუხლის მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„16. ბანკის კლიენტების საბანკო ანგარიშზე შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ორგანოს მიერ კლიენტის მომსახურე ბანკში ყადაღის დადების დოკუმენტის წარდგენისას, ჩერდება ყველა საინკასო დავალების შესრულება. ყადაღის არსებობა ანგარიშზე გამორიცხავს ნებისმიერი აქტიური საბანკო ოპერაციის შესრულებას.“.

8. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-19 პუნქტი:

„19. საბანკო დაწესებულებაში ადრე წარდგენილ საინკასო დავალებაში თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირების აუცილებლობის შემთხვევაში, საბანკო დაწესებულებას წარედგინება ახალი საინკასო დავალება, რომლის „დამატებითი ინფორმაციის“ ველში აუცილებელია იმ საინკასო დავალების მითითება, რომელშიც ხორციელდება კორექტირება. საგადასახადო და საბაჟო ორგანოს მიერ საინკასო დავალების კორექტირების შემთხვევაში თანმხლებ წერილში მიეთითება ის საინკასო დავალება, რომელშიც ხორციელდება კორექტირება. ამავე მუხლის მე-18 პუნქტში აღნიშნული ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს თანხის ან/და ანგარიშსწორების ანგარიშის კორექტირება იმ დროისათვის არსებული საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, ელექტრონულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, ხელშეკრულებით დადგენილი წესით და ფორმით.“.

    მუხლი 2

ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია „საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2007 წლის 26 ივნისის №166 ბრძანების საქართველოს საგადასახადო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

     გ. ქადაგიძე