„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.050.18.011.012.960
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება №83/01
2009 წლის 30 მარტი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონის ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად და ეროვნული ბანკის მიერ ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით, ვბრძანებ:
მუხლი 1
„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ოპერაციების ჩატარების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 6 მარტის №52/01 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში (სსმ III, 10.03.09 წ., №26, მუხლი 341) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დებულების მეორე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. აუქციონის ჩატარების შესახებ შეტყობინებას ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს უგზავნის აუქციონის ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 საათით ადრე, ბლუმბერგის სისტემის მეშვეობით.
2. დებულების მეხუთე მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ანგარისწორების დღის 15:30 საათამდე არ აღმოჩნდა საკმარისი თანხა, ანგარიშსწორება განხორციელდება მომდევნო საბანკო დღეს. თუ ანგარიშსწორების დღეს, კალენდარული დღის ბოლომდე არ მოხდება თანხების ჩარიცხვა, ბანკს დაეკისრება ჯარიმა დაკმაყოფილებული თანხის 2 პროცენტის ოდენობით. თუ ბანკის შესაბამის ანგარიშზე ანგარიშსწორების დღის შემდეგი საბანკო დღის 15:30 საათამდეც არ აღმოაჩნდა საკმარისი თანხა, დაკმაყოფილებული განაცხადი ჩაითვლება ბათილად. ჯარიმის ჩამოჭრა განხორციელდება ეროვნული ვალუტის ანგარიშიდან, ხოლო თუ თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა – აშშ დოლარის საკორესპონდენტო ანგარიშიდან და სხვა უცხოური ვალუტის საკორესპონდენტო ანგარიშებიდან. ჯარიმის თანხის გაანგარიშებისას და გადახდისას გამოყენებული იქნება იმ დღის ოფიციალური კურსები. თუ ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშ(ებ)იდან ჩამოჭრილი თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა ჯარიმის დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
3. ამოღებულ იქნეს დებულების მეხუთე მუხლის მეოთხე პუნქტი.
მუხლი 2
ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია ქვეყანაში ფინანსური და ფასების სტაბილურობის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო პოლიტიკის ეფექტურობის ამაღლებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების ადეკვატური მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით.
მუხლი 3
ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.
გ. ქადაგიძე