,,საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების და ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№81/01
სარეგისტრაციო კოდი
220.020.040.18.011.012.961
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 31/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 2 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.020.040.18.011.012.961

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №81/01

2009 წლის 30 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების და ზოგიერთი სამართლებრივი აქტის ნაწილის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, 70-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2000 წლის 28 აპრილის №132 ბრძანება „კომერციული ბანკების მიერ ფიზიკური პირების საანაბრო ოპერაციების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2004 წლის 17 მარტის №51 ბრძანება ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებებში ანგარიშების გახსნის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე.“.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ რეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №75 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი, მე-2 , მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები.

4. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს საბანკო დაწესებულებების მიერ არარეზიდენტი იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ეროვნულ და უცხოურ ვალუტაში ანგარიშების (ანაბრების) გახსნისა და წარმოების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 1998 წლის 19 აგვისტოს №76 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის პირველი, მე-2 , მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 მუხლები.

5. ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედების საჭიროება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ძალადაკარგულად გამოსაცხადებელი ბრძანებებით რეგულირებული ურთიერთობები სსიპ „საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს“ კომპეტენციის სფეროშია და საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტომ მიიღო შესაბამისი მარეგულირებელი აქტები.

6. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე