,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№66
სარეგისტრაციო კოდი
010.240.020.22.027.012.963
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 40, 31/03/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.020.22.027.012.963

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №66

2009 წლის 31 მარტი

ქ. თბილისი

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 7 ნოემბრის №541 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2008 წლის 17 მარტის №63 ბრძანებით (სსმ III, 2008 წ., №40, მუხ. 457) დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:

„ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით წინასწარი გამოძიების ჩატარება პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში.“.

2. მე-18 და მე-19 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 18

გენერალურ ინსპექციაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედის:

ა) საგამოძიებო სამმართველო;

ბ) სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო;

გ) საფინანსო-სარევიზიო სამმართველო.

    მუხლი 19

1. საგამოძიებო სამმართველო უზრუნველყოფს წინასწარი გამოძიების ჩატარებას პროკურორის, პროკურატურის გამომძიებლის, პროკურატურის მრჩევლის, აგრეთვე სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე–335-ე, 337-ე–342-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენის შემთხვევაში.

2. სამსახურებრივი შემოწმების სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) ამ დებულებით დადგენილი წესით სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას წინასწარ შემუშავებული და დამტკიცებული გეგმის შესაბამისად;

ბ) სამინისტროს სისტემის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვაზე ზედამხედველობას;

გ) მოქალაქეთა განცხადება-საჩივრების შესწავლასა და მათზე სათანადო რეაგირებას;

დ) სამსახურებრივი შემოწმების სამუშაო გეგმის შემუშავებას.

3. საფინანსო-სარევიზიო სამმართველო, ამ დებულებით განსაზღვრულ ამოცანათა შესრულების მიზნით, უზრუნველყოფს:

ა) სამინისტროში მოსამსახურეთა მიერ ფინანსების მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებების დაცვის და მათი ეფექტური გამოყენების მიზნით საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსურ და თემატურ შემოწმებას;

ბ) სამინისტროში საბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს;

გ) სამინისტროში არასაბიუჯეტო სახსრების განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების კონტროლს.“.

3. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გენერალურ ინსპექციაში საჯარო სამსახურს ეწევიან:

ა) სამმართველოს მრჩევლები;

ბ) საგამოძიებო სამმართველოს გამომძიებლები;

გ) გენერალური ინსპექციის სპეციალისტები.“.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს 2009 წლის 1 აპრილიდან.

ზ. ადეიშვილი