,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№89/01
სარეგისტრაციო კოდი
220.010.070.18.011.012.977
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 43, 07/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.977

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №89/01

2009 წლის 3 აპრილი

ქ. თბილისი

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის    №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის 1-ლი პუნქტის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

„საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ“ დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებით (სსმ III, 04.09.2008 წ., №130, მუხლი 1311) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი რედაქციის მე-9 პუნქტი:

„9. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი პირობებით სესხის უზრუნველყოფაში გამოყენებულ უცხოურ ვალუტას შეიძლება დაერიცხოს პროცენტი.“.

2. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. სესხის დაფარვის ოპერაციებს ახორციელებს ეროვნული ბანკი, ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშზე იმ დღეს არსებული ნაშთიდან.“.

3. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სესხის დაფარვის დღეს, სესხის ძირითადი თანხის და დარიცხული პროცენტის სრულად დაუფარაობის შემთხვევაში:

ა) სესხზე პროცენტის დარიცხვა წყდება სესხის დაფარვის დღეს.

ბ) ბანკის მიერ გადაუხდელ თანხაზე, ეროვნული ბანკის სასარგებლოდ, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მიერ დადგენილი ერთდღიანი სესხის პროცენტის ოდენობით, დაერიცხება საჯარიმო პროცენტი;

გ) თუ ბანკის უცხოური ვალუტით საკორესპონდენტო ანგარიშზე რიცხული სავალუტო სახსრები გამოყენებულია როგორც უზრუნველყოფა, სესხის დაფარვის დღეს მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით შესაბამისი თანხის კონვერტაციის შემდეგ ეროვნული ბანკი ფარავს მის მიმართ არსებულ დავალიანებას;

დ) უზრუნველყოფაში მყოფ ფასიან ქაღალდებს ეროვნული ბანკი გადაიტანს თავის მფლობელობაში და გაასხვისებს მის მიერ დადგენილი წესით, ხოლო განსხვავებას რეალიზაციით მიღებულ თანხასა და დავალიანებას შორის დაუბრუნებს ბანკს;

ე) თუ უზრუნველყოფაში გამოიყენება სავალუტო სახსრები და ფასიანი ქაღალდები, მაშინ თავდაპირველად ხდება სავალუტო სახსრების, ხოლო შემდეგ ფასიანი ქაღალდების გამოყენება ეროვნული ბანკის მიმართ არსებული დავალიანების დასაფარად;

ვ) თუ მიღებული თანხა არასაკმარისი აღმოჩნდა სესხის და დარიცხული პროცენტის დასაფარად, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა კანონით განსაზღვრული წესით“.

    მუხლი 2

ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია საბანკო სისტემაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ფულად-საკრედიტო ამოცანებიდან გამომდინარე, საბანკო სისტემაში ლიკვიდობის მართვის რეგულირების მიზნით.

    მუხლი 3

ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

გ. ქადაგიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 03.04.2009.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““?
„,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 03.04.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. დოკუმენტის ნომერი — №89/01. სარეგისტრაციო კოდი — 220.010.070.18.011.012.977.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2009 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „,,საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხების გაცემის შესახებ” დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 2 სექტემბრის №234 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე““, №89/01, 03.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 220.010.070.18.011.012.977 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83152/