„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 01.04.2009
ძალის დაკარგვა 06.07.2012
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.979
გამოქვეყნების წყარო სსმ, 44, 08/04/2010
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,029 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.04.2009 მიღება
06.07.2012 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (10)
1 მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული პასუხი
2 მომხმარებელთა ინფორმირება ელექტრომომარაგების გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე
3 სამუშაოების შესრულება � არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა
4 მომხმარებლის ქსელში ჩართვა (გამზომი ხელსაწყოების ჩართვა)
5 გადაუხდელობისთვის გათიშულ მომხმარებელთა გამანაწილებელ ქსელში ჩართვა
6 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დარიცხული თანხის დაზუსტება
7 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ძაბვის ხარისხის შემოწმება (ძაბვის ნომინალური მნიშვნელობიდან გადახრა ან ციმციმი)
8 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე მისი აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმება (მაგ., ბრუნვის სიხშირის დათვლა და სხვა)
9 კონტაქტ-ცენტრის (ქოლ-ცენტრის) ოპერატორის სატელეფონო ლოდინის დრო (პასუხის გაცემის სისწრაფე)
მომსახურება
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის“ დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in .5in 1.0in 63.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.000.16.009.012.979 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №3 2009 წლის 1 აპრილი ქ. ქუთაისი �ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის� დამტკიცების შესახებ ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატების მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის მიზნით �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის �დ� ქვეპუნქტის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა: 1. დამტკიცდეს �ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქცია�. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. თავმჯდომარე � ��� � გ. ჩალაგაშვილი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქცია თავი I ზოგადი დებულებები ��� მუხლი 1🔗. ინსტრუქციის მიზანი 1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატის (შემდგომში � ლიცენზიატი) მიერ გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებელთა მონიტორინგის ინსტრუქციის (შემდგომში � ინსტრუქცია) მიზანს წარმოადგენს ლიცენზიატის მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის გაუმჯობესება ამ ინსტრუქციაში ჩამოყალიბებული კრიტერიუმების შესაბამისად. 2. ეს ინსტრუქცია ადგენს ერთიან წესსა და მოთხოვნებს შემდეგ საკითხებში: ა) ლიცენზიატის მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა; ბ) ლიცენზიატის მიერ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის შესახებ ინფორმაციის წარდგენა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (შემდგომში � კომისია); გ) მომხმარებელთა მომსახურების კომერციული ხარისხის შესახებ ლიცენზიატის მიერ კომისიაში წარდგენილი ანგარიშის მონაცემთა შემოწმება. 3. ინსტრუქციის მოქმედება ვრცელდება ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიის მფლობელ ინდივიდუალურ მეწარმესა და იურიდიულ პირზე. ��� მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები 1. ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც �ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ� საქართველოს კანონში. 2. ინსტრუქციაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნია შემდეგი მნიშვნელობა: ა) მომსახურების კომერციული ხარისხი � მომსახურების ხარისხის არატექნიკური საკითხები, რომელიც განსაზღვრავს ლიცენზიატის მომხმარებელთან ურთიერთობას; ბ) მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნები � მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებლები, რომელიც შეესაბამება მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის მინიმალურ დონეს და რომლის უზრუნველყოფა ლიცენზიატის ვალდებულებაა; გ) მარტივი სამუშაოს შესრულება � ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, იფარგლება ქსელში მომხმარებლის მიერთების წერტილში სამუშაოებით, აღრიცხვის საშუალებების ჩათვლით; დ) რთული სამუშაოს შესრულება � ისეთი სამუშაოს შესრულება, რომელიც არ განეკუთვნება მარტივი სამუშაოს კატეგორიას და ითხოვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას; ე) მომხმარებლის ქსელში ჩართვა � გამანაწილებელ ქსელზე მომხმარებლის მისაერთებელი საშუალებების მზადყოფნისას, ელექტროენერგიის მიწოდების დაწყება აღრიცხვის ხელსაწყოების მეშვეობით; ვ) ფორსმაჟორი (დაუძლეველი ძალა) � ისეთი მოვლენა ან გარემოება, რომელსაც ლიცენზიატი ვერ აკონტროლებს და რომლის გამოც ლიცენზიატი ვერ ასრულებს თავის მოვალეობებს; ზ) კონტაქტ-ცენტრი (ქოლ-ცენტრი) � მომხმარებელთა სატელეფონო მომსახურების უზრუნველსაყოფად ლიცენზიატის პერსონალის სათანადო მოწყობილობებითა და პროგრამული უზრუნველყოფით აღჭურვილი საკომუნიკაციო პუნქტი; თ) მაღალი ძაბვა (მძ) � ძაბვის დონე� > 35კვ და < 110 კვ ( ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის); ი) საშუალო ძაბვა (სძ) � ძაბვის დონე > 1 კვ და < 35 კვ; კ) დაბალი ძაბვა (დძ) � ძაბვის დონე < 1 კვ (ამ ინსტრუქციის მიზნებისთვის 380/220ვ); ლ) ელექტრომომარაგების წყვეტა (შემდგომში � წყვეტა) � პირობა (მდგომარეობა), რომლის დროსაც ძაბვა მომხმარებლის მიერთების წერტილებში ნომინალური ძაბვის 1%-ზე დაბალია. განიხილება წყვეტის შემდეგი სახეები: გეგმური და არაგეგმური, ხანმოკლე და ხანგრძლივი; მ) გეგმური წყვეტა (წყვეტა წინასწარი შეტყობინებით) � ელექტრომომარაგების წყვეტა, რის შესახებაც მომხმარებლები წინასწარ არიან ინფორმირებულნი; ნ) არაგეგმური (შემთხვევითი) წყვეტა � ელექტრომომარაგების წყვეტა, რის შესახებაც მომხმარებლები წინასწარ არ არიან ინფორმირებულნი; ო) ხანგრძლივი წყვეტა � ელექტროენერგიით მომარაგების გეგმური ან არაგეგმური წყვეტა, რომლის ხანგრძლივობა 3 წუთს აღემატება; პ) ხანმოკლე წყვეტა � ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტა, რომლის ხანგრძლივობა ტოლია ან ნაკლებია 3 წუთზე; ჟ) წყვეტის დასაწყისი � ლიცენზიატის პერსონალისგან ან მომხმარებლისგან ელექტრომომარაგების წყვეტის შესახებ პირველი შეტყობინების შემოსვლის დრო; რ) წყვეტის დასასრული � მომხმარებელთათვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დრო; ს) მომხმარებლის კატეგორია � დძ/ B � საყოფაცხოვრებო, დძ/ B � არასაყოფაცხოვრებო, სძ/ B � მომხმარებელი, მძ/ B � მომხმარებელი; ტ) მომსახურების გაწევაზე თანხმობა � თანხმობა სამუშაოს შესრულებაზე, რომელიც აუცილებელია ჩატარდეს მომხმარებლის მომსახურებისათვის და გაიცემა შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ; უ) გარე მიზეზები � ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტა მესამე მხარეებისაგან: ელექტროსადგურებიდან, გადაცემის ქსელიდან, განაწილების სხვა ლიცენზიატებისაგან; დაზიანება მომხმარებელთა მხრიდან; ფ) შიდა მიზეზები � ელექტროენერგიის წყვეტა, რომელზეც პასუხისმგებლობა ეკისრება ლიცენზიატს და რომელიც არ არის განპირობებული ფორსმაჟორული (დაუძლეველი ძალით) და გარე მიზეზებით. თავი II ლიცენზიატის მომსახურების კომერციული ხარისხის მაჩვენებლები ��� მუხლი 3🔗. მომსახურების კომერციული ხარისხის კრიტერიუმები მომსახურების კომერციული ხარისხის კრიტერიუმებია: ა) დრო, რომელიც აუცილებელია მომხმარებელთა წერილობით მიმართვაზე (საჩივარი, ინფორმაციის მოთხოვნა) დასაბუთებული პასუხისთვის, აითვლება მომხმარებლის მხრიდან განაცხადებით ან საჩივრით მიმართვის თარიღიდან მისთვის დასაბუთებული პასუხის გაგზავნის თარიღამდე; ბ) დრო, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის გამო მარტივი სამუშაოს შესასრულებლად, აითვლება წყვეტის დაფიქსირებიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის დრომდე; გ)� დრო, რომელიც საჭიროა ელექტროენერგიით მომარაგების არაგეგმური წყვეტის გამო რთული სამუშაოს შესასრულებლად, განისაზღვრება საპროექტო დოკუმენტაციით; დ) დრო, რომელიც საჭიროა მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელში ჩასართავად, დაკავშირებულია მხოლოდ აღრიცხვის ხელსაწყოების (მრიცხველის, დენის და ძაბვის ტრანსფორმატორების) ჩართვასთან, როცა შესრულებულია ყველა სხვა სამუშაო; ე) დრო, რომელიც აუცილებელია იმ მომხმარებლის ქსელში ჩასართავად, რომელიც გაითიშა მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადაუხდელობის გამო, აითვლება მომხმარებლის მიერ ლიცენზიატთან სრული ანგარიშსწორების ან ეტაპობრივად გადახდის გრაფიკის ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის თარიღამდე; ვ) დრო, რომელიც აუცილებელია დარიცხული თანხის დაზუსტებასთან დაკავშირებით მომხმარებლის მიმართვაზე პასუხის გასაცემად, აითვლება დარიცხული თანხის თაობაზე მომხმარებლის მიმართვის (განცხადების) შესვლის თარიღიდან მომხმარებლისთვის ანგარიშის შემოწმების შედეგის წარდგენის თარიღამდე; ზ) დრო, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე აღრიცხვის ხელსაწყოების შესამოწმებლად, აითვლება აღრიცხვის ხელსაწყოების შემოწმების თაობაზე (ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით) მომხმარებლის განცხადების შესვლის თარიღიდან მომხმარებლისთვის შემოწმების შედეგის წარდგენის თარიღამდე; თ) დრო, რომელიც აუცილებელია მომხმარებლის მიმართვის საფუძველზე ძაბვის ხარისხის შესამოწმებლად, აითვლება ძაბვის ხარისხის შემოწმების თაობაზე (მოქმედ ტექნიკურ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით) მომხმარებლის მიმართვის შესვლის თარიღიდან მომხმარებლისთვის შემოწმების შედეგების წარდგენის თარიღამდე; ი) დრო, ელექტრომომარაგების გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირებისათვის, აითვლება ელექტრომომარაგების მოსალოდნელი გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებლების ინფორმირების თარიღიდან ელექტრომომარაგების ფაქტობრივი წყვეტის თარიღამდე; კ) კონტაქტ-ცენტრი (ქოლ-ცენტრის) ოპერატორის პასუხის დალოდების დრო, წამებში განსაზღვრული, აითვლება მომხმარებლის მიერ კონტაქტ-ცენტრის ტელეფონის ნომრის აკრეფის მომენტიდან ოპერატორისაგან პასუხის მიღების მომენტამდე. თავი III მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნები ��� მუხლი 4🔗. მოთხოვნები მომსახურებაზე ლიცენზიატმა მომხმარებლებს უნდა გაუწიოს მომსახურება, რომლის ხარისხის მინიმალური დონე განისაზღვრება ცხრილ 1-ში მოყვანილი მოთხოვნების შესაბამისად: ცხრილი 1 მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნები № მომსახურება ხარისხის მოთხოვნა 1 მომხმარებელთა წერილობით მიმართვებზე დასაბუთებული პასუხი არა უმეტეს 2 კვირისა 2 მომხმარებელთა ინფორმირება ელექტრომომარაგების გეგმური წყვეტის თარიღისა და ხანგრძლივობის თაობაზე არანაკლებ 3 სამუშაო დღისა 3 სამუშაოების შესრულება � არაგეგმური წყვეტის გამო გამორთული მომხმარებლისთვის ელექტრომომარაგების აღდგენა მარტივი სამუშაოსთვის არა უმეტეს 6 საათისა რთული სამუშაოსათვის არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა ან, თუ აღნიშნული სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა საპროექტო დოკუმენტაცია, ამ დოკუმენტაციით განსაზღვრული დრო 4 მომხმარებლის ქსელში ჩართვა (გამზომი ხელსაწყოების ჩართვა) არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა 5 გადაუხდელობისთვის გათიშულ მომხმარებელთა გამანაწილებელ ქსელში ჩართვა ანგარიშსწორებიდან ან გადახდის გრაფიკის გაფორმებიდან არა უმეტეს 6 საათისა 6 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე დარიცხული თანხის დაზუსტება განცხადების შემოსვლიდან არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა 7 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე ძაბვის ხარისხის შემოწმება (ძაბვის ნომინალური მნიშვნელობიდან გადახრა ან ციმციმი) მომხმარებელთან მისვლა, მიზეზების ანალიზი და აღმოფხვრის საშუალებების დადგენა � არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა 8 მომხმარებლის განცხადების საფუძველზე მისი აღრიცხვის ხელსაწყოს შემოწმება (მაგ., ბრუნვის სიხშირის დათვლა და სხვა) განცხადების შემოსვლიდან არა უმეტეს 2 სამუშაო დღისა 9 კონტაქტ-ცენტრის (ქოლ-ცენტრის) ოპერატორის სატელეფონო ლოდინის დრო (პასუხის გაცემის სისწრაფე) არა უმეტეს 20 წამისა ��� მუხლი 5🔗. მომსახურების შეუსრულებლობის კლასიფიცირება 1. ლიცენზიატის მხრიდან მომსახურების კომერციული ხარისხის მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეუსრულებლობის მიზეზები კლასიფიცირდება შემდეგი სახით: ა) ფორსმაჟორი (დაუძლეველი ძალა); ბ) გარე მიზეზები; გ) შიდა მიზეზები. 2. იმ შემთხვევაში, თუ ლიცენზიატი მიუთითებს ამ მუხლის პირველი პუნქტის �ა� და �ბ� ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელექტრომომარაგების წყვეტის მიზეზებს, მან ეს უნდა დაადასტუროს შესაბამისი დოკუმენტებით. აღნიშნული დოკუმენტაციის მოძიება შესაძლებელი უნდა იყოს ჟურნალში განცხადების ჩანაწერის მეშვეობით. თავი IV მომსახურების კომერციული ხარისხის თაობაზე ინფორმაციის აღრიცხვის მოთხოვნები ��� მუხლი 6🔗. ჟურნალების წარმოება და ჩანაწერის იდენტიფიცირება 1. ლიცენზიატისათვის სავალდებულოა მომსახურების ცენტრებში ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ჟურნალების წარმოება. 2. ლიცენზიატმა მომხმარებელთა განცხადებები უნდა დაყოს ორ ძირითად კატეგორიად და მოახდინოს მათი რეგისტრაცია შემდეგი ჟურნალების მიხედვით: ა)� მომხმარებელთა საჩივრებისა და მიმართვების აღრიცხვის ჟურნალი; ბ)� მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთა განცხადების აღრიცხვის ჟურნალი. 3. ლიცენზიატი ვალდებულია ჟურნალში ჩანაწერს მიანიჭოს საიდენტიფიკაციო ნომერი, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი იქნება შესაბამისი ჟურნალისა და ამ ჟურნალში ჩანაწერის რიგითობის განსაზღვრა და მოვლენის იდენტიფიცირება. 4. ჟურნალში ინფორმაციის შეტანის საფუძველს ასევე წარმოადგენს მომხმარებლის წერილობითი, სატელეფონო ან ზეპირი განცხადება. ��� მუხლი 7🔗. მომხმარებელთა საჩივრებისა და მიმართვების აღრიცხვა მომხმარებელთა საჩივრებისა და მიმართვების აღრიცხვის ჟურნალი უნდა შეიცავდეს მომხმარებლის ყოველ მიმართვასთან (საჩივართან) დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის ვინაობა, აბონენტის ნომერი, კატეგორია და მისამართი; ბ) განცხადების რეგისტრაციის ნომერი (მომხმარებლის მიმართვის საიდენტიფიკაციო ნომერი); გ) განცხადების ტიპი (საჩივარი ან მიმართვა); დ) განცხადების მოკლე შინაარსი (მინიჭებული კატეგორიის შესაბამისად); ე) მომხმარებლის მიმართვის საგანი: ე.ა) ქსელში ჩართვა; ე.ბ) გადაუხდელობის გამო გათიშული მომხმარებლის ქსელში ჩართვა; ე.გ) არაგეგმური წყვეტის გამო გათიშული მომხმარებლის ქსელში ჩართვა; ე.დ) აღრიცხვის ხელსაწყოების დაზიანება; ე.ე) მოხმარებული ელექტროენერგიის თაობაზე თანხის დარიცხვა; ე.ვ) ინფორმაციის მიწოდების მოთხოვნა; ე.ზ) ლიცენზიატის წარმომადგენლებთან შეხვედრა; ე.თ) ელექტროენერგიის ტარიფები და მომსახურების ფასები; ე.ი) ხელშეკრულების პირობები; ე.კ) სხვა მოთხოვნები; ვ) მომხმარებლის მიმართვის შესვლის თარიღი; ზ) მიმართვაზე რეაგირების ფორმა და თარიღი; თ) თუ მიმართვაზე მოხდა წერილობითი რეაგირება, წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი; ი) შედეგი და თარიღი � მოხდა თუ არა მიმართვის (საჩივრის) დაკმაყოფილება. ��� მუხლი 8🔗. მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთა განცხადების აღრიცხვა მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთა განცხადების აღრიცხვის ჟურნალი უნდა შეიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებლის ყოველ განცხადებასთან დაკავშირებულ შემდეგ ინფორმაციას: ა) განმცხადებლის ვინაობა, აბონენტის ნომერი, კატეგორია და მისამართი; ბ) განცხადების რეგისტრაციის ნომერი (მომხმარებლის მიმართვის საიდენტიფიკაციო ნომერი); გ) მოთხოვნილი მომსახურების დასახელება ან კოდი (განცხადების ტიპი); დ) მომხმარებლის განცხადების მიღების თარიღი; ე) მომსახურების გაწევაზე თანხმობის მისაღებად მოთხოვნის წარდგენისა და თანხმობის მიღების თარიღები (თანხმობის საჭიროების შემთხვევაში); ვ) იმ სამუშაოების დასრულების თარიღი, რომელზეც პასუხისმგებელია მომხმარებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ზ) შეუსრულებლობის მიზეზების კლასიფიცირება � ფორსმაჟორი (დაუძლეველი ძალა), გარე მიზეზი ან შიდა მიზეზი; თ) განცხადებაზე რეაგირების ფორმა და თარიღი; ი) თუ განცხადებაზე მოხდა წერილობითი რეაგირება, წერილის გაგზავნის თარიღი და ნომერი; კ) მომსახურების გაწევის დასრულების თარიღი; ლ)���� შედეგი და თარიღი � მოხდა თუ არა განცხადების (მოთხოვნის) დაკმაყოფილება ან, უარის შემთხვევაში, უარის მიზეზი. თავი V მომსახურების კომერციული ხარისხის მონაცემთა ანგარიშგება და შემოწმება ��� მუხლი 9🔗. კომერციული ხარისხის რეესტრის წარდგენის ვადა 1. ლიცენზიატი ვალდებულია, ყოველი კვარტალის დამთავრებიდან ერთი თვის განმავლობაში კომისიას წარუდგინოს უფლებამოსილი პირის მიერ დამოწმებული შემდეგი ინფორმაცია: ა) მომხმარებელთა საჩივრებისა და მიმართვების აღრიცხვისა და მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთა განცხადების აღრიცხვის ნაერთი რეესტრები, რომელიც უნდა შედგეს აღრიცხვის ჟურნალების მონაცემთა საფუძველზე; ბ) მომსახურების გაწევის თაობაზე მომხმარებელთა განცხადების საერთო რაოდენობა, მომსახურების გაწევის საშუალო ფაქტობრივი დრო, მომსახურების გაწევის თაობაზე იმ განცხადების საერთო რაოდენობა, რომლის შესრულებისას არ იყო დაცული ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული ხარისხის პირობები შეუსრულებლობის ფაქტორის კლასიფიკაციის მითითებით (ფორსმაჟორი, გარე მიზეზი ან შიდა მიზეზი); გ) ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლით განსაზღვრული მომსახურების გაწევის ხარისხის მოთხოვნების შესრულების საერთო მონაცემები. 2. ლიცენზიატი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარუდგინოს კომისიას ელექტრონული ფორმითაც. ��� მუხლი 10🔗. დამატებითი მოთხოვნები ლიცენზიატი ვალდებულია ყოველწლიურად, 1 აპრილამდე, კომისიას მიაწოდოს ინფორმაცია ყოველი კატეგორიის მომხმარებლის რაოდენობაზე, მიმდინარე წლის 1 იანვრის მდგომარეობით. ��� მუხლი 11🔗. კომისიაში წარმოდგენილი ინფორმაციის ანალიზი ლიცენზიატისაგან მიღებულ ინფორმაციას კომისია იყენებს ლიცენზიატის მიერ მომხმარებლებისთვის გაწეული მომსახურების კომერციული ხარისხის შესაფასებლად.