„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№226
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.012.982
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 10/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.012.982

საქართველოს ფინანსთა  მინისტრის

ბრძანება №226

2009 წლის 8 აპრილი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების  დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის  2 მარტის №170 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის, საგადასახადო დეპარტამენტისა და საბაჟო დეპარტამენტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 2 მარტის №170 ბრძანებით (სსმ III, 05.03.07, №29, მუხლი 348) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-7 მუხლის ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ.ბ) ოპერატიული მართვის სამმართველო;“.

2. მე-13 მუხლის:

ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ა1“ ,,ა2“ ქვეპუნქტები:

,,ა1) საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-8 მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საბანკო გარანტიის, საბაჟო-სავაჭრო თანამშრომლობის მონაწილის საბაჟო ვალდებულების უზრუნველყოფის გარანტიის მიღება, საბაჟო ორგანოებიდან შეუსრულებელი საბაჟო ვალდებულების თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გარანტორის მიმართ შესაბამისი რეაგირება;

2) საბაჟო მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა ,,ASYCUDA“-ში დაშვების მიზნით საბაჟო გადაწყვეტილების მიღებასთან, მიღებული საბაჟო გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებასთან და გაუქმებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. ოპერატიული მართვის სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

ა) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზება, კავშირის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით (ტელეფონი, რადიოკავშირი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი და სხვა) საბაჟო ორგანოების ინფორმირება საბაჟო საქმის ორგანიზების მარეგულირებელი ისეთი სახის სამართლებრივი აქტების თაობაზე, რომელთა ძალაში შესვლა ხორციელდება იმავე ან მომდევნო დღეს, აგრეთვე, საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე კონსულტაცია, საბაჟო ორგანოებიდან ოპერატიული ინფორმაციის მიღება/დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;

ბ) საბაჟო ორგანოების ოპერატიული მართვის ორგანიზების მიზნით სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სამსახურის ტერიტორიული ორგანოებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღება/დამუშავება;

გ) გაგზავნის საბაჟო ორგანოს მიერ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენისთვის დადგენილი ვადებისა და პირობების შესრულებაზე, მათ შორის, საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით, ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევაში სხვა დოკუმენტით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილების პირობების შესრულებაზე მონიტორინგი და შესაბამისი რეაგირება;

დ) საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული წესით კონტროლს დაქვემდებარებულ მიწოდებასთან დაკავშირებული ღონისძიებების მონიტორინგი და კომპეტენციის ფარგლებში საბაჟო ორგანოებისთვის სავალდებულო მითითების მიცემა;

ე) სასაზღვრო საბაჟო ორგანოებში რისკის მართვის სისტემის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღონისძიებების შემუშავება და მათი განხორციელების მონიტორინგი;

ვ) სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო კონტროლს ქვეშ გადაადგილების დაწყების ან დასრულების საბაჟო კონტროლის სტანდარტების დანერგვა, საბაჟო კონტროლის სრულყოფისა და ეფექტურობის გაზრდის მიზნით რეგიონალური ცენტრების (საგადასახადო ინსპექციების) საქმიანობის ზედამხედველობა და კონკრეტული ამოცანების შესასრულებლად სავალდებულო მითითებების მიცემა;

ზ) საბაჟო გამშვებ პუნქტებში/საბაჟო საგუშაგოებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას ,,საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2009 წლის 30 იანვრის №36-№111 ერთობლივი ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით სამგზავრო დოკუმენტებში შესაბამისი აღნიშვნების განხორციელების პროცესის მონიტორინგი;

თ) სასაზღვრო საბაჟო პროცედურებთან, სასაზღვრო კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების ორგანიზება; ოპერატიული მართვის სამმართველოს კომპეტენციაში შემავალი საკითხების ანალიზისა და/ან საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების შესწავლის საფუძველზე კანონმდებლობაში აუცილებელი ცვლილებებისა და დამატებების განხორციელების, მეთოდური მითითებების მომზადების თაობაზე ხელმძღვანელობისათვის რეკომენდაციების წარდგენა, კომპეტენციის ფარგლებში სასაზღვრო საბაჟო ორგანოში საბაჟო პროცედურების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი მეთოდური მითითებების მომზადებაში მონაწილეობა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის სხვა დავალებების შესრულება.“;

გ) მე-4 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ვ) ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით სამსახურის ქვემდებარეობას მიკუთვნებული ნებართვის (უბაჟო ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვა, საბაჟო საწყობის (ღია ან/და დახურული) საქმიანობის ნებართვა, თავისუფალი საწყობის საქმიანობის ნებართვა) გაცემასთან, ნებართვაში ცვლილების შეტანასა და ნებართვის გაუქმებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წარმართვა, კანონმდებლობით დადგენილი წესით სანებართვო პირობების შესრულების კონტროლის ორგანიზება და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი