⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.03.2010)
გაუქმებულია:

„უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესის შესახებ“

მიღების თარიღი 08.04.2009
ძალის დაკარგვა 01.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №133/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.986
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 10/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,232 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2009 მიღება
01.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

„უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესის შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPAcademi;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 63.0pt 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.986 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №133/ნ 2009 წლის 8 აპრილი ქ. თბილისი უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესის შესახებ „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების თანდართული წესი. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. კვიტაშვილი დანართი უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესი     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. „უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის მუშაობისა და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების წესი“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და არეგულირებს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამდგენი კომისიის (შემდგომში – კომისია) მიერ უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენასთან და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. კომისია თავის საქმიანობას წარმართავს „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებისა და ამ წესის შესაბამისად. 3. კომისიის წევრების შრომის ანაზღაურებას და უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისათვის საჭირო სამედიცინო (კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული) გამოკვლევების ხარჯების ანაზღაურებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 4. კომისიის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები    კომისიის ძირითადი ამოცანებია: ა) უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმება.     მუხლი 3🔗. უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი და გაშვილებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისა და გადამოწმების საფუძველი 1. უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის და უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების საფუძველს წარმოადგენს „შვილად აყვანის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს (შემდგომში – ცენტრალური ორგანო) წერილობითი მიმართვა კომისიისადმი. 2. ცენტრალური ორგანოს წერილობით მიმართვას უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის თაობაზე უნდა დაერთოს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არსებული სამედიცინო დოკუმენტაცია, ხოლო უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების თაობაზე მიმართვას – ინფორმაცია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალური ფორმის“ მიხედვით.     მუხლი 4🔗. კომისიის უფლებები და მოვალეობები 1. კომისია ვალდებულია: ა) უზრუნველყოს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება მის ხელთ არსებული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე; ბ) შეისწავლოს ამ წესის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული ინფორმაცია; გ) მოამზადოს და ცენტრალურ ორგანოს წარუდგინოს დასკვნა უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი და გაშვილებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 2. კომისია უფლებამოსილია: ა) უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისათვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროების შემთხვევაში შეიმუშაოს საჭირო კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების გეგმა და ამ გეგმის განსახორციელებლად მიმართოს შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას (დაწესებულებებს); ბ) განსაზღვროს კომისიის მუშაობის პერიოდულობა და სხვა ორგანიზაციული საკითხები; გ) განახორციელოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.     მუხლი 5🔗. უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის პროცედურა 1. კომისია ცენტრალური ორგანოს მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველად შეფასებას სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე და საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენისათვის საჭირო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების გეგმას. 2. კომისია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოკვლევების შედეგების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის საბოლოო შეფასებას, თუ არ არსებობს აღნიშნული შეფასებისათვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და ამ ბავშვზე დინამიკური მეთვალყურეობის საჭიროება. 3. საბოლოო შეფასებისათვის უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებისა და ამ ბავშვზე დინამიკური მეთვალყურეობის საჭიროების შემთხვევაში კომისია ინდივიდუალურად განსაზღვრავს საბოლოო შეფასების ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 2 თვეს ცენტრალური ორგანოს მიერ წერილობითი მიმართვის მიღებიდან. 4. კომისია საბოლოო შეფასების შემდეგ 2 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგენს მას ცენტრალურ ორგანოს. 5. თუ უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის პირველადი შეფასებისას არ გამოვლინდა ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევების ჩატარების საჭიროება, კომისია პირველადი შეფასებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგენს მას ცენტრალურ ორგანოს.     მუხლი 6🔗. უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების პროცედურა 1. უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გადამოწმების მიზნით ცენტრალური ორგანო წერილობით მიმართავს კომისიას და წარუდგენს მას ინფორმაციას საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალური ფორმის“ მიხედვით. 2. კომისია წერილობითი მიმართვის მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს „საქართველოდან გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მოწოდების სპეციალური ფორმის“ მიხედვით მოწოდებულ ინფორმაციას, ამზადებს დასკვნას უცხო ქვეყანაში გაშვილებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და წარუდგენს მას ცენტრალურ ორგანოს.     მუხლი 7🔗. კომისიის ხელმძღვანელობა და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი 1. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი. 2. კომისია უცხო ქვეყანაში გასაშვილებელი და გაშვილებული ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გადაწყვეტილებებს იღებს დასკვნების სახით კომისიის სხდომებზე. 3. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ორი მესამედი. 4. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების უმრავლესობით. 5. კომისიის დასკვნას ხელს აწერს კომისიის სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი. 6. კომისიის წევრის განსხვავებული აზრი წერილობით უნდა დაერთოს კომისიის გადაწყვეტილებას.     მუხლი 8🔗. კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფა კომისიის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტი.