„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“
მიღების თარიღი 08.04.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №1.
2.
3.
4.
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.988
გამოქვეყნების წყარო სსმ, 45, 10/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.04.2009 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 2 აქტი
- რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.04.2007
- სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც დასაშვებია კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა საქართველოს მინისტრის ბრძანება 11.04.2002
დოკუმენტის ტექსტი
„რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri, li.satauri, div.satauri { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; }
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
span.msoIns { text-decoration:underline; color:teal;}
span.msoDel { text-decoration:line-through; color:red;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt .75in .75in;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.22.035.012.988
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ბრძანება №135/ნ
2009 წლის 8 აპრილი
ქ.
თბილისი
რეზიდენტურის
ალტერნატიულ
დიპლომისშემდგომ
განათლებაში (
პროფესიულ
მზადებაში)
მონაწილეობის,
მისი
წარმართვის
და
შეფასების
წესისა
და
იმ
სამედიცინო
დაწესებულებების
ან/
და
სასწავლებლების
აკრედიტაციის
კრიტერიუმების
და
წესის
დამტკიცების
შესახებ,
რომლებშიც
შესაძლებელია
დიპლომისშემდგომი
განათლების (
პროფესიული
მზადების)
კურსის
გავლა
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესი (დანართი 1);
ბ) იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმები და წესი, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა (დანართი 2).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვისა და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2007 წლის 18 აპრილის №135/ნ ბრძანება.
ბ) „სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელშიც დასაშვებია კლინიკურ სპეციალობებში რეზიდენტურის კურსის გავლა“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2002 წლის 11 აპრილის №102/ნ ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ა. კვიტაშვილი
დანართი 1
რეზიდენტურის
ალტერნატიულ
დიპლომისშემდგომ
განათლებაში (
პროფესიულ
მზადებაში)
მონაწილეობის,
მისი
წარმართვისა
და
შეფასების
წესი
1. რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) ხორციელდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს (შემდგომში – საბჭო) მიერ აკრედიტებული და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ დამტკიცებული სარეზიდენტო პროგრამების შესაბამისად.
2. სამედიცინო დაწესებულებები ან/და სასწავლებლები დიპლომისშემდგომ განათლებას (პროფესიულ მზადებას) ახორციელებენ აკრედიტებული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში და გააჩნიათ აკრედიტაციის მოწმობა.
3. სპეციალობის მაძიებელს აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებაში /სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის უფლება ეძლევა ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობის ან/და შესაბამისი ცნობის წარდგენის შემთხვევაში.
4. ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგები ძალაშია 2 წლის განმავლობაში. თუ სპეციალობის მაძიებელმა აღნიშულ პერიოდში არ დაიწყო დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება) და არ გაიარა შესაბამისი სარეზიდენტო პროგრამის სულ მცირე 1 მოდული, გამოცდის შედეგები უქმდება და დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) დასაწყებად მან განმეორებით უნდა ჩააბაროს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა.
5. სპეციალობის მაძიებლის მიერ შესაბამისი სპეციალობის სარეზიდენტო პროგრამის გავლის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს შესაბამის სპეციალობაში სარეზიდენტო პროგრამის ხანგრძლივობაზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს მას 2-ჯერ. ვადის ათვლა იწყება პირველი მოდულის დაწყების დღიდან.
6. სპეციალობის მაძიებელმა სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი თითოეული მოდული უნდა გაიაროს არანაკლებ ამ მოდულის ხანგრძლივობით განსაზღვრულ ვადაში; შეუძლებელია 2 და მეტი მოდულის ერთდროულად გავლა.
7. სპეციალობის მაძიებელთა შერჩევის კრიტერიუმებს განსაზღვრავს პროგრამის განმახორციებელი აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება/ სასწავლებელი პროგრამაში აკრედიტაციით განსაზღვრულ რეზიდენტთა/მაძიებელთა რაოდენობის შესაბამისი ლიმიტის (კვოტის) მიხედვით. სპეციალობის მაძიებელს, რომელიც აკმაყოფილებს შერჩევის კრიტერიუმებს, დაწესებულება/სასწავლებელი უფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას.
8. დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამის ხარისხის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები არიან:
ა) პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელობა;
ბ) ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები.
9. პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობისა და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ დადგენილი წესით, რომელიც უნდა გააჩნდეს დაწესებულებას/სასწავლებელს.
10. დაწესებულებაში/სასწავლებელში, რომელშიც შესაძლებელია რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა, დანერგილი უნდა იყოს მაძიებელთა შეფასების სისტემა, რომელიც მოიცავს მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას და იძლევა ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და მიდგომების, ასევე, პრაქტიკული საქმიანობის შეფასების შესაძლებლობას.
11. სპეციალობის მაძიებელი მზადების პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს კვალიფიციური კონსულტაციებით, სასწავლო მასალებით (სასწავლო/სამეცნიერო ლიტერატურა, სხვა პროგრამული საკითხები), კურიკულუმის (სასწავლო გეგმა) შესაბამისი სამუშაო გრაფიკით.
12. სპეციალობის მაძიებელს უნდა ჰქონდეს ადგილი და შესაძლებლობა პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობისათვის. მისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს აღჭურვილობა პრაქტიკული მეთოდიკის დამუშავებისათვის.
13. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს:
ა) მოითხოვოს შესაბამისი სამუშაო პირობებით (ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები) უზრუნველყოფა: კვალიფიციური ხელმძღვანელი, თანამედროვე კლინიკური და საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, სამუშაო ოთახი;
ბ) მონაწილეობდეს პროგრამის დაგეგმვისა და შეფასების პროცესში;
გ) მზადების პროცესთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ აცნობოს სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელობას.
14. სპეციალობის მაძიებლის მოვალეობები:
ა) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია შეასრულოს სარეზიდენტო პროგრამით განსაზღრული კურიკულუმი;
ბ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია მის მიერ განხორციელებულ/შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის მიზნით აწარმოოს დღიური, რომლის ფორმატი განისაზღვრება ნიმუშის (დანართი 1.1) შესაბამისად;
გ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია ყოველი სასწავლო წლის ბოლოს პროგრამის ხელმძღვანელს წარუდგინოს გაწეული მუშაობის ანგარიში, გაიაროს ეტაპობრივი და შემაჯამებელი გამოცდა დადგენილი წესით;
დ) სპეციალობის მაძიებელი ვალდებულია დაიცვას სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის შინაგანაწესი და შეასრულოს დაწესებულების განრიგით განსაზღვრული საქმიანობა.
15. სპეციალობის მაძიებლის ეტაპობრივი/საბოლოო უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, პროგრამის ხელმძღვანელი/ხელმძღვანელობა, სპეციალობის მაძიებლის სურვილის არსებობის შემთხვევაში, განუსაზღვრავს მას მოდულს/მოდულებს, რომლებიც უნდა გაიაროს განმეორებით.
16. რეზიდენტურის პროგრამა არ ჩაითვლება გავლილად, თუ განმეორებით სარეზიდენტო პროგრამის 2-ჯერ მეტ ვადაში სპეციალობის მაძიებელი ვეღარ ასწრებს სარეზიდენტო პროგრამის შემადგენელი მოდულის/მოდულების გავლას ან რომელიმე მოდულში/მოდულებში მიიღებს უარყოფით შეფასებას.
17. სპეციალობის მაძიებელს უფლება აქვს გადავიდეს ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში. ერთი აკრედიტებული დაწესებულებიდან/ სასწავლებლიდან მეორე აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში გადასვლის წესი განისაზღვრება თვით ამ დაწესებულებათა/სასწავლებელთა მიერ დადგენილი წესით.
18. პროგრამით გათვალისწინებული მოდულების წარმატებით დასრულების შემდეგ, სპეციალობის მაძიებელს ეძლევა დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლის დამადასტურებელი სახელმწიფო მოწმობა. მოწმობას გასცემს საბჭო.
დანართი 1.1
დღიურის ნიმუში
საექიმო სპეციალობის
მაძიებლის გვარი, სახელი
----------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------
პროგრამის დაწყებისა და დამთავრების თარიღი:
----------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------(დღე/თვე/წელი)---------------------
(დღე/თვე/წელი)
დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება და მისამართი
:
პირველი წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი ......................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
--------------------------------------------------------------------------------------------
თეორიული ცოდნა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
მეორე წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი
.....................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
------------------------------------------------------------------------------------------------
თეორიული ცოდნა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
მესამე წელი:
წელი: 20-------დან 20-------მდე
მიზანი
......................................................................................................................................
მოდულის დასახელება
მოდულის განმახორციელებელი დაწესებულების დასახელება
----------------------------------------------------------------------------------------------
დასახელება:
თეორიული ცოდნა
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------
პროფესიული უნარ-ჩვევები:
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეფასება:
ჩაეთვალა/არ ჩაეთვალა
მოდულზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა:
მაძიებლის ხელმოწერა:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
საბოლოო შეფასება:
პროგრამის ხელმძღვანელის ხელმოწერა:
თარიღი:
დანართი 2
იმ
სამედიცინო
დაწესებულებების
ან/
და
სასწავლებლების
აკრედიტაციის
კრიტერიუმები
და
წესი,
რომლებშიც
შესაძლებელია
დიპლომისშემდგომი
განათლების (
პროფესიული
მზადების)
კურსის
გავლა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი – დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) აკრედიტაციის მაძიებელი/აკრედიტებული სამედიცინო დაწესებულება ან უმაღლესი სამედიცინო სასწავლებელი (შემდეგში – დაწესებულება/სასწავლებელი);
ბ) აფილირებული/ქვეკონტრაქტორი დაწესებულება – სამედიცინო დაწესებულება/სასწავლებელი, რომელთანაც დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების მიზნით ხელშეკრულება (დიპლომისშემდგომი მზადების განხორციელების თაობაზე) აქვს დადებული აკრედიტაციის მაძიებელ/აკრედიტებულ სამედიცინო დაწესებულებას/სასწავლებელს;
გ) ლიმიტი (კვოტა) – რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობა, რომელთა ერთდროულად მზადების უფლებაც ეძლევა აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. აკრედიტაციის მიზანია დაადასტუროს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა სარეზიდენტო პროგრამის განხორციელების ამ წესით დადგენილ კრიტერიუმებთან.
3. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციას ახორციელებს პროფესიული განვითარების საბჭო (შემდგომში – საბჭო), საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მეშვეობით.
4. აკრედიტაციის მინიჭების შემთხვევაში საბჭო დაწესებულებას განუსაზღვრავს რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტს (კვოტას) კონკრეტული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში.
მუხლი 2🔗. აკრედიტაციის ჩატარების პრინციპები
1. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია ხორციელდება კონკრეტული სარეზიდენტო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში.
2. აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულება/სასწავლებელი უნდა უზრუნველყოფდეს კონკრეტული სარეზიდენტო პროგრამით გათვალისწინებული მოდულების სულ მცირე 1/2-ის საკუთარ ბაზებზე გატარებას (აღნიშნული არ ეხება უმაღლეს სასწავლებელს).
3. აფილირებული დაწესებულება, რომელთანაც დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) განხორციელების მიზნით ხელშეკრულება აქვს დადებული დაწესებულებას/სასწავლებელს, უნდა უზრუნველყოფდეს სულ მცირე 1 მოდულის ფარგლებში სულ მცირე 1 რეზიდენტის/მაძიებლის მზადებას მოდულის ხანგრძლივობის ვადაში.
4. დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაცია მოიცავს სარეზიდენტო პროგრამის თითოეული მოდულის განხორციელებაში მონაწილე დაწესებულებების/სასწავლებლების შესაძლებლობების შეფასებას და ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებთან შესაბამისობის დადგენას.
5. დაწესებულება/სასწავლებელი აკრედიტებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ის/მისი კლინიკური ბაზა ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები აკმაყოფილებენ ამ წესით განსაზღვრულ კრიტერიუმებს.
6. აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება არა აქვს იმავე პროგრამის ფარგლებში მოიპოვოს აკრედიტაცია დამოუკიდებლად.
7. საბჭოსთან შეთანხმებით, აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს უფლება აქვს გახდეს სხვა აკრედიტებული დაწესებულების/სასწავლებლის კონტრაქტორი, მოდულის მიმდინარეობის ვადებისა და კვოტის გათვალისწინებით.
8. კონკრეტული სარეზიდენტო პროგრამის ფარგლებში აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს არ შეიძლება ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება იმავე პროგრამის (გარდა საოჯახო მედიცინაში გადამზადების პროგრამისა) ფარგლებში აკრედიტებულ სხვა დაწესებულებასთან/სასწავლებელთან. აღნიშნული არ ეხება თეორიულ მოდულებს.
9. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს აკრედიტაციის პროცესს, წარადგინოს აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაცია.
10. საბჭო უზრუნველყოფს დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის პროცესის გამჭვირვალობასა და აკრედიტაციის პროცესის მონიტორინგს.
11. თუ სარეზიდენტო მზადების დასრულების შემდგომ კონკრეტული აკრედიტრებული დაწესებულების/სასწავლებლის მაძიებელთა 1/2 სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიმსახურებს უარყოფით შეფასებას, მაშინ საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის საკითხის გადახედვის შესახებ.
მუხლი 3🔗. სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის განაცხადი
1. დაწესებულებამ/სასწავლებელმა აკრედიტაციის მიზნით საბჭოს სამდივნოში უნდა წარადგინოს განაცხადი აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ (დაწესებულების დასახელების, იურიდიული მისამართის მითითებით). განაცხადში ასევე უნდა მიეთითოს სარეზიდენტო პროგრამის დასახელება, რომელთა განხორციელების უფლების მიღება სურს დაწესებულებას/სასწავლებელს.
2. აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ განაცხადს უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტაცია ორ ეგზემპლარად:
ა) დადგენილი ფორმის შესაბამისი თვითშეფასების კითხვარი (დანართი 2.1);
ბ) დაწესებულების/სასწავლებლის წესდების/დებულების დამოწმებული ასლი, ხოლო კერძო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში – აგრეთვე სარეგისტრაციო მონაცემები;
გ) აფილირებულ დაწესებულებასთან/სასწავლებელთან გაფორმებული ხელშეკრულების ასლი/ასლები;
დ) იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომლებსაც ახორციელებს დაწესებულება/სასწავლებელი ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებები/სასწავლებლები, ხოლო ლიცენზირებადი სამედიცინო საქმიანობების განხორციელებისას – შესაბამისი სალიცენზიო მოწმობების ასლები;
ე) უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამების, დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) პროგრამების, უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების დასახელება, რომლებიც ხორციელდება სამედიცინო დაწესებულებაში/სასწავლებელში;
ვ) შენობა-ნაგებობისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კანონმდებლობით დადგენილი წესით ფლობისა და სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) სამედიცინო აღჭურვილობისა და კომპიუტერული ტექნიკის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
მუხლი 4🔗. აკრედიტაციის პროცესი
1. დაწესებულების/სასწავლებლის მიერ განაცხადის წარდგენის შემდეგ საბჭოს სამდივნო ამოწმებს განაცხადისა და თანდართული დოკუმენტაციის შესაბამისობას ამ წესის მე-3 მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან; სრული შესაბამისობის შემთხვევაში ინფორმაცია რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალსა და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
2. საბჭოს სამდივნო შემოსულ დოკუმენტაციას განიხილავს 5 დღის ვადაში. არასრულყოფილი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემთხვევაში აკრედიტაციის მაძიებელს ეძლევა 10 დღე დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად, რომლის თაობაზეც მაძიებელს ეცნობება საბჭოს სამდივნოს მიერ.
3. იმ შემთხვევაში, თუ დადგენილ ვადაში არ იქნება წარდგენილი შესაბამისი დოკუმენტები, საბჭოს სამდივნოს მიერ დაწესებულებას ეგზავნება ოფიციალური შეტყობინება აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ.
4. დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოს უფროსი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს დაწესებულებაში სააკრედიტაციო ვიზიტის შესახებ.
5. სააკრედიტაციო ვიზიტის მიზანია საშუალება მისცეს სააგენტოს თანამშრომლებს დადგინდეს თვითშეფასების კითხვართან და აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის პირობების შესაბამისობა. სააკრედიტაციო ვიზიტის ხანგრძლივობა განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მოცულობის შესაბამისად.
6. სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის მიზნებისათვის საჭირო დოკუმენტაციას, ახორციელებენ მათში დასაქმებული პირების, სტუდენტების, რეზიდენტების/მაძიებლების და სხვა დაინტერესებული პირების ინტერვიუირებას და შენობა-ნაგებობის და აღჭურვილობის ადგილზე დათვალიერებას. აკრედიტაციის პირობების გადამოწმების მიზნით, სააგენტოს თანამშრომლები უფლებამოსილნი არიან მოიძიონ და გადაამოწმონ კონკრეტული მონაცემები.
7. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულების შემდეგ დგება ოქმი.
8. დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია ხელი შეუწყოს სააგენტოს თანამშრომლებს სააკრედიტაციო ვიზიტის განხორციელებასა და შესაბამისი ოქმის მომზადებაში.
9. ოქმი წარმოადგენს აკრედიტაციის მაძიებელი დაწესებულების/სასწავლებლის ფაქტობრივი პირობების აღწერას. ოქმით დგინდება აკრედიტაციის მაძიებლის პირობების შესაბამისობა ამ წესით დადგენილ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან (დანართი 2.2).
10. სააკრედიტაციო ვიზიტის დასრულებისას სააგენტოს თანამშრომლები აკრედიტაციის მაძიებელ დაწესებულებას/სასწავლებელს აცნობენ ოქმს, რაც დასტურდება ოქმზე სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომლისა და დაწესებულების წარმომადგენლის ხელმოწერითა და დაწესებულების ბეჭდით.
11. ოქმის წარმოდგენის შემდეგ სააგენტოს უფროსი საბჭოს წარუდგენს შესაბამის მოხსენებით ბარათს, რომელსაც თან ერთვის ოქმის ასლი.
მუხლი 5🔗. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ
1. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სააკრედიტაციო დოკუმენტის წარმოდგენიდან ერთი თვის ვადაში. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია მეტი ვადა, საბჭოს გამოაქვს გადაწყვეტილება ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.
2. საბჭო სააგენტოს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) აკრედიტაციის მინიჭების შესახებ;
ბ) აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ;
დ) ლიმიტის (კვოტის) შეცვლის შესახებ.
3. აკრედიტაცია ძალაში შედის საბჭოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისთანავე.
4. აკრედიტაციის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებაში დეტალურად უნდა მიეთითოს უარის თქმის საფუძველი.
5. საბჭოს გადაწყვეტილება საბჭოს სამდივნოს მიერ რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში და მონაცემთა კომპიუტერულ ბაზაში.
6. დაწესებულებისათვის/სასწავლებლისათვის აკრედიტაციის მინიჭება ხდება 3 წლის ვადით.
7. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ახალი აკრედიტაციის მისაღებად საბჭოს მიმართავს მინიჭებული აკრედიტაციის ვადის ამოწურვამდე 4 თვით ადრე.
8. გადაწყვეტილება აკრედიტაციის შესახებ დასტურდება აკრედიტაციის მოწმობით.
9. აკრედიტაციის შესახებ მოწმობის ფორმას განსაზღვრავს საბჭო და ამტკიცებს სამინისტრო.
10. მოწმობის გაცემის ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს სააგენტო.
11. საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მოქმედი კანონმ
დებლობის შესაბამისად.
12. დაწესებულება/სასწავლებელი უფლებამოსილია იმავე სარეზიდენტო პროგრამის/პროგრამების ფარგლებში აკრედიტაციის მოთხოვნით მიმართოს საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან არა უადრეს 1 წლისა.
მუხლი 6🔗. დაწესებულებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობის (ლიმიტი/კვოტა) განსაზღვრა
1. რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების განსაზღვრა გულისხმობს დაწესებულებისათვის/ სასწავლებლისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური რაოდენობის – ლიმიტის (კვოტის) განსაზღვრას, რომლის ერთდროულად გატარების უფლება აქვს დაწესებულებას/სასწავლებელს ერთი წლის განმავლობაში იმ პროგრამის ფარგლებში, რომელზედაც უნდა მოიპოვოს აკრედიტაცია.
2. რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულებისათვის:
ა) აკრედიტაციის მინიჭებისას;
ბ) რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შემთხვევაში.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტი (კვოტა) განისაზღვრება დაწესებულების/სასწავლებლის მიერ წარმოდგენილი დამატებითი ინფორმაციის და სააგენტოს თანამშრომელთა მიერ მონაცემების ადგილზე შესწავლის საფუძველზე.
4. საბჭოს ინიციატივით, დაწესებულების/სასწავლებლის რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ წესის შესაბამისად, დაწესებულების შესაბამისი შემოწმების შედეგად და სააგენტოს ინფორმაციის საფუძველზე.
მუხლი 7🔗. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება და აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლები
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია საბჭოს ყოველწლიურად 1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე წარუდგინოს თვითშეფასების ანგარიში აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შესახებ. თვითშეფასების ანგარიშის ფორმა მტკიცდება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. საბჭო სააგენტოს მეშვეობით უფლებამოსილია შეამოწმოს დაწესებულების/სასწავლებლის შესაბამისობა აკრედიტაციის კრიტერიუმებთან იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დაწესებულება/სასწავლებელი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თვითშეფასების ანგარიშს;
ბ) თვითშეფასების ანგარიშში მოყვანილი მონაცემების შესაბამისად დაწესებულება/სასწავლებელი აღარ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს ან მონაცემები წარმოშობენ აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის ეჭვს;
გ) არსებობს ინფორმაცია, რომ დაწესებულება/სასწავლებელი არ აკმაყოფილებს აკრედიტაციის კრიტერიუმებს.
3. აკრედიტაციის კრიტერიუმებთან დაწესებულების/სასწავლებლის პირობების შესაბამისობის კომპლექსური შემოწმების განხორციელება სააგენტოს მიერ შესაძლებელია წელიწადში მხოლოდ ერთხელ.
4. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების შედეგად, სააგენტოს შესაბამისი ოქმის საფუძველზე, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აკრედიტაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არ შეესაბამება აკრედიტაციის კრიტერიუმებიდან ერთ-ერთს მაინც, აგრეთვე, თუ დაწესებულებამ/სასწავლებელმა დაარღვია აკრედიტაციის შედეგად განსაზღვრული რეზიდენტთა/მაძიებელთა მაქსიმალური ლიმიტი (კვოტა).
5. აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში დაწესებულებას/სასწავლებელს არა აქვს რეზიდენტთა/მაძიებელთა მიღების უფლება, მაგრამ მას უფლება აქვს დაასრულოს იმ რეზიდენტთა/მაძიებელთა დიპლომისშემდგომი განათლება (პროფესიული მზადება), რომელიც დაწყებული იყო აკრედიტაციის გაუქმებამდე.
მუხლი 8🔗. დაწესებულების/სასწავლებლის შემოწმების ჩატარების წესი
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის აკრედიტაციის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შემოწმება ხორციელდება ამ წესის მე-4, მე-5 და მე-7 მუხლების შესაბამისად.
მუხლი 9🔗. აკრედიტებული დაწესებულებებისათვის/სასწავლებლებისათვის რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილება
1. აკრედიტებულმა დაწესებულებამ/სასწავლებელმა რეზიდენტთა/მაძიებელთა ლიმიტის (კვოტის) ცვლილების შესახებ განაცხადი უნდა წარადგინოს საბჭოში თვითშეფასების ანგარიშთან ერთად.
2. აკრედიტებულ დაწესებულებაში/სასწავლებელში რეზიდენტთა/მაძიებელთა ადგილების რაოდენობის ცვლილება ხორციელდება ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად.
მუხლი 10🔗. აკრედიტებულ დაწესებულებასა და აფილირებულ დაწესებულებას შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები
აკრედიტებულმა დაწესებულებამ აფილირებულ დაწესებულებასთან ხელშეკრულების შეწყვეტის ან/და სხვა სამედიცინო დაწესებულებასთან ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე ვალდებულია აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ. ამ შემთხვევაში საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი 11🔗. აკრედიტებულ დაწესებულებას/სასწავლებელს და პროგრამის ხელმძღვანელს ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ პირს შორის ხელშეკრულების შეწყვეტის/დადების შემთხვევები
1. აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი ვალდებულია პროგრამის ხელმძღვანელთან ან/და ცალკეულ მოდულზე პასუხისმგებელ პირთან ხელშეკრულების შეწყვეტის/გაფორმების შემთხვევაში აცნობოს საბჭოს დაუყოვნებლივ.
2. იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული დაწესებულება/სასწავლებელი არ წარმოადგენს ხელშეკრულებას პროგრამის სხვა ხელმძღვანელთან, საბჭო უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
დანართი 2.1
სამედიცინო დაწესებულებებისა ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის თვითშეფასების კითხვარი
სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის დასახელება ––––
I. ზოგადი ინფორმაცია
სარეზიდენტო პროგრამის დასახელება
სამედიცინო დაწესებულების/სასწავლებლის დასახელება
მისამართი
იურიდიული მისამართი
ტელეფონი, ფაქსი
ელექტრონული ფოსტა
ვებგვერდი
არსებობის შემთხვევაში
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
სამედიცინო დაწესებულებების/სასწავლებლების (აფილირებული დაწესებულებების) დასახელება, რომელთანაც დაწესებულებას/სასწავლებელს პროგრამის განხორციელების მიზნით გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები (შესაბამისი მოდულების მითითებით)
მიმდინარე პერიოდში რეზიდენტების/სპეციალობის მაძიებლების რაოდენობა (მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, მზადების დაწყების და დასრულების ჩვენებით)
II. კლინიკური რესურსი
იმ სამედიცინო საქმიანობათა ჩამონათვალი, რომელზედაც დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკურ ბაზებს ან/და მასთან აფილირებულ დაწესებულებას/სასწავლებელს მიღებული აქვს ლიცენზია (გენერალური, სპეციალური) (დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკური ბაზების ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებებისა/სასწავლებლებისა და შესაბამისი საქმიანობების მითითებით)
არალიცენზირებადი საქმიანობების ჩამონათვალი
(დაწესებულების/სასწავლებლის კლინიკური ბაზების ან/და მასთან აფილირებული დაწესებულებებისა/სასწავლებლებისა და შესაბამისი საქმიანობების მითითებით)
ამბულატორიულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილების/კაბინეტის მომსახურების პროფილი
ამბულატორიული განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა
(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)
1.
2.
3.
4.
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
სპეციალიზებულ განყოფილებაში/კაბინეტში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა
(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)
1.
2.
3.
4.
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში სავარძლების საერთო რაოდენობა
სტომატოლოგიურ დაწესებულებაში
სავარძლების რაოდენობა, რომლებიც განკუთვნილია რეზიდენტებისათვის
ამბულატორიული დაწესებულების დატვირთვა (ვიზიტების რაოდენობა), თვეში, წელიწადში
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
სტაციონარულ დაწესებულებაში არსებული განყოფილებების პროფილი, საწოლების რაოდენობა
სტაციონარულ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმ-სპეციალისტების ნუსხა
(მიუთითეთ: სახელი, გვარი, საექიმო სპეციალობა, დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატის გაცემის თარიღი, სერტიფიკატის ნომერი, სამუშაო ადგილი)
1.
2.
3.
4.
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
სტაციონარული დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვისა და საწოლზე საშუალო დაყოვნების მაჩვენებლები
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
სტაციონარული დაწესებულების საოპერაციო აქტივობების, მანიპულაცია/პროცედურების ჩამონათვალი
პროგრამით გათვალისწინებული მოდულების გათვალისწინებით
დიაგნოსტიკური, სამკურნალო, პროფილაქტიკური პროცედურები, რომელიც ტარდება დაწესებულებაში და მათი რაოდენობა განვლილი კალენდარული წლის განმავლობაში
1. დიაგნოსტიკური
2. სამკურნალო
3. პროფილაქტიკური
მხოლოდ ის პროცედურები, რომლებიც გათვალისწინებულია პროგრამის მოდულის/მოდულების
ფარგლებში
სამედიცინო აღჭურვილობის ჩამონათვალი (რაოდენობისა და გამოშვების თარიღის მითითებით), რომელიც აუცილებელია კონკრეტული პროგრამით, მოდულით/მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებისათვის და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისებისათვის
III. მატერიალური რესურსი
რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ფართი (ოთახების რაოდენობა, მ2-ის მითითებით)
კონფერენციის, კონსილიუმის, სემინარის ჩატარებისათვის საჭირო სათანადოდ აღჭურვილი ფართი
ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას
აუცილებელი და რეკომენდებული ლიტერატურის ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს პროგრამის მოდულებით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და უნარ-ჩვევების ათვისებას
1.
2.
3.
საინფორმაციო/საკომუნიკაციო ტექნოლოგიები (კომპიუტერული უზრუნველყოფა: რეზიდენტების/მაძიებლების თავისუფალი სარგებლობისათვის განკუთვნილი ინტერნეტში ჩართული კომპუტერების რაოდენობა)
IV. ინტელექტუალური რესურსი
სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელის/ხელმძღვანელობის მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, საკონტაქტო ინფორმაცია)
1.
2.
3.
ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირთა მონაცემები (მიუთითეთ: სახელი, გვარი, დეპარტამენტი/განყოფილება, თანამდებობა, აკად. ხარისხი, სამეცნ. ხარისხი, პედაგოგიური გამოცდილება, საკონტაქტო ინფორმაცია)
მოდული 1.
მოდული 2.
მოდული 3.
ცალკეული მოდულის განხორციელებაში მონაწილე პირთა დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ განათლებასა და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობის მონაცემები
(სარეზიდენტო პროგრამების მოდულების მითითებით)
მოდული 1.
მოდული 2.
მოდული 3.
ასევე წარმოდგენილ უნდა იქნეს სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელისა და ცალკეული მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირების ავტობიოგრაფიები/
CV.
V. სამეცნიერო კვლევა
პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების დასახელება, რომელშიც მონაწილეობს დაწესებულება
საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში ჩართულობა
სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების, კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში მონაწილეობა
VI. ხარისხის უზრუნველყოფა
სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა
სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა (მ.შ. პროგრამის ხელმძღვანელის, მოდულზე პასუხისმგებელი პირებისა და პროგრამის ადმინისტრაციულ მართვაზე პასუხისმგებელი პირების უფლება-მოვალეობები (შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენით), შეფასების სისტემა, მაძიებლის აპელაციის პროცედურა)
სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის ხელმძღვანელის ხელმოწერა
––––––––––––––––––––––––
ბეჭედი –––––––––––––––
დანართი 2.2
აკრედიტაციის
კრიტერიუმები
1. ამბულატორიული დაწესებულების დატვირთვა შესაბამისი პროფილის ფარგლებში – არანაკლებ 60%-ისა წელიწადში.
2. ამბულატორიულ დაწესებულებაში ვიზიტების რაოდენობა ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით პროფილის მიხედვით:
ა) საოჯახო მედიცინა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
ბ) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
გ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1500 ვიზიტზე;
ე) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 1000 ვიზიტზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე;
ზ) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში 800 ვიზიტზე.
3. სტაციონარული სამედიცინო დაწესებულების საწოლის საშუალო დატვირთვისა და საწოლზე საშუალო დაყოვნების მაჩვენებლები (შესაბამისი პროფილის ფარგლებში) – საწოლის საშუალო დატვირთვა წელიწადში არანაკლებ 60%-ისა, ფსიქიატრია არანაკლებ 65%-ისა, ფტიზიატრია არანაკლებ 82%-ისა (წელიწადში არანაკლებ 200 საწოლდღისა, ფსიქიატრია – არანაკლებ 240, ფტიზიატრია – არანაკლებ 300 საწოლდღისა), საწოლზე საშუალო დაყოვნება არა უმეტეს 10 საწოლდღისა, ფსიქიატრია – არა უმეტეს 74, ფტიზიატრია – არა უმეტეს 58, ხოლო კარდიოქირურგია – არა უმეტეს 15 საწოლდღისა.
4. სტაციონარულ დაწესებულებაში საწოლების რაოდენობა (ქირურგიულ და სამეანო-გინეკოლოგიური პროფილის შემთხვევაში – საოპერაციო აქტივობები, მანიპულაცია/პროცედურები, მშობიარობები) ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გაანგარიშებით განყოფილებების პროფილის მიხედვით:
ა) თერაპიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე;
ბ) ქირურგიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე:
ბ.ა) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 90 ოპერაციაზე;
ბ.ბ) მანიპულაცია/პროცედურები – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში ჩატარებულ არანაკლებ 120 მანიპულაცია/პროცედურაზე;
გ) სამეანო-გინეკოლოგიური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე:
გ.ა) მშობიარობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 65 მშობიარობაზე;
გ.ბ) საოპერაციო აქტივობა – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი წელიწადში არანაკლებ 30 ოპერაციაზე;
დ) პედიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 6 საწოლზე;
ე) ფსიქიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
ვ) ფტიზიატრიული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
ზ) ინფექციური პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 7 საწოლზე;
თ) ანესთეზიოლოგია-რეანიმაციული პროფილი – საშუალოდ ერთი რეზიდენტი/მაძიებელი არანაკლებ 2 საწოლზე.
5. სტომატოლოგიურ დაწესებულებაში არა უმეტეს 3 რეზიდენტი რეზიდენტებისთვის განკუთვნილ თითოეულ სავარძელზე.
6. ქირურგიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 4 რეზიდენტის/მაძიებლისა; თერაპიული პროფილის მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 6 რეზიდენტის/მაძიებლისა; ანესთეზია-რეანიმაციის ერთ მოდულზე პასუხისმგებელ პირზე არა უმეტეს 2 რეზიდენტის/მაძიებლისა.
7. პროგრამის ხელმძღვანელი და ცალკეულ მოდულებზე პასუხისმგებელი პირები (დანიშნულნი სამედიცინო დაწესებულების ან/და სასწავლებლის დებულების შესაბამისად) ხელმძღვენელობენ მხოლოდ ერთ სამედიცინო დაწესებულებაში ან/და სასწავლებლებში მიმდინარე დიპლომისშემდგომ მზადებას (პროგრამას, მოდულს).
8. პროგრამის ხელმძღვანელი: სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი (სრული/ასოცირებული პროფესორი ან მეცნიერებათა დოქტორი) (გარდა საექიმო სპეციალობისა „საოჯახო მედიცინა“), პედაგოგიური გამოცდილება არანაკლებ 5 წელი. პროგრამის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.
9. მოდულის ხელმძღვანელი: 1 წელი პედაგოგიური გამოცდილება, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, ან სამეცნიერო ხარისხი, სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში და სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 3 წლის გამოცდილება, ან სახელმწიფო სერტიფიკატი სარეზიდენტო პროგრამის შესაბამის საექიმო სპეციალობაში, სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრულ საექიმო სპეციალობაში პრაქტიკული მუშაობის სულ მცირე 5 წლის გამოცდილება (საოჯახო მედიცინაში გადამზადების შემთხვევაში – პრაქტიკული გამოცდილების – 2 წელი) და მასწავლებელთა ტრენინგ-პროგრამის გავლა. მოდულის ხელმძღვანელი უნდა მონაწილეობდეს დიპლომამდელ განათლებაში ან/და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში.
10. რეზიდენტების/მაძიებლების თეორიული მზადებისათვის გამოყოფილი ოთახის ფართობი ერთ რეზიდენტზე/მაძიებელზე გადაანგარიშებით შეადგენს 2,5 მ2-ს.
ლ) ერთი კომპიუტერი არა უმეტეს 25 რეზიდენტზე/მაძიებელზე.
11. არსებული ლიტერატურა უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული საკითხების სწავლებასა და შესაბამისი უნარ-ჩვევების ათვისებას.
12. დაწესებულება შემდეგი ჩამონათვალიდან ახორციელებს არანაკლებ 2 აქტივობას:
ა) მონაწილეობს პროგრამების, პროექტების, სამეცნიერო გრანტების განხორციელებაში;
ბ) ჩართულია საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციებში;
გ) მონაწილეობს სამეცნიერო და სახელმძღვანელო ლიტერატურის, მონოგრაფიების, სამეცნიერო სტატიების მომზადებაში;
დ) მონაწილეობს კლინიკური გაიდლაინების მომზადებაში.
13. არსებობს სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების სისტემა.
14. არსებობს სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის შიდა სისტემა; შეფასების სისტემა ითვალისწინებს რეზიდენტთა/მაძიებელთა ეტაპობრივ და საბოლოო შეფასებას; უარყოფითი შეფასებისას არსებობს აპელაციის მექანიზმი.