„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№207
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.22.022.012.994
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 48, 21/04/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.994

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №207

2009 წლის 10 აპრილი

ქ. თბილისი

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 14 აგვისტოს №664 ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში (სსმ III, 20.08.2007 წ., №117, მუხ. 1286) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და დამატებები:

ა) წესდების მე-16 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

,,5. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი კოორდინაციას უწევს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის საქმიანობას.“;

ბ) წესდების მე-20 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

,,4. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წინაშე.“;

გ) წესდების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. განცხადება უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ უნდა შეიცავდეს წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას და იმ კრიტერიუმებს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს კანდიდატურა. კრიტერიუმებსა და წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხას ამტკიცებს აკადემიური საბჭო შესაბამისი აქტით. განცხადების გამოქვეყნებიდან 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს კანდიდატების რეგისტრაცია. გადაწყვე-ტილებაში რეგისტრაციაზე უარის შესახებ მიეთითება, თუ რა ხარვეზს შეიცავს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები. ხარვეზის გამოსწორება შესაძლებელია 2 დღის ვადაში.“;

დ) წესდებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 561 და 562 მუხლები:

     „მუხლი 561. პერსონალის ვალდებულება დაესწრონ უნივერსიტეტის მიერ გამართულ ცერემონიებსა და პრეზენტაციებს

1. საუნივერსიტეტო ცერემონიებსა და პრეზენტაციებზე დასწრება სავალდებულოა:

ა) აკადემიური საბჭოს წევრებისათვის;

ბ) წარმომადგენლობითი საბჭოს წევრებისათვის;

გ) ფაკულტეტის დეკანებისათვის და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსებისათვის;

დ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის და მისი მოადგილეებისათვის;

ე) უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელისათვის.

2. საუნივერსიტეტო ცერემონიის ან პრეზენტაციის ჩატარება ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს ეცნობებათ უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ წინასწარ, მინიმუმ ორი დღით ადრე, საღამოს 5 საათამდე ელექტრონული ფოსტით და სატელეფონო შეტყობინებით (ზარი და მოკლე ტექსტური შეტყობინება). თუ აღნიშნული საშუალებებით შეტყობინება არ მიეწოდა ადრესატს, კომუნიკაცია ჩაითვლება არშემდგარად.

3. ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საკითხი განიხილება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად.

     „მუხლი 562. ინფორმაციის მიწოდება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისათვის

1. უნივერსიტეტის პროფესორი ვალდებულია დროულად წარუდგინოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს ყველა მის მიერ წასაკითხი კურსის სილაბუსი და კვლევით და აკადემიურ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ დადგენილ ვადებში.

2. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ვალდებულია უნივერსიტეტის პროფესორებისათვის ინფორმაციის მიწოდების ვადები დაადგინოს შესაბამის ფაკულტეტთან შეთანხმებით და ამ ვადების დადგენისას ისარგებლოს გონივრულობის კრიტერიუმით და გაითვალისწინოს პროფესორების კვლევითი, აკადემიური თუ ადმინისტრაციული დატვირთვა.

3. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობის ზომა განისაზღვრება უნივერსიტეტის ეთიკის კოდექსით.“.

    მუხლი 2

ბრძანება შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე.

ნ. გვარამია