„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 13.04.2009
ძალის დაკარგვა 01.03.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
ნომერი №3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.037.012.997
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 21/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,189 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.04.2009 მიღება
01.03.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Courier New';} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family-f:'Tahoma','sans-serif';} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Times New Roman','serif';} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:SPLiteraturuly;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:SPDumbadze; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif';} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family-f:'Sylfaen','serif'; font-weight:bold;} @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:45.0pt 45.0pt 45.0pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ბრძანება №3/ნ 2009 წლის 13 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულების დამტკიცების შესახებ „ საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 იანვრის №10 დადგენილებით დამტკიცებული „ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დებულების“ მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ კ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. დ. ტყეშელაშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გენერალური ინსპექციის (დეპარტამენტი) დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) გენერალური ინსპექცია (შემდგომში – ინსპექცია) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს დეპარტამენტის სტატუსით. 2. ინსპექცია ექვემდებარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს (შემდგომში – მინისტრი) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. 3. დაუშვებელია სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების კანონით გაუთვალისწინებელი ჩარევა ინსპექციის და ინსპექციაში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების საქმიანობაში. 4. ინსპექცია საქმიანობას წარმართავს კანონიერების, მიუკერძოებლობის, ადამიანის უფლებების, პატივისა და ღირსების, საჯაროობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით.     მუხლი 2🔗. ინსპექციის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები ინსპექცია თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, სამინისტროს დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმ ატიული აქტების შესაბამისად.     მუხლი 3🔗. ინსპექციის ამოცანები ინსპექციის ამოცანებია: ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ მათზე დაკისრებული ფუნქციების განხორციელების შემოწმება, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებისა და კანონიერების დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) სამინისტროს და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულებების მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევების ფაქტების სამსახურებრივი შემოწმება ან/და დისციპლინური საქმის წარმოების განხორციელება; გ) სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების ანალიზი და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; დ) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმების დაცვაზე მონიტორინგის განხორციელება და დარღვევების გამოვლენა; ე) სამინისტროს შინაგნაწესით დადგენილი ნორმების შესრულებაზე კონტროლი; ვ) სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების, აღნიშნულ ფაქტებზე განცხადებებისა და ინფორმაციის შესწავლა-შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მინისტრისათვის წარდგენა; ზ) ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილება; თ) მინისტრის წერილობითი დავალებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება; ი) საერთო სამსახურებრივი და საშემსრულებლო დისციპლინის კონტროლი; კ) მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულება.     მუხლი 4🔗. ინსპექციის უფლებამოსილება 1. კანონმდებლობით და დებულებით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად ინსპექციას უფლება აქვს: ა) განახორციელოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში საჯარო მოსამსახურეთა მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებების დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება ან/და დისციპლინური საქმის წარმოება;  ბ) მოთხოვნისთანავე მიიღოს სამინისტროს სისტემის ორგანოებიდან, ასევე საჯარო მოსამსახურეებისაგან სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური საქმის წარმოებისთვის საჭირო დოკუმენტები ან ინფორმაცია;  გ) გამოიძახოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურე და მიიღოს მისგან ახსნა-განმარტება; დ) სამსახურებრივი შემოწმების და დისციპლინური წარმოების შედეგების მიხედვით მინისტრის წინაშე დააყენოს საკითხი გადაცდომის ჩამდენი საჯარო მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ (სამსახურიდან დათხოვნის ჩათვლით); ე) შეიმუშაოს და მინისტრს წარუდგინოს რეკომენდაციები შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამოსწორების შესახებ; ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს სამინისტროს სისტემის ორგანოებში არსებული მონაცემთა ბაზა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში წარადგინოს რეკომენდაციები სამინისტროს სისტემაში შემავალ დაწესებულებათა საქმიანობის სრულყოფისთვის;  თ) შეისწავლოს სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეების მხრიდან სამართალდარღვევათა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზები; ი) შეასრულოს მინისტრის ცალკეული დავალებები. 2. ინსპექციის საჯარო მოსამსახურეები შეზღუდვის გარეშე დაიშვებიან სამინისტროს სისტემის ორგანოების (სამინისტროს ცენტრალური აპარატი, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები და მათი ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები) განლაგების ადგილებში სამსახურებრივი მოწმობის წარდგენისთანავე.     მუხლი 5🔗. ინსპექციის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები 1. ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ინსპექციის საქმიანობას; ბ) ინსპექციის თანამშრომლებს აძლევს მითითებებს და დავალებებს; გ) ახორციელებს კონტროლს ინსპექციის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს და რეკომენდაციებს სამსახურებრივ საკითხებზე; ე) ასრულებს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლება-მოვალეობებს და მინისტრის ცალკეულ დავალებებს. 2. მთავარი და უფროსი სპეციალისტები: ა) ასრულებს ინსპექციის უფროსის დავალებებს; ბ) შეისწავლის მასზე დავალებულ კორესპონდენციას; გ) მონაწილეობს სამსახურებრივი შემოწმებისათვის შექმნილი ჯგუფის მუშაობაში ან ხელმძღვანელობს ჯგუფს; დ) ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას და დისციპლინურ საქმის წარმოებას ამ დებულებით განსაზღვრული წესით; ე) იღებს ახსნა-განმარტებას და ადგენს შესაბამის ოქმებს; ვ) ასრულებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ვალდებულებებს.     მუხლი 6🔗. ინსპექციის მიერ სამსახურებრივი შემოწმებისა და დისციპლინური საქმის წარმოების დაწყების საფუძვლები ინსპექცია სამსახურებრივ შემოწმებას და დისციპლინური საქმის წარმოებას იწყებს მინისტრის ბრძანების ან წერილობითი დავალების (რეზოლუციის) საფუძველზე: ა) სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ წერილობითი ინფორმაციის მიღებისას; ბ) მოქალაქეთა წერილობითი საჩივრის (განცხადების) მიღებისას; გ) სამინისტროს საჯარო მოსამსახურის მოხსენებითი ბარათის მიღებისას; დ) კონკრეტული კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენისას; ე) მინისტრის გადაწყვეტილებით შიდა შემოწმების ჩატარებისას.     მუხლი 7🔗. სამსახურებრივი შემოწმების და დისციპლინური საქმის წარმოების წესი 1. შემოწმება შეიძლება ჩატარდეს შესამოწმებელ ობიექტზე შემოწმების ჯგუფის მივლინებით ან ინსპექციაში სათანადო საბუთების გამოთხოვით და ახსნა-განმარტებისათვის შესაბამისი საჯარო მოსამსახურეების მოწვევით, ან ორივე მეთოდის გამოყენებით. 2. შემოწმების ჯგუფის ხელმძღვანელი, სამინისტროს სისტემის შესამოწმებელ ორგანოს, მისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ან სხვა უფლებამოსილ პირს წარუდგენს შესაბამის ბრძანებას და შემოწმების პროგრამას. 3. შემოწმების პროგრამის ფარგლებში მასალების წარმოდგენასთან, ახსნა-განმარტებასთან და შესაბამისი ფაქტების დაფიქსირებასთან დაკავშირებით, ჯგუფის ხელმძღვანელის და ჯგუფის წევრების (წევრის) კანონიერი მოთხოვნები სავალდებულოა შესასრულებლად სამინისტროს სისტემის საჯარო მოსამსახურეებისათვის. 4. შემოწმების შინაარსი და მიზნები განისაზღვრება მინისტრის შესაბამისი ბრძანებით. 5. შემოწმების შესახებ შემოწმების ჯგუფი ადგენს დასკვნას, რომელშიც დეტალურად აისახება ინფორმაცია მოპოვებული მასალების და აღმოჩენილი დარღვევების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემოწმების დროს დაფიქსირებული ფაქტების ანალიზი, რისკ-ფაქტორები, რომელთაც შეუძლიათ გავლენა იქონიონ სამინისტროს სისტემის საქმიანობაზე, არსებულ ან/და მოსალოდნელ დარღვევა-ნაკლოვანებათა გამომწვევი მიზეზები და ხელშემწყობი პირობები, კონკრეტული წინადადებები და მოსაზრებები ნაკლოვანებათა აღმოფხვრის, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და შემოწმების შედეგებზე რეაგირების ღონისძიებათა შესახებ, მათ შორის რეკომენდაციები კანონმდებლობის დამრღვევ საჯარო მოსამსახურეთა მიმართ დისციპლინურ ი პასუხისმგებლობის ღონისძიებების შეფარდების თაობაზე. დასკვნას თან უნდა დაერთოს შემოწმების ჯგუფის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია. 6. შემოწმების დასკვნას ხელს აწერენ ინსპექციის შესაბამისი ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები, ისინი პასუხისმგებლები არიან მასში მოყვანილი ფაქტების სისწორეზე. 7. შესაბამისი დასკვნა და თანდართული მასალები ინსპექციის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს. 8. ინსპექცია ახორციელებს დისციპლინური საქმის წარმოებას კონკრეტულ დარღვევებზე კონკრეტული საჯარო მოსამსახურის მიმართ, ახსნა-განმარტების და შესაბამისი ოქმების მეშვეობით იღებს ინფორმაციას კონკრეტული დარღვევის შესახებ და ადგენს შესაბამის დასკვნას, რომელიც თანდართულ მასალებთან ერთად ინსპექციის უფროსის მიერ წარედგინება მინისტრს.