,,საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №78
2007 წლის 5 აპრილი
ქ. თბილისი
„საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2006 წლის 20 დეკემბრის №240 დადგენილებით დამტკიცებულ „საბაჟო საწყობის ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების განსაზღვრისა და შესაბამისი ნებართვების გაცემის წესის შესახებ“ ინსტრუქციაში (სსმ III, 2006 წ., №172, მუხ. 2315) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვას გასცემს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – შემოსავლების სამსახური (შემდგომში – შემოსავლების სამსახური).“;
ბ) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა.ბ) შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას, სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს და შესაბამისი უფლების მქონე პირის მიერ შედგენილ სიტუაციურ გეგმანახაზს, სადაც აისახება აღნიშნული ტერიტორიის საზღვრები, სათავსი, რომელსაც ნებართვის მფლობელის მიერ მინიჭებული აქვს შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი;
ბ) შემოსავლების სამსახური ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას განიხილავს მისი რეგისტრაცი ი დან 3 დღეში და ვალდებულია განცხადების (თანდართულ) მასალებში შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით აცნობოს განმცხადებელს 2 დღეში, რომელიც აითვლება განცხადების განხილვის ვადის ამოწურვიდან. განცხადების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენიდან 2 დღეში შემოსავლების სამსახური იღებს გადაწყვეტილებას ამ ინსტრუქციის მე-7 მუხლის მიხედვით და აცნობებს სათანადო ტერიტორიულ ორგანოსა და ნებართვის მფლობელს ნებართვის მფლობელის მიერ მითითებული ტერიტორიის ფარგლებში შესაბამისი საქმიანობის განხორციელების შესახებ და უგზავნის სიტუაციურ გეგმანახაზს;
გ) შემოსავლების სამსახურის ტერიტორიულ ორგანოში ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაციის რეგისტრაციის თარიღიდან მომდევნო დღეს (მიუხედავად იმისა, უქმეა თუ დასვენების დღე) ნებართვის მფლობელი უფლებამოსილია საწყობის პერიმეტრზე სიტუაციურ გეგმანახაზში მითითებული ტერიტორიის, სათავსის ფარგლებში განახორციელოს შესაბამისი საქმიანობა;“;
გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად შემოსავლების სამსახურს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.“;
დ) მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საწყობის საქმიანობის გარანტიის უზრუნველსაყოფად – საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ოდენობის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია; ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვის საწყობის ნებართვის მისაღებად, სასაწყობო სიმძლავრის შესაბამისი მთლიანი მოცულობის საქონლის იმპორტის რეჟიმის შემთხვევაში – გადასახდელი თანხის შემოსავლების სამსახურისათვის მისაღები საბაჟო გარანტია;“;
ე) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გადაწყვეტილება ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტია და ფორმდება შესაბამისი ბრძანებით სამ ეგზემპლარად. თითოეულ ეგზემპლარს უნდა ერთოდეს სანებართვო მოწმობა და დანართი. თითო ეგზემპლარი გადაეცემათ ნებართვის მფლობელსა და საბაჟო ორგანოს, რომლის სამოქმედო ზონაშიც განლაგებულია საწყობი. ერთი ეგზემპლარი რჩება შემოსავლების სამსახურში.“;
ვ) მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“;
ზ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი) უზრუნველყოს საწყობისა და საწყობის ტერიტორიაზე არსებული სათავსის შესასვლელისა და გასასვლელის გამოსახულების ჩამწერ საშუალებებზე სადღეღამისო ჩაწერა და ჩანაწერის 6 წლის განმავლობაში შენახვა, შემოსავლების სამსახურის, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ან/და სამართალდაცვის ორგანოების შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ჩანაწერის დაუყოვნებლივ წარდგენა ან სათანადო ტექნიკური საშუალებით ჩანაწერის ნახვა;“;
თ) მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ) აწარმოოს საბაჟო კონტროლის ზონაში შემსვლელ და გამსვლელ პირთა (გარდა საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებული პირებისა) აღრიცხვის ჟურნალი, რომელშიც უნდა აისახოს შესვლის/გამოსვლის თარიღი და დრო, პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები (ფიზიკური პირი – სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; იურიდიული პირი – სრული საფირმო სახელწოდება, იურიდიული მისამართი, იურიდიული პირის წარმომადგენლის (თანამშრომლის) სახელი, გვარი, რეგისტრაციის მისამართი; შემოსავლების სამსახურის ან/და სხვა შესაბამის მაკონტროლებელ უფლებამოსილების მქონე დაწესებულებათა თანამშრომელი – სამსახურებრივი მოწმობის საიდენტიფიკაციო ნომერი), შესვლის მიზანი. ნებართვის მფლობელს, რომელიც საწყობში განათავსებს საქონელს მხოლოდ გაყიდვის ან/და გამოფენის მიზნით, უფლება აქვს არ ასახოს ჟურნალში მხოლოდ იმ პირთა მონაცემები, რომელთა საბაჟო კონტროლის ზონაში შემოსვლის მიზანია საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება ან/და ყიდვა. ნებართვის მფლობელი ვალდებულია ეს წინასწარ აცნობოს შესაბამის საბაჟო ორგანოს;
ო) შემოსავლების სამსახურს აცნობოს საბაჟო კონტროლის ზონაში დაშვებულ პირთა სიაში ცვლილებების შეტანა და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილებების განხორციელებიდან 7 დღის განმავლობაში;“;
ი) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნებართვის მფლობელსა და საწყობში საქონლის შემნახველ პირებს შორის ურთიერთობა რეგულირდება სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით. აღნიშნული წესიდან გამონაკლისი დაიშვება ნებართვის მფლობელის (მაძიებლის) მოტივირებული მოთხოვნის საფუძველზე მხოლოდ შემოსავლების სამსახურის მიერ.“;
კ) მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10.
1. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელოს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი სანებართვო პირობებისა და ამ ინსტრუქციით განსაზღვრული ტექნიკური და უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების კონტროლი. შემოსავლების სამსახური კონტროლს ახორციელებს შერჩევითი შემოწმების მეთოდით.
2. შემოსავლების სამსახური ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ კონტროლს ახორციელებს შესაბამისი საბაჟო ორგანოს საშუალებით. შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს თვითონ შეამოწმოს სანებართვო პირობები, სადაც სავალდებულო წესით მონაწილეობს შესაბამისი საბაჟო ორგანო.
3. შესაბამისი საბაჟო ორგანო სანებართვო პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს სათანადო ინფორმაციას სანებართვო პირობების დარღვევისათვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
4. ნებართვის გაუქმების შემთხვევაში სანებართვო მოწმობა შემოსავლების სამსახურს უნდა დაუბრუნდეს ნებართვის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 3 დღის განმავლობაში.“.
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი