📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 14.04.2009
ძალის დაკარგვა 02.09.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 360.110.010.22.023.013.001
გამოქვეყნების წყარო სსმ, 47, 16/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,864 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
14.04.2009 მიღება
02.09.2011 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"SPLiteraturuly MT";} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:-9.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:45.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.satauri, li.satauri, div.satauri {mso-style-name:satauri; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:13.0pt; font-family:"SPLiteraturuly MT"; font-weight:bold;} p.tarigi, li.tarigi, div.tarigi {mso-style-name:tarigi; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.2in; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:.75in 41.65pt .75in 46.75pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.010.010.22.023.013.001 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №11 2009 წლის 14 აპრილი ქ. თბილისი  საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 12 ივნისის №50 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 18 სექტემბრის №641 ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მდგრადი განვითარების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“. 3. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ხაჩიძე საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗. საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტოს (შემდგომში – სამინისტრო) გარემოსდაცვითი პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი (შემდგომში – დეპარტამენტი) წარმოადგენს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფს.     მუხლი 2🔗 დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის (შემდგომში – მინისტრის) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 3🔗 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები     მუხლი 4🔗 თავისი კომპეტენციის ფარგლებში დეპარტამენტის ფუნქციები და ამოცანებია: ა) ქვეყნის გარემოსდაცვითი და ბუნებრივი რესურსით სარგებლობის პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შემუშავების კოორდინაცია; ბ) სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების მომზადების და განხორციელების კოორდინაცია; გ) სამინისტროს ურთიერთობის კოორდინირება საერთაშორისო ინსტიტუტებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; დ) მონაწილეობა საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში, საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; ე) სამინისტროს სისტემაში საერთაშორისო წყაროების დაფინანსებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების მომზადებისა და განხორციელების კოორდინირება; დ) გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრა და საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კოორდინირება და მონიტორინგი; ე) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვითი კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი პირების საქმიანობის კოორდინაცია; ვ) საერთაშორისო და რეგიონალური მნიშვნელობის გარემოსდაცვით კონვენციებთან მიერთების პროცედურულ ღონისძიებათა ორგანიზებაში მონაწილეობა.     მუხლი 5🔗 თავისი საქმიანობის განხორციელებისას დეპარტამენტი: ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიმუშავებს ნორმატიული აქტების პროექტებს; ბ) უზრუნველყოფს ქვეყნის გარემოსდაცვითი საშუალოვადიანი გეგმის (MTEF) და გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავებას; გ) უზრუნველყოფს სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო, საბიუჯეტო და სხვა წყაროებით მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და პროგრამების მომზადებას, კოორდინირებასა და კონტროლს; დ) უზრუნველყოფს მინისტრის სამართლებრივი აქტების, მინისტრის ცალკეული დავალებების შესრულებას; ე) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა საქმიანობას. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და სტრუქტურა     მუხლი 6🔗 დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 7🔗 დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 8🔗 დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს, ასევე ვიზას ადებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს და სხვა დოკუმენტებს; დ) წელიწადში ერთხელ (საანგარიშო წლის ბოლოს) მინისტრს (კურატორ მინისტრის მოადგილეს) წარუდგენს ანგარიშს დეპარტამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით დეპარტამენტისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს მინისტრს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით; ვ) წარუდგენს სამინისტროს ხელმძღვანელობას წინადადებებს დეპარტამენტის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, დეპარტამენტის მოხელეების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ზ) შუამდგომლობს დეპარტამენტის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისათვის აუცილებელი სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე; თ) დეპარტამენტის სახელით ამზადებს დასკვნებს; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; კ) შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ლ) ახორციელებს ამ დებულებით, მინისტრის სამართლებრივი აქტებითა და კანონმდებლობით განსაზღვრულ ფუნქციებსა და დავალებებს.     მუხლი 9🔗 დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, ახორციელებს მათ მიერ სამინისტროს შინაგანაწესის შესრულების კონტროლს; ბ) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტში შემავალი ქვედანაყოფების უფროსების ანგარიშს მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე; დ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის პერიოდში.     მუხლი 10🔗 1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებს ხელმძღვანელობენ სამმართველოს უფროსები, რომლებსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში: ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ სამუშაოს და საინფორმაციო მასალას; გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე; ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს. 3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.     მუხლი 11🔗 დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.     მუხლი 12🔗 დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო; ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო.     მუხლი 13🔗 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს სამინისტროს გარემოსდაცვითი სტრატეგიული გეგმის შემუშავების პროცესს; ბ) ითანამშრომლოს გარემოსდაცვითი ცალკეული თემატური მიმართულებების მიხედვით შესამუშავებელი კონცეფციების, პროგრამების, მოქმედებათა გეგმების შემმუშავებლებთან და ხელი შეუწყოს შემუშავების პროცესში სამინისტროს შესაბამისი სამსახურების მონაწილეობას; გ) მონაწილეობა მიიღოს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეფციების, პროგრამების და სახელმწიფო მიზნობრივი გარემოსდაცვითი პროგრამების შემუშავებაში; დ) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესს; ე) კოორდინირება გაუწიოს და მოამზადოს სამინისტროს საშუალოვადიანი დაგეგმვის დოკუმენტი; ვ) კოორდინირება და ორგანიზება გაუწიოს გარემოს მდგომარეობის შესახებ ეროვნული მოხსენების მომზადებას; ზ) გაანალიზოს მდგომარეობა გარემოს დაცვის სფეროში სტრატეგიული ხასიათის პროგრამებისა და გეგმების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე და შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი შესრულების უზრუნველყოფის მიზნით; თ) მონაწილეობა მიიღოს რეგიონული მასშტაბის გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმების და სტრატეგიების შემუშავების პროცესში, შეიმუშაოს რეკომენდაციები მათი განხორციელების თაობაზე; ი) რეგულარულად შეაგროვოს ინფორმაცია საქართველოში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო, სამეცნიერო, არასამთავრობო და კერძო სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ; კ) უზრუნველყოს სამინისტროში მიმდინარე საერთაშორისო წყაროებიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე პერიოდული ანგარიშგება; ლ) მიაწოდოს წინადადებები სამინისტროს ხელმძღვანელობას და პროექტის ხელმძღვანელებს პროექტების მიმდინარეობისას წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრისა ან ცვლილებების შესახებ; მ) პროექტების კოორდინაციისა და ღონისძიებების დუბლირების თავიდან აცილების მიზნით, შეითანხმოს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების მიერ მომზადებული საპროექტო წინადადებები დასაფინანსებლად წარდგენამდე; ნ) ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორ ორგანიზაციებთან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში პროექტების მომზადებისა და მათ განსახორციელებლად ფინანსური სახსრების მოზიდვის მიზნით. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში გარემოსდაცვითი პოლიტიკის სამმართველო უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს ინფორმაცია სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულების, სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებისა და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებისაგან; ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და/ან რეგიონული მასშტაბის გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; გ) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი; დ) ორგანიზება გაუწიოს გარემოს დაცვის მოქმედებათა ეროვნული პროგრამით, რეგიონული და ადგილობრივი გარემოს დაცვის მოქმედებათა გეგმებით, ასევე სექტორული გარემოსდაცვითი გეგმებით გათვალისწინებული ანგარიშების მოსმენას ამ ღონისძიებათა მიმდინარეობის შესახებ. განახორციელოს ამ პროგრამების და გეგმების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; ე) მონაწილეობა მიიღოს ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავებაში, წარადგინოს წინადადებები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სახელმწიფო მართვის სფეროში ახალი ნორმატიული აქტების მიღების, საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ.     მუხლი 14🔗 1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს ფუნქციები და ამოცანებია: ა) მონაწილეობა მიიღოს და კოორდინირება გაუწიოს სამინისტროს ურთიერთობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საზღვარგარეთის ქვეყნების სახელმწიფო, არასამთავრობო, აკადემიურ და სხვა სახის ორგანიზაციებთან, საერთაშორისო და რეგიონული გარემოსდაცვითი კონვენციების სამდივნოებთან; ბ) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო და რეგიონული კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი საკონტაქტო პირების საქმიანობას; გ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო და რეგიონულ კონვენციებთან მიერთების პროცედურული ღონისძიებების ორგანიზებაში; დ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულების განსაზღვრაში და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კოორდინირებაში; ე) განახორციელოს საერთაშორისო ხელშეკრულებებში საქართველოს მონაწილეობის ანალიზი; ვ) მონაწილეობა მიიღოს გარემოს დაცვის სფეროში საერთაშორისო ხელშეკრულებების მომზადებაში და კოორდინირება გაუწიოს ქვეყანაში შესაბამის განსახორციელებელ შიდა პროცედურებს; ზ) განახორციელოს საქართველოს მიერ საერთაშორისო კონვენციებითა და ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის მონიტორინგი; თ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს და მონაწილეობა მიიღოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის რეალიზებაში. 2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო უფლებამოსილია: ა) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობაში; ბ) მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტრატეგიების, გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში; გ)  სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები კონვენციებზე ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირების დანიშვნის თაობაზე და აგრეთვე არსებული დიპლომატიური არხების საშუალებით უზრუნველყოს დანიშნული პირების კონვენციების შესაბამისი სამდივნოებისათვის მიწოდება; დ) კონვენციების ეროვნული პასუხისმგებელი და საკონტაქტო პირებისაგან პერიოდულად მოითხოვოს ანგარიშები და ორგანიზება გაუწიოს მათი ანგარიშების მოსმენას; შეაფასოს მათ მიერ გაწეული საქმიანობა და სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; ე) კოორდინირება გაუწიოს საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას და ამ საკითხთან დაკავშირებით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დაამყაროს შესაბამისი კავშირები როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების სამთავრობო, არასამთავრობო, სამეცნიერო და სხვა ორგანიზაციებთან; ვ) სამინისტროს ხელმძღვანელობას წარუდგინოს წინადადებები საერთაშორისო ხელშეკრულებებთან მიერთების/რატიფიცირების აუცილებლობის შესახებ. ზ) მინისტრის აპარატიდან პერიოდულად მიიღოს საზღვარგარეთის ქვეყნების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან მინისტრის შეხვედრების განრიგი; თ) სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს სისტემაში შემავალი დაწესებულებებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია საქართველოში დაგეგმილი როგორც საერთაშორისო შეხვედრების, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების ვიზიტის შესახებ; ი) სტრუქტურული ერთეულებიდან და სამინისტროს ტერიტორიული ორგანოებიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია თანამშრომლების საზღვარგარეთ მივლინების შესახებ; კ) მინისტრის აპარატიდან დროულად მიიღოს ინფორმაცია მინისტრის საზღვარგარეთ მივლინების შესახებ; ლ) ორგანიზება და კოორდინირება გაუწიოს პროტოკოლით გათვალისწინებულ შესაბამის ღონისძიებებს.