„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 15.04.2009
ძალის დაკარგვა 28.05.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №239
სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 21/04/2009
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,638 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.04.2009 მიღება
28.05.2010 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (4)
ფაკულტეტი როდიდან
სპეციალობა კვალიფიკაცია
ენა კითხვა
როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის“ დამტკიცების შესახებ“ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:SPDumbadze;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.muxliparl, li.muxliparl, div.muxliparl {mso-style-name:muxli_parl; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"SPDumbadze","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:31.5pt .75in 49.5pt 40.5pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.040.22.033.013.003 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №239 2009 წლის 15 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესის დამტკიცების შესახებ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „ს“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესი“ (დანართი №1); ბ) „განაცხადი პრაქტიკის გავლაზე“ (დანართი №2). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კ. ბაინდურაშვილი დანართი №1 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში პრაქტიკის გავლის წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) პრაქტიკის გავლის წესსა და პირობებს.     მუხლი 2🔗 მაღალკვალიფიციური კადრების მომზადების, მათი პროფესიული განვითარების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფის მიზნით, სამსახური უქმნის სპეციალისტებს დამოუკიდებელი მუშაობისა და შემოქმედებითი ინიციატივის გამოვლენისათვის საჭირო პირობებს.     მუხლი 3🔗 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პრაქტიკა – შემოსავლების სამსახურში ამ წესით რეგულირებადი, აუნაზღაურებადი საქმიანობა; ბ) პრაქტიკანტი – პირი, რომელიც ამ წესის საფუძველზე გადის პრაქტიკას; გ) კანდიდატი – პირი, რომელსაც ამ წესის შესაბამისად სამსახურში შემოტანილი აქვს განცხადება პრაქტიკის გავლის შესახებ. თავი II პრაქტიკანტის სტატუსი     მუხლი 4🔗 პრაქტიკანტად შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად არის სტუდენტი (აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე სწავლების შემთხვევაში, პრაქტიკანტად მიიღება მხოლოდ ის პირი, რომელიც იმყოფება აღნიშნული საფეხურის დამამთავრებელ კურსზე) ან შესაბამისი უმაღლესი განათლების მქონე. განსაკუთრებულ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი) უფლებამოსილია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება.     მუხლი 5🔗 გადაწყვეტილებას კანდიდატის პრაქტიკანტად დანიშვნის შესახებ იღებს სამსახურის უფროსი სამსახურის ადმინისტრაციული დეპარტამენტის (შემდგომში – ადმინისტრაციული დეპარტამენტი) წინადადების საფუძველზე.     მუხლი 6🔗 კანდიდატმა ადმინისტრაციულ დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს შევსებული განაცხადის ფორმა პრაქტიკის გავლაზე (დანართი №2), რომელსაც უნდა დაერთოს შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) ავტობიოგრაფია (cv); გ) ფოტოსურათი; დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან).     მუხლი 7🔗 1. პრაქტიკის ვადა განისაზღვრება არა უმეტეს 3 თვით. 2. განსაკუთრებულ შემთხვევაში ადმინისტრაციული დეპარტამენტის წარდგინებით სამსახურის უფროსი უფლებამოსილია გააგრძელოს პრაქტიკის ვადა 6 თვემდე. 3. პრაქტიკანტს პრაქტიკის გავლის შემდეგ ეძლევა პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობა (ცნობა).     მუხლი 8🔗 პრაქტიკანტთა რაოდენობა სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებში/ტერიტორიული ორგანოს სტრუქტურულ ქვედანაყოფში (შემდგომში – სტრუქტურული ქვედანაყოფი), როგორც წესი, არ უნდა აღემატებოდეს ამ სტრუქტურულ ქვედანაყოფში შტატით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა საერთო რაოდენობის 1/5-ს. თავი III პრაქტიკანტის უფლებები     მუხლი 9🔗 1. პრაქტიკანტი უფლებამოსილია: ა) სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის თანხმობით გაეცნოს სამსახურებრივ დოკუმენტაციას (საარქივო მასალებს), ისარგებლოს სათანადო ინფორმაციით (ელექტრონული საშუალებებით და სხვა), თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს; ბ) უშუალო ხელმძღვანელის, რომელსაც განსაზღვრავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, თანხმობით დაესწროს და მონაწილეობა მიიღოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; გ) გაეცნოს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის მუშაობის სპეციფიკას, იმ საკითხების მომზადებასა და სათანადო დოკუმენტების შედგენას, რომელიც ამ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის სფეროს მიეკუთვნება. 2. პრაქტიკანტი სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მითითებითა და უშუალო ხელმძღვანელის მეთვალყურეობით ასრულებს ცალკეულ დავალებებს, რომელიც შეეხება მოცემული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის საკითხებს.     მუხლი 10🔗 1. პრაქტიკანტს უფლება აქვს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის წინაშე დასვას საკითხი მისი სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. 2. სამსახურის უფროსი, ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის რეკომენდაციის საფუძველზე პრაქტიკანტის მოსწრების და ცოდნის დონის გათვალისწინებით, უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით) მიიღოს გადაწყვეტილება პრაქტიკანტის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში გადაყვანის შესახებ. თავი IV პრაქტიკანტის მოვალეობანი     მუხლი 11🔗 1. პრაქტიკანტი მოვალეა: ა) გაეცნოს და იხელმძღვანელოს საქართველოს კონსტიტუციით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის და მისი შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებით, საქართველოს საბაჟო კოდექსით, საქართველოს საგადასახადო კოდექსით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საქმიანობის სფეროს მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტებით; ბ) დადგენილ ვადებში შეასრულოს ყველა ის დავალება, რომელიც მას დაეკისრება უშუალო ხელმძღვანელის ან სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ, სადაც იგი გადის პრაქტიკას. 2. პრაქტიკანტი ვალდებულია, პრაქტიკის გავლის პერიოდში სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის უშუალო მითითების შემთხვევაში, აწარმოოს პირადი მოსწრების დღიური და მასში ასახოს ჩატარებული სამუშაო თემატიკა. 3. პრაქტიკანტი ვალდებულია ყოველდღიურად გამოცხადდეს სამსახურში, რაზეც კონტროლს ახორციელებს მისი უშუალო ხელმძღვანელი. 4. ხელწერილი სამსახურის დებულებისა და შინაგანაწესის გაცნობის შესახებ თან ერთვის პრაქტიკანტის პირად საქმეს. თავი V სამსახურის უფლება-მოვალეობანი     მუხლი 12🔗 სამსახური პრაქტიკანტს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.     მუხლი 13🔗 1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი პირადად აკონტროლებს პრაქტიკანტის მიერ პირადი მოსწრების დღიურის წარმოებას (ასეთის არსებობის შემთხვევაში). იგი პრაქტიკანტს პერიოდულად აწვდის სასწავლო თემატიკას, აძლევს დავალებებს და უშუალო ხელმძღვანელთან ერთად აკონტროლებს მათ შესრულებას. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ან უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია პრაქტიკანტს მისცეს მიმართულება და განუსაზღვროს შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტული ვადა, მიაწოდოს აღნიშნულთან დაკავშირებით დროული და სწორი ინფორმაცია.     მუხლი 14🔗 სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ვალდებულია ყოველკვარტალურად მიაწოდოს ინფორმაცია ადმინისტრაციულ დეპარტამენტს პრაქტიკის მიმდინარეობის შესახებ. თავი VI პრაქტიკის გავლის სხვა პირობები     მუხლი 15🔗 1. პრაქტიკის ვადის გასვლის შემდეგ პრაქტიკანტი ადმინისტრაციულ დეპარტამენტში წარმოადგენს უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსთან შეთანხმებულ რეფერატს, იმ სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე, სადაც იგი გადიოდა პრაქტიკას; 2. პრაქტიკანტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეფერატის წარმოდგენის შემდეგ პრაქტიკანტს უტარდება გასაუბრება. 3. გასაუბრებას ატარებს სამსახურის უფროსის ბრძანებით შექმნილი კომისია, რომელიც ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მონაცემის და პრაქტიკანტის ხელმძღვანელის რეკომენდაციის გათვალისწინებით იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) პრაქტიკის შედეგების დადებითი შეფასების შესახებ; ბ) პრაქტიკის შედეგების უარყოფითი შეფასების შესახებ. 4. გასაუბრების შედეგებიდან გამომდინარე და შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში დაწესებულების ხელმძღვანელს შეუძლია პრაქტიკანტი დანიშნოს ვაკანტურ თანამდებობაზე კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗 პრაქტიკის შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პრაქტიკის გავლის პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 სამუშაო დღის განმავლობაში შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოუცხადებლობა; ბ) დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; გ) პირადი განცხადება; დ) ამ წესის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა. 2. პრაქტიკის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის უფროსი ადმინისტრაციული დეპარტამენტის წინადადებით ან საკუთარი ინიციატივის საფუძველზე.     მუხლი 17🔗 იმ შემთხვევაში, თუ პრაქტიკანტი დადგენილი წესით დაინიშნა სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფში სამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობაზე, მას პრაქტიკა ჩაეთვლება გავლილად და ეძლევა შესაბამისი მოწმობა (ცნობა). დანართი №2 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განაცხადი პრაქტიკის გავლაზე 1. გვარი, სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. დაბადების ადგილი, თარიღი –––––––––––––––––––––––––––––––– 3. მოქალაქეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 4. პირადობის მოწმობის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––– 5. ოჯახური მდგომარეობა ––––––––––––––––––––––––––––––––––– 6. საცხოვრებელი ადგილის მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა, ფაქსი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7. განათლება (როდის, რომელი სასწავლებელი დაამთავრეთ) ფაკულტეტი როდიდან როდემდე სასწავლებელი 8. ამჟამად სწავლობთ თუ არა, მიუთითეთ სად. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 9. სპეციალობა, კვალიფიკაცია და დიპლომის № სპეციალობა კვალიფიკაცია დიპლომის № 10. რომელ უცხო ენებს ფლობთ, ცოდნის დონე; შეაფასეთ ცოდნის დონე შემდეგი ტერმინებით: სუსტად, საშუალოდ, კარგად, სრულყოფილად. ენა კითხვა მეტყველება წერა 11. კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 12. რატომ აირჩიეთ სპეციალობა, მოკლედ ჩამოაყალიბეთ თქვენი პროფესიული გეგმები და მიზნები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 13. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რომელ სტრუქტურულ ქვედანაყოფში გსურთ პრაქტიკის გავლა. მიუთითეთ ორი სტრუქტურული ქვედანაყოფი პრიორიტეტების მიხედვით. 13.1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცენტრალური აპარატი სამსახურის უფროსის აპარატი ადმინისტრაციული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტი მომსახურების დეპარტამენტი მეთოდოლოგიის დეპარტამენტი საბაჟო კონტროლის დეპარტამენტი სპეციალურ გამოკვლევათა და ფინანსური ექსპერიზის დეპარტამენტი ინფორმაციის დამუშავებისა და ანალიზის დეპარტამენტი. 13.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის: ტერიტორიული ორგანოები დასახელება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  მომსახურების სამმართველო/გადამხდელთა მომსახურების სამმართველო  გადასახადების ადმინისტრირების სამმართველო  იურიდიული სამმართველო/იურიდიულ საკითხთა სამმართველო  საბაჟო დამუშავების ოპერაციის სამმართველო  ადმინისტრაცია  საინფორმაციო-ანალიტიკური და საგადასახადო შემოწმებების სამმართველო/საგადასახადო შემოწმებების სამმართველო (მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექცია/თბილისის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)/რუსთავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია))  საბაჟო კონტროლისა და ინფორმაციის დამუშავების განყოფილება  საბაჟო გამშვები პუნქტი  საბაჟო საგუშაგო. საგამოძიებო დეპარტამენტი  ადმინისტრაცია  განსაკუთრებულ მნიშვნელოვან საქმეთა მთავარი სამმართველო  თბილისის მთავარი სამმართველო  ქვემო ქართლის სამმართველო  კახეთის სამმართველო  მცხეთა-მთიანეთის სამმართველო  შიდა ქართლის სამმართველო  სამცხე-ჯავახეთის სამმართველო  იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და გურიის სამმართველო  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველო  აჭარის სამმართველო.  აუდიტის დეპარტამენტი  ადმინისტრაცია  გეგმური შემოწმებების მთავარი სამმართველო  საკონტროლო შემოწმებების მთავარი სამმართველო  კონტროლის, დაგეგმვის და იურიდიულ საკითხთა მთავარი სამმართველო. 14. შრომითი გამოცდილება როდიდან-როდემდე უწყება, ორგანიზაცია თანამდებობა მისამართი 15. სპეციალური ან პროფილური ჩვევები (მიუთითეთ რა კურსები ან ტრენინგები გაქვთ გავლილი, სად, როდის). –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 16. სამხედრო სამსახურისადმი დამოკიდებულება და სამხედრო წოდება; როდის გაქვთ მინიჭებული და რომელი ორგანოს – დაწესებულებისაგან –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 17. გთხოვთ, წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ბ) თქვენი ავტობიოგრაფია (cv); გ) ფოტოსურათი; დ) დიპლომის ასლი (ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან). შევსების თარიღი –––––––––––––––––––––––– პირადი ხელმოწერა ––––––––––––––––––––––––